ქალი და კაცი

მოვხიბლოთ მამაკაცი

№48

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რაზეა ქალი წამსვლელი, რომ მამაკაცის ყურადღება მიიპყროს? ყველაფერზე: მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, დიდი თანხის ხარჯვა პარფიუმერიაში... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ, გაიღონ მიზნისთვის, რომელსაც სასურველი მამაკაცის დასაკუთრება ჰქვია.

ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული ან შეუძლია მივიდეს ოფისში სამუშაოდ და იქ მყოფი ყველა მამაკაცისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი გახდეს.

მიმზიდველობა ხასიათის თვისებაა. როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვსაუბრობთ, როგორ ვიყენებთ ჟესტებს, რაზე ან როგორ ვრეაგირებთ – ეს ყველაფერი კი მიმზიდველი იმიჯისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი გემოვნება ტანსაცმელსა და სუნამოში.

მამრს უყვარდება თვალებით. „მიყვარს, ის ხომ ასე ლამაზი, მიმზიდველი და მოვლილია“ - აქედან სამი მესიჯი მოქმედებისთვის:

1. მიეცით თავს ღიმილის უფლება, გასწორდით, აკონტროლეთ პოზა და უყურეთ თვალებში. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს თავდაჯერებულობას.

2. თუ ვინმე მოგწონთ, საკმარისია, როდესაც საუბრობს დაჟინებული მზერა მიაპყროთ და თქვენ მიმართ ინტერესი თავად გაუჩნდება.

3. ფაქტია, რომ მამაკაცებს უყვართ მოვლილი ქალები. დალაგებული ვარცხნილობა, სისუფთავე და აკურატულად ჩაცმული ქალი გაცილებით მარტივად მოხიბლავს მამრს, ვიდრე მოუწესრიგებელი, თუნდაც ის უფრო ლამაზი იყოს.

ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ

ყველა ქალს სურს, ისე მოაჯადოოს საყვარელი მამაკაცი, რომ სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს.

ადამიანები ისე ვართ მოწყობილი, მუდამ თავისუფლებისკენ, სითბოს, პატივისცემისა და სიყვარულისკენ ვილტვით, შესაბამისად, გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის დამტკიცების მცდელობას.

როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?

ხშირად სულაც არ არის აუცილებელი საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. რით ხართ სავსე, ამას დუმილითაც იგრძნობენ.

ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ – აი, რა უნდა იცოდეს ქალმა.

მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმესა და დაძაბულობას კი აღიქვამს, როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ფრენა სურს.

ქალს, რომელიც შინაგან სიმშვიდეს ფლობს, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები სჩვევია. მას მოლოდინები არ სჭირდება – „აბა, როდის უნდა მოვიდეს პრინცი, მომართვას ბროლის ქოშები და მიხსნას საკუთარი თავისგან?”

ნამდვილ მამაკაცებს, რომელთაც რაღაცის მიღწევა შეუძლიათ – „პრინცებს, მეფობის პოტენციალით” – გვერდით დამოუკიდებელი ქალი სჭირდებათ, რომელთაც იციან დამოუკიდებლად სიარული, იციან საკუთარი თავის ფასი და მას არ „ეკიდებიან“, არ ამძიმებენ, არ უშლიან ხელს წინსვლაში, „ახალი მიწების დაპყრობაში“.

ზუსტად 4 წუთი

ამბობენ, რომ შეყვარებისთვის ზუსტად 4 წუთია საჭირო და რომ ჩახუტება ტკივილს აყუჩებს.

სიყვარული ისეთი ლამაზი და საინტერესო მოვლენაა, სწავლულების კვლევებშიც კი არ კარგავს რომანტიკულობას. მაგალითად, „მუცელში პეპლები“ მართლაც არსებობენ.

ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.

პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი. თანაც შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს არა ის, თუ რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენა, ხმა, ტონი და საუბრის ტემპი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ, რაც 3 წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.

შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ერთდროულად ტვინის რამდენიმე უბანს ააქტიურებს და ეიფორიას იწვევს. მოკლედ, რომ ვთქვათ, სიყვარული „კაიფია“.

საყვარელ ადამიანთან ყოფნა რომ კარგად გვხდის, ცნობილი ფაქტია, ოქსიტოცინი, ეგრეთ წოდებული, სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამცირებს და 4 საათში სრულიად აქრობს ტკივილს. თუმცა, ამჯერად კვლევებმა აჩვენა, რომ იგივე ეფექტი საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებასაც აქვს. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც ტკივილს განიცდიდნენ, ორ ნაწილად დაყვეს, ნაწილს საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს, ნაწილს უბრალო ნაცნობების. მათ, ვისაც საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს, გაცილებით უფრო შეუმსუბუქდათ ტკივილი.

შეყვარებულისთვის ხელის ჩაკიდება სტრესს აქრობს და ტკივილს ამცირებს.

არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც, წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ, ანუ სოციუმში ისინი ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით დაახლოებით, თანაბრად ლამაზად უნდა მიიჩნეოდნენ. თუკი რომელიმე პარტნიორი ნაკლებად მომხიბვლელია, იგი ეცდება, სხვა რამით აინაზღაუროს ნაკლი, ანუ სხვა რამით გახდეს მეწყვილის შესაბამისი, თუ არადა ყველაფერი დაინგრევა.

დიახ, საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ. ამას კვლევები ადასტურებს. იმდენად უნდა განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.

საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განშორება, განქორწინება გულში რეალურ ტკივილს იწვევს. ამას გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ასუსტებს გულს, იწვევს ტკივილს და აუარესებს სუნთქვას. ეფექტი ხშირად იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ ექიმებს გულის შეტევაში ეშლებათ.

გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც ეიფორიას იწვევს და სიყვარულიც ახალ საფეხურზე გადადის.

ფსიქოლოგი რობერტ სტერნბერგის კვლევების მიხედვით, არსებობს სამგვარი სიყვარული და მათი ფორმულები.

რომანტიკული სიყვარული = ვნებას + სიახლოვე.

გარიგებით სიყვარული = სიახლოვეს + ერთგულება.

ილუზიური სიყვარული = ვნებას + ერთგულება.

საუკეთესო ვერსია ის სიყვარულია, რომელიც სამივე კომპონენტს მოიცავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...