ქალი და კაცი

მისაბაძი და ჭეშმარიტად ქალური

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.01, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ის მისაბაძი და ჭეშმარიტად ქალურია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში. აბა, ვნახოთ თქვენ თუ გაქვთ მსგავსი თვისებები.

👉ქალი-„ახალი წელი“: დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. სწამს, რომ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მთავარი და ყველაზე კარგია... ამით არ კმაყოფილდება და უნდა, რომ ამის შესახებ პარტნიორისგანაც მოისმინოს. თანაც, რაც შეიძლება, ხშირად. ამასთან, ის სულ ფორმაშია და მამაკაცს ყოველთვის მისით აღფრთოვანების საბაბს აძლევს. თავიდან ეს ყველაფერი მოსწონს მამაკაცს, მაგრამ მერე იღლება... წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახალი წელი კვირაში ერთხელ რომ გვქონდეს?! „სპეცეფექტები“ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახეთ, რათა არ დაკარგოთ ხიბლი.

👉ქალი-„კარნავალი“: ამ ტიპის ქალი თვალშისაცემი და „კაშკაშაა“. შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს. აქტიურია, კომუნიკაბელური და თითქმის ყველას უნდა მის გვერდით ყოფნა, ქალებსაც და კაცებსაც. თუმცა, ერთი მინუსი აქვს – ასეთი ქალის გვერდით აუცილებლად დაიღლებით. დაიღლება, მით უფრო, მამაკაცი, რომელიც ბუნებით მიდრეკილია ერთ ადგილზე ყოფნისკენ. „დავრჩეთ რა დღეს სახლში. ვიყოთ მშვიდად და უბრალოდ,“ – ადრე თუ გვიან, ქალი- „კარნავალის“ მეუღლე ამ ფრაზას იტყვის, მაგრამ ქალი ვერ გაუგებს.

👉ქალი-„დაბადების დღე“: სასიამოვნოა, როცა ყველაფერი ჩემთვის კეთდება... ეს არის მისი ცხოვრებისეული კრედო. უყვარს ყურადღება, ალერსი, თბილი სიტყვები, საჩუქრები და თუ ამ ყველაფერს არ იღებს, ძალიან ნაღვლობს. ამიტომ, უყურადღებო მამაკაცი ასეთი ქალისთვის ნამდვილი სტრესია. თუ ქალი-„დაბადების დღე“ ხართ და სულ ითხოვთ, მუდმივად ვიღაც გეფერებოდეთ, კუდს გიქიცინებდეთ... შეიძინეთ ლეკვი – მას მამაკაცზე გაცილებით მყარი ნერვები აქვს და არასოდეს დაიღლება თქვენი ალერსით.

👉ქალი-„გაზაფხული“: ერთი მხრივ, ყველას ახარებს და ახალისებს, მეორე მხრივ – შფოთიანი, ცვალებადი და ამოუცნობი ბუნება აქვს. გუნება-განწყობაც ძალიან ხშირად ეცვლება. მომთხოვნია, თუმცა, თავად არასოდეს ამბობს, რა სჭირდება კონკრეტულად. მაგრამ, თუ ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, ანჩხლობს. თუ კაცი ჭეშმარიტად შეყვარებულია, კიდევ იტანს პარტნიორის ხუშტურებს, მაგრამ, „გაზაფხულმა“ უნდა თქვას, რას ითხოვს ოჯახის წევრებისგან, მაშინ, არც თვითონ ინერვიულებს და არც სხვებს შეუქმნის პრობლემებს.

ვისწავლოთ მამაკაცთან ურთიერთობა

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, ქალებმა მამაკაცებთან ურთიერთობა ვისწავლოთ? იქნებ გგონიათ, რომ მხოლოდ სიყვარულია საკმარისი ჰარმონიული ურთიერთობების ასაწყობად? რეალურად ყველაფრის სწავლა საჭიროა. საჭირო რომ არ იყოს, ვიღაცებს აღარ მოუწევდათ იმის განხილვა, რატომ არის „ასეთი კარგი გოგო“ მარტო და რატომ გარბიან მისგან ორ კვირაში თაყვანისმცემლები. ისიც ხომ იცით, გათხოვება რომ სურთ ქალბატონებს, პოტენციური საქმროები კი ხელიდან უფრინდებათ.

ჩვენს რეალობაში ქალების დიდი ნაწილი მამაკაცთან ურთიერთობისას დედად უფრო გრძნობს თავს, ვიდრე დედოფლად. ასევე ფაქტია, რომ:

👉 ზოგიერთ ქალს ღალატი გარდაუვალ აქსიომად მიაჩნია;

👉 ზოგს ურთიერთობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება უჭირს;

👉ზოგს ურთიერთობის დაწყება ეძნელება;

👉 ზოგიერთის ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა საჩუქრები და სიურპრიზები;

👉 ზოგიერთი ყურადღების დეფიციტს განიცდის;

👉 ზოგიერთს იმაზე უფრო სუსტი მამაკაცი ჰყავს გვერდით, ვიდრე თვითონ არის;

👉 ზოგიერთი კი შეზღუდულად, უუფლებოდ გრძნობს თავს;

👉 ზოგიერთის ურთიერთობა შეიძლება სავსეა ჩხუბითა და საყვედურებით, ზოგს კი გაუცხოების პრობლემა აწუხებს.

ანალიზი რომ გავაკეთოთ: თუ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებიდან რომელიმე თქვენს ცხოვრებაშიც არის, ან თუ სულაც, ჯერ არავინ გიყვართ, მაგრამ გინდათ, უფრო ქალურად, მიმზიდველად იგრძნოთ თავი, მაშინ ყველაფრის სწავლა საჭიროა, მათ შორის, ურთიერთობისაც.

ქალები და მამაკაცები ნამდვილად სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. შემთხვევით არ შეცდეთ და არ გეგონოთ, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მამაკაცების ენის შესწავლა ურთიერთობას გაგიმარტივებთ, საკუთარ ქალურობასაც უკეთ შეიგრძნობთ და თვითშეფასებაც ერთი-ორად აგიმაღლდებათ.

არსებობენ ქალები, რომლებმაც იმ ქალური ძალის გამოყენება იციან, რომელიც ბუნებრივად არის ყოველ ჩვენგანში, თუმცა, მის შესახებ არაფერი ვიცით. ასეთ ქალებს მამაკაცების მხრიდან არც ყურადღება აკლიათ, არც სიყვარული, გვერდით ძლიერი მამაკაციც ჰყავთ და თავს ნამდვილ დედოფლადაც გრძნობენ.

გახსოვდეთ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავში დედოფლის გამოღვიძება. რადგან ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ქალი, რომელიც სითბოს, სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს. რა გირჩევნიათ, ჩაის ჭიქით ხელში დაქალებთან ჩივილი იმაზე, როგორი ერთნაირია ყველა მამაკაცი, თუ იმ ქალად ყოფნა, რომელზედაც შესაძლოა დღეს გაკვირვებული საუბრობთ და განიხილავთ - რა აქვს მას ისეთი, რომ მამაკაცებს ანდამატივით იზიდავს და ბედნიერ, ხანგრძლივ და ჰარმონიულ ურთიერთობაშიაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი