ქალი და კაცი

მოცემულ დროსა და მოცემულ გარემოში

№23

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ პარტნიორი აუცილებლად სჭირდება – და რადგან ასეთი მოთხოვნილება არსებობს, ესე იგი, მისი რეალიზებაც უნდა მოხდეს.

როგორ გააკეთოს ეს, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომებიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობა მოცემულ დროსა და მოცემულ სოციალურ გარემოში. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, ვინმესთან ურთიერთობა ნიშნავს, შეუთანხმო მას საკუთარი პოზიციები და თუ საჭირო იქნება შეცვალო შენი დამოკიდებულებები. ასევე, აუცილებელია პარტნიორის უფლებათა უპირობო გათვალისწინება და მიღება.

ქალები ქორწინების თაობაზე უამრავი ილუზიით იკვებებიან: ჯვრისწერა, ხელის მოწერა, ქორწილი, თეთრი კაბა... ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც გარემო, რომელშიც გოგონა იზრდება, ასეთი სტერეოტიპებით არის გაჯერებული. ალბათ, ბევრს უნახავს, როგორი აზარტით თამაშობენ გოგონები დედობანას. რა გასაკვირია, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებზეც ოცნებობენ. მამაშვილობანას თამაშში გართული და დაოჯახების მსურველი ბიჭუნების მნახველი კი, ალბათ, არავინ არის. ბიჭებს არ აქვთ გოგონების მსგავსი მოთხოვნილებები.

ადამიანი არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური და, რაც მთავარია, მოაზროვნე არსებაცაა. მამაკაცის გაგება, მისი ფსიქიკის სიღრმეებში წვდომა არც ისე ადვილია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მათთან ურთიერთობისას ვიყოთ მომთმენნი, მიმტევებელნი, მათი დარდი და სიხარული გავიზიაროთ.

მამაკაცის ფსიქოლოგიის საინტერესო შტრიხები

• მამაკაცებისთვის ნებისმიერი საქმე, კერძის მომზადებაც კი, მაშინ არის საინტერესო, თუ გარკვეული საფრთხის შემცველია;

• საყურიანი მამაკაცი შესაძლოა, ქორწინებისთვის უკეთ მომზადებული აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მან უკვე იცის სამკაულის შერჩევა და შეძენა;

• მამაკაცები ერთობ თავდაჯერებული ხალხია. ზოგი მათგანი ისეა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ როდესაც ტელევიზორში სპორტულ შეჯიბრებას უყურებს, ჰგონია, თუ ძალების კონცენტრირებას მოახდენს, თავის გუნდს დაეხმარება;

• ვერცერთი მამაკაცი ვერ იტანს ფრაზას „მოდი, ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ“;

• მამაკაცის სხეულის საშუალო ტემპერატურა ქალისაზე მაღალია. ასე რომ, ზამთარში გირჩევთ, მასთან ერთად დაიძინოთ;

• მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს მაღაზიებში სიარულს;

• თუ მამაკაცი ეუბნება ქალს: „დაგირეკავ“ და არ ურეკავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელეფონის ნომერი დაკარგა ან მოკვდა. დასკვნა: მას არ სურს ამ ქალთან დარეკვა;

• მამაკაცები საოცრად გულმავიწყები არიან. ამიტომაც არის, რომ სპორტული გადაცემების ტრანსლაციის დროს საინტერესო მომენტებს გამეორებით აჩვენებენ.

მომხიბვლელი მახასიათებლები…

რა ხიბლავს ქალში მამაკაცს ყველაზე მეტად? გთავაზობთ ქალის ყველაზე მომხიბვლელ მახასიათებლებს.

მამაკაცი იხიბლება:

როცა ხედავს, რომ ქალი მისით დაინტერესებულია – როცა ქალს აინტერესებს მისი ცხოვრება, მოსაზრებები და შეხედულებები.

* ქალით, რომელიც ამჩნევს მცირე დეტალებსაც კი;

* ქალით, რომლის გვერდითაც თავს ნებისმიერ დროს კარგად გრძნობს;

* ქალით, რომელიც სხვების მიმართ კეთილგანწყობილია;

* ქალით, რომელმაც იცის, როგორ უნდა წავიდეს კომპრომისზე და რომელიც იღებს მას ისეთს, როგორიც არის. ანუ, არ ცდილობს მის შეცვლას;

* ქალით, რომელმაც იცის როგორ დაუდგეს გვერდით, როგორ გაუწიოს დახმარება;

* ქალით, რომელიც დაინტერესებულია, რომ უფრო მეტი ისწავლოს, განვითარდეს. ანუ, ქალით, რომელმაც იცის რა სურს ცხოვრებაში;

* ქალით, რომელსაც შეუძლია, ის გააცინოს;

* ქალით, რომელსაც შეუძლია, ის ბედნიერად აქციოს;

* ქალით, რომელიც მის გვერდით ნებისმიერ დროს თავს კომფორტულად გრძნობს.

* ქალით, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში;

* სტაბილური და გაწონასწორებული ქალით;

* ქალით, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს ხდის;

* ქალით, რომელზეც ფიქრობს, რომ მისი ზურგი და საყრდენი იქნება.

და კიდევ:

* მამაკაცებს მოსწონთ კეთილი ქალები.

* მამაკაცებს მოსწონთ ქალი, რომელიც არ ართულებს ურთიერთობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული