ქალი და კაცი

მოულოდნელი და გასაგიჟებელი

№13

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

გავრცელებული აზრია, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ. რომ ქალში მხოლოდ გარეგნობა იზიდავთ, თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. ხშირად მას, რის გამოც მამაკაცს ქალი მოსწონს, არაფერი აქვს საერთო ბრწყინვალე გარეგნობასთან.

რა თქმა უნდა, მამაკაცებს მოსწონთ მოკლეკაბიანი ქალები, მაგრამ მათთვის ქალი შინაურ გარემოში კიდევ უფრო სასიამოვნო საცქერია. ბიჭებს მოსწონთ ქალები დილით, როდესაც დგებიან და ლამაზ პიჟამაში გამოწყობილი იზმორებიან. ასეთ ფორმაში მამაკაცი ქალს დაუცველად და მგრძნობიარედ აღიქვამს.

მამაკაცები ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. მათ მოსწონთ, როცა თმა უბრალოდ გაქვთ დავარცხნილი, როცა თქვენი სახე მაკიაჟით არაა დატვირთული, თუნდაც იმიტომ, რომ ქალის კოცნისას საცხები მათზეც გადადის და ეს არცთუ ისე სასიამოვნოა.

ნაოჭებზე ქალები დარდობენ. სინამდვილეში, ბევრ მამაკაცს უყვარს საყვარელი ქალის სახეზე ნაოჭები. ეს სიმწიფის, სიბრძნისა და გამოცდილების დამადასტურებელია.

და კიდევ მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც ზედმეტად ღელავენ წონაზე და მუდამ დიეტაზე არიან. მადა და ის, რომ არ გეშინიათ – ჭამოთ, რაც სუფრაზე დევს, თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. მიუთითებს, რომ არ გადარდებთ სხვების აზრი. მაგრამ გახსოვდეთ, უკიდურესობა ძალიან სახიფათოა – პირველ პაემანზე მაინც ნუ შეჭამთ ძალიან ბევრს.

ქალი, რომელიც ატარებს გამჭვირვალემინიან სათვალეს, ძალიან სექსუალურია, ისინი მამაკაცებისთვის თვალშისაცემები არიან. ისინი თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ქალები ხშირად დარდობენ სხეულის იმ ადგილების გამოჩენის გამო, სადაც ნამზეური არ ეტყობათ. თუმცა ეს „პრობლემა“ სულ არ აწუხებთ მამაკაცებს. ბიჭების უმეტესობა ეძებს კონტრასტს ქალის ბუნებრივ კანსა და ნამზეურს შორის და მიაჩნიათ, რომ ქალი, რომელსაც გაურუჯავი ადგილი უჩანს, ძალიან სექსუალურია.

გრძელი კაბა შეიძლება, არანაკლებ სექსუალური იყოს მოკლეზე. გრძელი კაბა ქალს საიდუმლოებით მოცულს ხდის. მაშინაც კი, როცა თქვენმა მამაკაცმა იცის, როგორი ლამაზი ფეხები გაქვთ, მაინც ფიქრობს იმაზე, თუ რა იმალება კაბის ქვეშ.

და კიდევ, მამაკაცების უმეტესობა სუპერსექსუალურად მიიჩნევს... შიშველ ტერფებს.

როდესაც არაფერი არ არის კარგად

ფრანგები ამბობენ, თუ რამის შეცვლა შეუძლებელია, ისწავლეთ მისი მიღებაო. ეს გულისხმობს არჩევანის გაკეთებას, რომ „აი, ამ ფაქტს მივიღებ ისე, როგორც არის“. თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ შეგვეძლება, გავთავისუფლდეთ ფუჭი ფიქრისგან და გადავერთოთ იმაზე, რისი შეცვლაც რეალურად შეგვიძლია.

მაგალითად, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პარტნიორს ვერ შევცვლით, თავისუფლად შეგვიძლია, გადავწყვიტოთ, დავრჩეთ ურთიერთობაში თუ ვიპოვოთ განსხვავებული ადამიანი.

აზრი არ აქვს საკუთარი თავის დადანაშაულებას იმაში, რასაც ვერ შეცვლით

საზოგადოება ხშირად გვაიძულებს, ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. მაგალითად, პარტნიორის ქცევაზე, ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემაზე ან სხვა საკითხებზე. ამიტომ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არის საკითხები, რაც ჩვენს კონტროლს სცილდება და შევწყვიტოთ საკუთარი თავის დადანაშაულება. ამით ჩვენ შევძლებთ, გავთავისუფლდეთ ზედმეტი უარყოფითი ემოციებისა და სტრესისგან.

მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი საკითხი გარდაუვალია, არ ნიშნავს, რომ ის არაფერს გასწავლით. პირიქით, ხშირად სწორედ ის დაგეხმარებათ დაინახოთ, როგორ მოიქცეთ მომავალში. ყოველთვის გააანალიზეთ რა გასწავლათ ამ სიტუაციამ და როგორ ისარგებლებთ ამ გაკვეთილით მომავალში.

დაიმახსოვრეთ, თქვენ შესაძლოა, ვერ შეცვალოთ სამყარო და სხვა ადამიანები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ. გააუმჯობესეთ საკუთარი თავი და თქვენი ცხოვრება, იპოვეთ ახალი გადაწყვეტილებები იმ პრობლემებისთვის, რომლებიც თქვენს კომპეტენციაშია. ეს დაგეხმარებათ, აკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება.

დიახ, არის რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით და ეს კარგია. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და რაზედაც ზეგავლენის მოხდენა შეგიძლიათ. დანარჩენის მიღება კი, პრაქტიკის საკითხია.

პირველი შთაბეჭდილება

ქალები ხშირად იპრანჭებიან ხოლმე. რა თქმა უნდა, ისინი ამას საკუთარი თავისთვის აკეთებენ და არა სხვების მოსახიბლავად, თუმცა ქალი, რომელსაც გამომწვევად არ აცვია და უბრალოდ გამოიყურება, ბევრად უფრო მომხიბვლელია. კაცზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ქალიც, რომელსაც არ ეშინია ინიციატივის გამოჩენა და საუბრის დაწყება. პირველი ნაბიჯი, ყოველთვის მამაკაცმა არ უნდა გადადგას.

ყველაზე მომხიბლავია მხიარული ქალი.

ძალიან მიმზიდველია ქალი, რომელსაც ნამდვილად სურს საუბარი. ხშირად ქალები თავიანთი საქციელით აშკარად გამოხატავენ, რომ არ უნდათ კომუნიკაცია – ზედაპირულად პასუხობენ და კითხვებსაც არ სვამენ. ცუდი ისაა, რომ ამას ხშირად სპეციალურად აკეთებენ, ამით ცდილობენ კაცის დაინტრიგებას. არადა მამაკაცისთვის დამაინტრიგებელი ისაა, როდესაც საუბარი სიღრმისეულად ვითარდება.

ძალიან სექსუალურია, როცა ქალი კაცს უყურებს და ნაზად იღიმის, მამაკაცისთვის ეს ძალიან ამაღელვებელია.

ყველაზე სექსუალურია ქალი, რომელსაც აქვს კარგი სურნელი, თუმცა ეს არომატი ზედმეტად არ იგრძნობა. მაგრამ თუ მისი სურნელი მთელ ოთახში ტრიალებს, ეს საშინელებაა!

ძალიან მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტი. ქალს უნდა შეეძლოს თვალებში ყურება. როდესაც ესაუბრები და ის სხვაგან იყურება, ეს ცოტათი გამაღიზიანებელია. ასე ქალი გაგრძნობინებს, რომ უბრალოდ, არ აინტერესებ.

პ.ს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იყავით სასურველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...