ქალი და კაცი

ნამდვილი სიყვარული

№16

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.05, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია.

საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგებიც გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვაა.

როგორც წესი, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. ქალები გრძნობებზე უფრო აშკარად და ემოციურად არიან დამოკიდებულნი, თუმცა, შეყვარებული მამაკაცი ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.

ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ მამაკაცს საყვარელი ქალის გამო ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდა.

ყველა ურთიერთობა გულისხმობს კომპრომისებს, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ვართ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ადამიანი და არავის გამო არ უნდა შევცვალოთ ჩვენი ინტერესები და სურვილები.

წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ – თუ მამაკაცი ამ სამ თვისებას არ გიწონებთ, არ უყვარხართ:

👉პირადი მიზნები – თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ საერთო მიზნები, ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენი პიროვნული ზრდა – განათლება, ახალი ჰობი და ასე შემდეგ. პირადი მიზნების ქონა ეგოისტური არ არის, ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ურთიერთობასაც.

👉ხასიათი – ბიჭები ხშირად არჩევენ გოგონებს მისი ხასიათის მიხედვით. ხასიათისა და გარკვეული თვისებების შეცვლა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ ვინმეს ზეწოლის გამო. თუ მეგობარი ბიჭი (ქმარი) გეუბნებათ, რომ უყვარხართ, მაგრამ პარალელურად, მოითხოვს თქვენს ცვლილებებს, ეს სიყვარული არ არის.

👉მეგობრები – საერთო მეგობრები მშვენიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია გყავდეთ საკუთარი მეგობრები, რომლებთანაც დროდადრო გაატარებთ დროს თქვენი მამაკაცისგან განცალკევებით. თუ მას უყვარხართ, ამ ფაქტს არ შეეწინააღმდეგება.

ქალების მამაკაცებთან შედარება

ბევრ რამეში ქალები შეუდარებელნი არიან. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებს, მაგალითად, სხეულის აღნაგობა, ჰორმონალური და ევოლუციური სხვაობა...

კუნთებში ელასტინის მაღალი და კოლაგენის დაბალი შემცველობის გამო, ქალები მამაკაცებზე გაცილებით მოქნილები არიან. მტკიცებულებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – მხატვრული ტანვარჯიშით მხოლოდ ქალები არიან დაკავებულნი.

მამაკაცებს მეტყველების ერთი ცენტრი გააჩნიათ და ის მდებარეობს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ქალებს რაც შეეხებათ, მეტყველებაზე პასუხისმგებელია ორი ცენტრი: შედარებით დიდი – მარცხენა ნახევარსფეროში და უფრო პატარა – მარჯვენაში. ქალი დღეში თავისუფლად გამოთქვამს დაახლოებით 8 000 სიტყვას, იყენებს 3 000 ბგერას და 10 000 არავერბალურ სიგნალს. მაშინ როდესაც, მამაკაცი დღეში წარმოთქვამს მხოლოდ 4 000 სიტყვას, გამოსცემს 2 000 ბგერას და აკეთებს 3 000 ჟესტს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები და ადვილად შეუძლიათ ისტერიკაში ჩავარდნენ, სტრესთან გამკლავებას მათზე გაცილებით უკეთ ახერხებენ. ამას ესტროგენს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ნერვიული დაძაბულობის სიმპტომების ბლოკირებას ახდენს.

ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებულ Õ ქრომოსომასთან, ქალებს კი ეს ორი აქვთ.

კორძიანი სხეული, რომელიც ერთგვარი „კაბელის“ როლს ასრულებს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, ქალებს უფრო მსხვილი აქვთ, ვიდრე კაცებს. ამის გამო ქალებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ მრავალამოცანიანი დავალებების შესრულება. მამაკაცის ტვინი კი სპეციალიზირებული და დაყოფილია განსაზღვრულ სექციებად.

რამდენიც არ უნდა იხუმრონ ქალის ლოგიკაზე – ის არსებობს. და უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის – აბსოლუტურად არატრივიალური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი. ქალისთვის კამათში ბოლო სიტყვა გამარჯვების ტოლფასია, და რაიმეს განცხადება, რომელსაც არავინ გააპროტესტებს – მათთვის მტკიცებულებას წარმოადგენს.

მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია, ეგრეთ წოდებული, „გვირაბის ხედვა“, ქალებს ძლიერ აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ეს უპირატესობას ანიჭებთ მათ უფრო ყურადღებით ადევნონ თვალყური ბავშვებს და იმავდროულად, სხვა საქმეც აკეთონ.

ასევე ქალები უკეთ არჩევენ მაღალსიხშირიან ბგერებს. ერთი კვირის ჩვილ გოგონას შეუძლია გაარჩიოს დედის ხმა და გაიგონოს, როდესაც სხვა ჩვილი ტირის.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 4 500 ადამიანს შეუმოწმეს მეხსიერება, რომელთა ასაკი 49-დან 90-მდე მერყეობდა. შედეგად გაირკვა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. ამას ამტკიცებს სხვა კვლევებიც. თუმცა, მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

უამრავი ფსიქოლოგიური და ლოგიკური კვლევის თანახმად გაირკვა, რომ ქალები უკეთესად ასრულებენ ტესტებს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სწრაფ აღქმასთან ნიშნებითა და გამოსახულებებით. როგორც წესი, ისინი სჯობნიან მამაკაცებს ერთი კატეგორიის ობიექტების სწრაფად ჩამოთვლასა და არითმეტიკული ოპერაციების შესრულებაში.

ესტროგენის მაღალი შემცველობის გამო, ქალები ნაკლებ მგრძნობელობას ავლენენ ძლიერი ტკივილისადმი. ესტეროგენი ასევე ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას ორგანიზმში.

ქალებს ემოციების გამოხატვისა და თანადგომის დიდი უნარი აქვთ. ამასთან, ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, სადაც ემპათიის გამოვლენა აუცილებელ ნორმას წარმოადგენს. მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობისას ან ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი