ქალი და კაცი

მხარდაჭერას ვერ გრძნობთ

№11

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 30.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როცა ადამიანი მოგწონთ, ყველაფრისთვის მზად ხართ, რათა მისი ნდობა მოიპოვოთ, მისი ღიმილი დაინახოთ, მას ცხოვრება გაუმარტივოთ და ბოლოს მიაღწიოთ იმას, რომ მორალურ მხარდაჭერაზე უარი არ გითხრათ, ყოველთვის მოგისმინოთ, შეეცადოს, გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებს არ აღემატება. საპირისპირო რეაქცია იმას ამტკიცებს, რომ მისთვის ძვირფასი არ ხართ.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ემოციური განცდის დროს პარტნიორს ყველაფერს უყვებით, ოჯახის, სამსახურის პრობლემებს, საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობას უზიარებთ, შემდეგ კი ნათქვამის გამო სირცხვილს განიცდით. მომავალში რისი იმედი გაქვთ? ასეთ ნიღაბს ამოფარებული რატომ ხართ – მიზეზი თქვენშია თუ თქვენს პარტნიორში. მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.

არაერთი თვეა ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ საყვარელი ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იცით? რა არის მისთვის პრიორიტეტი? კინოში წასვლა, სექსი, რომანტიკული პაემანი – ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ გაერთიანებთ. მაგრამ, რა იქნება მომავალში, ნუთუ შინაგანი გაურკვევლობა არ განერვიულებთ? იქნებ თქვენ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ, ის – მხოლოდ გართობაზე? ან ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გაქვთ: ერთს ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვა ურჩევნია, მეორეს კი – დღევანდელი დღით ცხოვრება. ერთს ოქროს მთები და მოგზაურობა უყვარს, მეორეს კი – სიმშვიდე და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი. ერთმანეთის ღირებულებების არცოდნამ შესაძლოა, ურთიერთობას წერტილი დაუსვას.

ერთი მხრივ, თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და საღამოს დროს ერთად ატარებთ. მეორე მხრივ, თქვენ სალაპარაკო არაფერი გაქვთ, თუ თქვენ გვერდით მეგობრები არაა. თქვენ სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა გაქვთ. თქვენ სხვადასხვა მიზნები გაქვთ, ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ, თავისუფალი დრო ჰობით შეავსოთ, ურთიერთობა, საინტერესო ჰობი, ალკოჰოლი – ამ ყველაფრის გარეშე ერთად თავს მოწყენილად გრძნობთ და არ იცით, როგორ ეკონტაქტოთ ან სად დახარჯოთ ენერგია. ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა.

გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება

ურთიერთობაზე, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. გთავაზობთ დესტრუქციულ ნიშნებს, რომლებიც მომავალი ახალგაზრდა წყვილისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. იქნებ რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება...

• თქვენ ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ

ასეთი სიტუაცია გაამართლებდა, თუ თავდაპირველად პარტნიორის დაინტერესებასა და გულის მოგებას ამ ხერხით შეეცდებით. მაგრამ თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც არ მიდის – შეხვედრები გადაგაქვთ და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ, ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. შეიძლება, ჯერ მზად არ ხართ და უბრალოდ, შინაგან შიშებს ებრძვით ან ის თქვენი ადამიანი არ არის.

ჰკითხეთ საკუთარ თავს – აქვს კი ურთიერთობა მომავალს, როცა მათ ერთმანეთისთვის არ სცალიათ? პასუხი ნათელია.

• თქვენ წერტილის დასმის გეშინიათ

უკვე რამდენიმე თვე გავიდა, დაფიქრდით თქვენ შორის რა სახის ურთიერთობაა, რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზული თუ ბავშვური გართობა? და რამდენად გონივრულია ერთობლივი სამომავლო გეგმის შექმნა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს – უნდა გაარკვიოთ, თქვენ ან თქვენს პარტნიორს რისი ეშინია, ვინ ხართ ერთმანეთის მიმართ, აქვს კი ასეთ ურთიერთობას მომავალი?

• ნამდვილი სახის გამოჩენის გეშინიათ

თუ უკვე არაერთი პაემანია, ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, თუ რა პასუხი გასცეთ სოციალურ ქსელში, ამა თუ იმ საკითხზე საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით – აქ რაღაც რიგზე არაა. რატომ გეშინიათ, იყოთ ნამდვილი? რატომ გეშინიათ გულწრფელი ემოციების? გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს ნამდვილ სახეს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა