ქალი და კაცი

მსურს, ვიყო ბედნიერი, მაგრამ...

№5

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.02

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველა ქალს სურს, იყოს ბედნიერი. ურთიერთობის შესანარჩუნებლად ხშირად მამაკაცის როლსაც ირგებს. ეს დიდი შეცდომაა. არ შეიძლება:

მის მაგივრად გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა – მაშინაც კი, თუ თქვენს რჩეულს მუდმივი ფინანსური პრობლემები აქვს, სამსახურიდან დაითხოვეს და ასე შემდეგ. ეცადეთ, თავად მოაგვაროს პრობლემა. თქვენ მხოლოდ დროებით შეგიძლიათ, დაეხმაროთ. პრობლემა ისაა, როცა მუდმივად თქვენს იმედზეა და არ ცდილობს, თავად გაიუმჯობესოს ფინანსური მხარე.

მუდმივად ანებივრებდეთ ძვირფასი საჩუქრებით – უმჯობესია, თუ ორივე გაანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. მნიშვნელობა არ აქვს, რას გაჩუქებთ, სამზარეულოს ნაკრებს, საფულეს თუ ავტომობილს, მთავრია, ეს სიყვარულით გააკეთოს. იმის მცდელობა, რომ მამაკაცის გული ძვირფასი საჩუქრებით მოიგოთ, ყოველთვის კრახით დასრულდება.

ნუ იქნებით მისი ბალიში – გონიერი ქალი ყოველთვის მოუსმენს, გაამხნევებს, რჩევასა და ძალას მისცემს მამაკაცს. თუმცა, ქალი, რომელიც მუდმივად საყრდენია მამაკაცისა, დიდ შეცდომას უშვებს. ეს კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს და სხვასთან ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებს.

„ხომ გეუბნებოდი“ – ნურასოდეს დაელაპარაკებით მამაკაცს ნიშნის მოგებით. ნუ აგრძნობინებთ, რომ შეცდა. ამ სიტყვებით თქვენ ეუბნებით: „მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე შენ“. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენც ხშირად ცდებით. ყველა მამაკაცს სურს, გრძნობდეს, რომ ურთიერთობაში ის არის მთავარი.

პირად ცხოვრებასა და კარიერაზე უარის თქმა – თუ თქვენ დაქორწინებული ხართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვათ თქვენს მეგობრებსა და სამსახურზე. მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, საკუთარი საქმე აქვთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ.

შეიცვალოთ მისი გულისთვის – დიახ, ჩვენ, ქალებს, გვიყვარს ცვლილებები, თუმცა, არა ფუნდამენტური. როდესაც მამაკაცი გთხოვს, ყველა შენი სურვილი, თვისება და მისწრაფება მისი აზრის შესაბამისად შეცვალო, ეს უკვე სერიოზული პრობლებაა. ადამიანს ისეთი უნდა უყვარდე, როგორიც ხარ. შეყვარებული მამაკაცი არ მოგთხოვთ რადიკალურ ცვლილებებს, მან შეიძლება, გირჩიოთ, მისთვის რა იქნებოდა უფრო მოსაწონი. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ურთიერთობის გაფუჭების გარეშე.

იდეალური ქმარი

იცით, რომელი თვისებები უნდა ახასიათებდეს კარგ ქმარს? მაშ, ასე:

კარგ ქმარს:

არ ეშინია სირთულეების და თავად აგვარებს პრობლემებს – არა მხოლოდ საუბრობს, არამედ საქმითაც ამტკიცებს თავის ღირსეულობას. რთულ მომენტებში ის ყოველთვის მზად არის, გვერდში დაგიდგეთ და პრობლემები აგარიდოთ.

შეუძლია, თავად მოამზადოს კერძები – დიახ, იდეალურ მამაკაცს შეუძალია, თავადაც მოამზადოს საჭმელი. ხანდახან ის თავად გთხოვთ, რომ მოგეხმაროთ კერძის მომზადებაში.

ყოველთვის მხარს გიჭერთ, თუნდაც მაშინ, როცა რაიმე შეცდომას უშვებთ – რა თქმა უნდა, ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ამის გარეშე წარმოუდგენელია და როდესაც ეს ხდება, თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა გიჭერდეთ მხარს. თუნდაც დამნაშავე იყოთ, ის მაინც უნდა გამხნევებდეთ.

ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ზუსტად უნდა ახსოვდეს რომელი კაბა გეცვათ პირველ პაემანზე ან რა ფერის ფეხსაცმელი, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში. იცის რომელი მუსიკა მოგწონთ ან რაზე გაქვთ ალერგია.

ის მარტო ჭკვიანი კი არა, ბრძენიცაა – მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შენ გვერდით ის ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ყოველდღიურ წვრილმანებში. მუდმივად გაძლევს სასარგებლო რჩევებს. თუ ასეთი ქმარი გყავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.

ზუსტად იცის, როგორ აგიმაღლოთ განწყობა – როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ის ხუმრობს ან ისეთ რამეს აკეთებს, რაც გაგამხიარულებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

შეუძლია შეთანხმება და კომპრომისის მიღწევა – მტირალ ქალთან, პოლიციელთან, უკულტურო მეზობელთან და ასე შემდეგ შესწევს იმის უნარი, რომ ჩხუბის გარეშე მოაგვაროს საქმე.

სახლიდან გასვლისთანავე, არ ავიწყდება თქვენი პრობლემები – შეყვარებული ადამიანი არ ჩადებს თქვენს პრობლემებს ძველ ზარდახშაში და არ დააწერს „ამაზე ხვალ ვიფიქრებ“.

თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია – მთავარია, გადაწყვეტილებას ერთად იღებდეთ და არა ცალ-ცალკე.

გეხმარებათ სახლის საქმეებში – თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ, ის დამლაგებლად არ გაქცევთ. გააზრებული ექნება, რომ სახლის საქმე ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ნამდვილად დამღლელია. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად დაგეხმარებათ.

თავის ცხოვრების მეგზურს ყველა გარკვეული ნიშნებით ირჩევს. მთავარია, იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე დაგაყენებთ და რომელიც თქვენთვის პრიორიტეტი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი