ქალი და კაცი

მოღალატეა, ფრთხილად...

№11

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.03, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როგორ ვენდოთ ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე გვიღალატა და მეორე შანსის მიცემას ითხოვს? მაშინვე „არას“ თქმა საჭირო არ არის. დაელაპარაკეთ და დააკვირდით მის ლექსიკას. გააჩნია, რას ამბობს. არსებობს ფრაზები, რომელთა გამოყენება უკვე იწვევს ეჭვის საფუძველს.

მაგალითად:

👉„ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა“ – ჯერ ერთი, ამის დამტკიცება ძნელია და ისედაც, რა მნიშვნელობა აქვს? ღალატის ერთი ეპიზოდიც კი საკმაო ზიანს აყენებს ურთიერთობას, ზოგჯერ ანგრევს კიდეც;

👉„შენ მიბიძგე, მეღალატა“ – ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ღალატიდან ყურადღება თქვენს არასწორ ქმედებებზე გადაიტანოს. აბა, პასუხისმგებლობას თავად ხომ არ აიღებს?

👉„ანუ არ მენდობი?“ – ნდობის ეჭვქვეშ დაყენება, მოღალატეების ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა. როდესაც ადამიანს ტყუილში გამოიჭერ, დიდი შანსია, რომ თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავიდეს;

👉„შენ ჩემი არ გესმის“ – ეს სიტყვები ნათქვამია იმისთვის, რომ გაგრძნობინოს, თითქოს განსაკუთრებული კავშირის მიღმა ხარ და ვერ ხედავ მის ლეგიტიმურობას;

👉„არაფერი არ ხდება – უბრალოდ, ისტერიკაში ხარ“ – კი, როგორ არა! ხომ ვიცით, რომ ქალური ინტუიცია არასოდეს ცდება.

👉„ტყუილია, რაც შენმა მეგობარმა გითხრა, ხომ იცი, როგორ ვძულვარ!“ – გულწრფელები რომ იყოთ, სავარაუდოდ, ამ სიტყვებისთვის წინა რამდენიმე წელი ემზადებოდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შენი მეგობრისგან, ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს;

👉„მაინც ვაპირებდი შენთვის თქმას. ეს ყველაფერი უკვე წარსულშია“ – მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა? ცხადია, არა. უბრალოდ, მას უნდა, რომ შენ იფიქრო, თითქოს, ის შეიცვალა. სინამდვილეში, მოღალატეები, არასოდეს იცვლებიან.

P.S. იყავით ყურადღებით – მის სიტყვებში გულწრფელობა უნდა იგრძნობოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისთვის მეორე შანსის მიცემაზე ფიქრი.

მიტოვება – სწორი არჩევანი?!

ზოგიერთი კაცი ვერ ეგუება კონფლიქტებს და როდესაც ურთიერთობა რთულდება, მათ გაქცევის სურვილი უჩნდებათ. ზოგჯერ კაცს არარეალური ან არაჯანსაღი მოლოდინები აქვს ურთიერთობის შესახებ. მას შეიძლება სჯეროდეს, რომ წყვილები არასოდეს ჩხუბობენ, რომ მათი სიტყვა ყოველთვის უპირობოდ მისაღები სიმართლეა. როდესაც გაიგებს, რომ ეს ასე არ არის, შესაძლოა, გაიქცეს. მაგრამ, როდესაც ცივი გონებით შეაფასებს სიტუაციას, მიხვდება, რომ კონფლიქტის გარეშე არც ერთი ურთიერთობა არ არსებობს, და მას ისევ თქვენთან მოუნდება დაბრუნება.

მან დაინახა, რომ რეალურად, თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ

შესაძლოა, მან სცადა სხვა გოგოების გაცნობა და აღმოაჩინა, რომ თქვენ არც ისეთი ცუდი წყვილი იყავით და ის თქვენთან დაბრუნებას ცდილობს. ამბობენ, რომ უცხო ხილი უფრო საინტერესოა. მაგრამ როდესაც უცხო ძალიან ნაცნობი ხდება, ხვდები, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.

შესაძლოა, თქვენს საზღვრებს ამოწმებს

შესაძლოა, ამას განზრახ არ აკეთებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ „დაშორება“ ზოგიერთი კაცის ჩვევაა. დიახ, მან სამოგზაუროდ წასვლა ან რამდენიმეთვიანი გართობა მოინდომა. როდესაც ეს პერიოდიც ჩაივლის, აუცილებლად დაუბრუნდება თავის სიყვარულს, რადგან იცის, რომ ქალი აუცილებლად შეურიგდება. მან იცის, რომ ის მაინც აპატიებს. სწორედ ამიტომაც ბრუნდება. ნუ გაუჩენთ ასეთ მოლოდინებს.

👉თავს დამნაშავედ გრძნობს და დამშვიდება სურს

შესაძლოა, ისეთი გრძნობა გაუჩინეთ, რომ თითქოს რაღაც საშინელი რამ ჩაიდინა. ახლა ის თავს დამნაშავედ გრძნობს და დარწმუნება სურს, რომ თქვენ და ის კვლავ შეძლებთ მეგობრობას. მას არ უნდოდა თქვენი გულის გატეხვა. ამ მიზეზს, არანაირი განმარტება არ სჭირდება.

👉ის თავს მარტოსულად გრძნობს, თქვენ კი უკვე კარგად ხართ

კლასიკური შემთხვევაა – ის ფიქრობდა, რომ ნაწილებად დაიშლებოდით და ცხოვრება დაგენგრეოდათ. თქვენ კი უჩვეულოდ კარგად გამოიყურებით და კარგად ხართ. კი მაგრამ, რა ხდება? რატომ ხართ კარგად? სხვა შეგიყვარდათ?.. და სწორედ ახლა, ამ მომენტში, მოუნდა თქვენთან შერიგება.

👉ახალმა შეყვარებულმა ის მიატოვა და მას სურს გამოგიყენოთ

თუ თქვენი კაცი მოღალატე იყო, მაშინ გეცოდინებათ, რომ მან შესაძლოა, კვლავ მოინდომოს თქვენი გამოყენება – დროებით სურს თავი შეგაფაროთ, სანამ ზღვაში ახალ თევზს იპოვის. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. კარი ცხვირწინ მიუჯახუნეთ.

👉მას ძალიან ეზარება სხვასთან ურთიერთობის დაწყება

იცის, რომ ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. უნდა, რომ აღარ მოუწიოს ამ ყველაფრის გამეორება, აღარ შეცვალოს რუტინა და უბრალოდ, კომფორტის ზონაში დარჩეს. თანაც, თქვენი დაპყრობა ხომ გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი