ქალი და კაცი

მრავალფეროვანი ინტერესები

№35

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რამდენადაც ფართოა ადამიანის ინტერესების სფერო, იმდენად საინტერესო პიროვნებაა თავად. მხოლოდ კარგი გარეგნობა ვერავის აქცევს მომხიბვლელ არსებად. ამგვარი ეფექტი ერთჯერადია, ხიბლს აორმაგებს, როცა ადამიანს აქვს საყვარელი საქმე და მძლავრი ვნება და აზარტი მის მიმართ. თუ თქვენ არ გაქვთ თემა, რაზეც მთელი გატაცებით შეგიძლიათ, ილაპარაკოთ, გამოდის, რომ თქვენ არ გაქვთ ჰობი. თქვენ კარგავთ საკუთარ ინდივიდუალ ქარიზმას… მოკლედ, არ ხართ საკმარისად საინტერესო და თქვენთან ურთიერთობა მამაკაცს ადრე თუ გვიან მობეზრდება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მოფიქრებული, რა გააკეთოთ თავისუფალ დროს, გირჩევთ, დაიწყოთ რამე სასარგებლო აქტივობა. თქვენი ჰობი თქვენივე ინდივიდუალიზმთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. გახსოვდეთ, უამრავი გზა არსებობს, რომლითაც თქვენ სიამოვნების მიღებას შეძლებთ და ცხოვრებას ახალი თავგადასავლით გაიმდიდრებთ. თან, სასურველი ადამიანის გულს ეფექტურად მოინადირებთ, მას თქვენი უნიკალურობა და განსხვავებულობა აუცილებლად დააინტრიგებს.

 

სხეულის ენა

თუნდაც არაფერს ამბობდეთ, გამომეტყველების მიხედვით ბევრი რამე უსიტყვოდ ხდება ცხადი, ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისწავლოთ საკუთარი სხეულისა და სახის კონტროლი. თქვენი მიმიკები უნდა დაექვემდებაროს გონებას და არა ემოციას, რაც თქვენი იდუმალების ხარისხს გაზრდის. ეს არ გულისხმობს აბსოლუტურ უემოციობას. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი რაღაც სასაცილო ამბავს გიყვებათ, რაზეც ბუნებრივი რეაქცია გაცინებაა. თუ თქვენ ეს რეაქციაც არ გექნებათ, ის იფიქრებს, რომ პრობლემა მასშია და თავად არის ძალიან მოსაწყენი ადამიანი. ამიტომ ბუნებრიობა და ზომიერება აქაც გადამწყვეტია.

სხეულის ენის მართვა შესაძლებლობას მოგცემთ, არ გასცეთ თქვენი ყველაზე ინტიმური ემოციები. წარმოიდგინეთ, ზიხართ და სადილობთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ამ დროს შემოდის ყოფილი შეყვარებული, რა იქნება თქვენი რეაქცია? სულაც არაა კარგი ნიშანი, თუ პატარა ბავშვივით გაწილდებით ან გაფითრდებით. ნაცვლად ამისა, თქვენ ოდნავ უნდა დაუქნიოთ მას თავი და ბუნებრივად განაგრძოთ საუბარი თქვენს პარტნიორთან. თუ ეს უკანასკნელი კითხვებს დაგისვამთ, უბრალოდ, უპასუხეთ მას, რომ ძველი ნაცნობია. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე ზედმეტ ინფორმაციას გასცემდეთ.

ნუ გამოხატავთ შთაბეჭდილებებს გადაჭარბებული ფორმებით

თუ მუდმივად აღფრთოვანებული ხართ თქვენი ინტერესის ობიექტით და ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრძნობინეთ, იგი დაკარგავს აზარტს და მოტივაციას თქვენს მოსანადირებლად. რადგან ისედაც მოხიბლული ხართ მისით, ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა აღარც სჭირდება. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერად ცდილობს, გასიამოვნოთ, არ აჩვენოთ საკუთარი აღტაცება, უბრალოდ, დაუფასეთ და იყავით მადლიერი. არც ისაა საჭირო, გამუდმებით უმეოროთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან რთულია, რადგან ყოველთვის იყავით განებივრებული ყურადღებით. ამან ის შეიძლება, დათრგუნოს და საერთოდ ჩაიქნიოს ხელი.

როცა ყვავილებს გჩუქნით, სიხარულისგან გული ნუ წაგივათ, თბილად გაუღიმეთ და მადლობა გადაუხადეთ. არც მისი შეცვლა სცადოთ. თუ ძალიან მომთხოვნი ხართ მისი პიროვნული თვისებების, საჩუქრებისა და სიურპრიზების მიმართ, იგი გარკვეული დროის მერე თქვენგან წასვლას ეცდება. დააფასეთ ყველაფერი, მაგრამ არ გადააჭარბოთ ნორმას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...