მგრძნობიარე და მყიფე არსებები
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.07

იცით, რა კითხვები არ უნდა დაუსვათ საყვარელ მამაკაცს, მით უფრო, თუ ჯერ არ ხართ მასზე დაქორწინებული? დავიწყოთ:
1. როდის დავქორწინდებით?
მამაკაცმა ამ კითხვაზე პასუხი რომ იცოდეს, დიდი ხნის დაქორწინებული იქნებოდა. მამაკაცებს არ უყვართ მსგავს საქმეებში აჩქარება, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მინიშნება კი სანუკვარ მიზანთან არ დაგაახლოებთ, მხოლოდ მის აგრესიას გამოიწვევს.
2. ჩემში ცვლილებას ვერ ამჩნევ?
მნიშვნელობა არ აქვს, რა შეცვალე გარეგნობაში – წარბები გაიკეთე, ტუჩებზე ახალი პომადა წაისვი თუ თმა შეიჭერი. მამაკაცმა კარგად იცის, რომ ტვინი არ უნდა დაძაბოს იმის გასარკვევად, რომ შენ ახალი ტუში გაქვს.
3. შენ როგორ ფიქრობ....
ამ კითხვის მამაკაცს ეშინია მისი აბსურდულობის გამო. მნიშვნელობა არ აქვს, ამ კითხვას რა მოჰყვება: „რომელი ფეხსაცმელია უკეთესი?“ ან „ჩემი დაქალი მეტად სულელია თუ თავს აჩვენებს?“ რადგან ყველაფერს მაინც საკუთარი შეხედულებით გადაწყვეტთ: „გადაწყვეტილია, ვირჩევ წითელ ფეხსაცმელს“ ან „რა თქმა უნდა, ის ასეთია“.
4. მინდა, ჩემი მშობლები გაგაცნო
თუ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებით ერთმანეთს, მშობლებისთვის საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები. ის ამას თავადაც ხვდება, ამიტომ თქვენი წინადადება ესტუმროთ მშობლებს, მისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმის ტოლფასია.
5. უნდა დაგელაპარაკო.
ეს ფრაზა მეტად სახიფათოა, რადგან მას ნებისმიერი რამ შეიძლება, მოჰყვეს – დაწყებული იმით, რომ ბავშვს ელოდები და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტით დამთავრებული.
6. გიყვარვარ?
თითქოს ძალიან მარტივია, თქვა: „დიახ“, თუმცა სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებში მამაკაცს ნებისმიერი კონკრეტულობა აფრთხობს, განსაკუთრებით – გულწრფელი და პირდაპირი.
ქალებს აინტერესებთ, როგორ დაიპყრონ მამაკაცთა გულები. აჯობებს, ნაკლები იმსჯელონ და მეტად იმოქმედონ, რათა ბედნიერების პოვნის შანსი გაიზარდოს.
მამაკაცის დაპყრობა ნებისმიერი გზით შეიძლება, მაგრამ ამის ჭკვიანურად გასაკეთებლად ცოდნაა საჭირო, რომლის შეძენაც რთული არ არის. უპირველესად უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ, რა მიზანი გამოძრავებთ და რაც მთავარია, მოთმინებაა საჭირო.
უბრალოდ, ფლირტი გჭირდებათ, სექსი, სპონსორი თუ კონკრეტულ მამაკაცზე გათხოვების სურვილი გაქვთ.
თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ რაღაც ან ვიღაც გაკლიათ, ამ არასასიამოვნო გრძნობის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა, მოძებნო ახალი შეგრძნებები და თაყვანისმცემელი ფლირტისთვის.
თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც ყოველი შეხვედრა პირველ პაემანს დაემსგავსება. გაუღიმეთ მოწონებულ მამაკაცს, შემთხვევით შეეხეთ ხელით, მიაპყარით მომხიბვლელი მზერა. თუ მამაკაცი ნორმალური და ადეკვატურია, ისიც მსგავსად გიპასუხეთ. დასაწყისში გაივარჯიშეთ ისეთ გარემოში, სადაც თქვენი კეკლუცობა შეუფერებელი ან მოუხერხებელი არ გამოჩნდება.
თუ ოლიგარქთან შეხვედრაზე ოცნებობთ, რომელიც უზრუნველად გაცხოვრებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში ან სადღაც სოფელში არ შეგხვდებათ. უნდა იცოდეთ, სავსე ჯიბიანი ხალხი სად დადის – სპორტკლუბი, ავტოსერვისი, დახურული კლუბი, კაზინო, ახლობელთა წვეულებები. თუ სპონსორის დაპყრობას გადაწყვეტთ, გაუკეთეთ მას იგნორირება, იყავით სხვა მამაკაცების გარემოცვაში.
გახსოვდეთ, მამაკაცებს თავად სურთ დაიპყრონ ქალი, მიეცით ამის საშუალება. რადგან მონაპოვარი მას საკმაოდ ძვირი უჯდება, ამიტომ დაგიცავთ, როგორც საკუთრებას. მაგრამ არ დაივიწყოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ არავის არავისი არაფერი მართებს.
თუკი თქვენი რჩეული დაქორწინების გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მას ეშინია პასუხისმგებლობისა და ახალი ცხოვრების დაწყების, თავისუფლების დაკარგვის, რაშიც მისი კომპლექსებია დამნაშავე. როგორ შევაცვლევინოთ აზრი? იმეგობრეთ მის ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებიც რეკომენდაციას გაგიწევენ.
მთავარია, გაერკვეთ, რა ხდება. დროა, დაეშვათ მიწაზე.
როცა სადმე მიდიხართ, გული გწყდებათ, რომ არავინ გაქცევთ ყურადღებას, არ გეცნობათ და გესაუბრებათ, საინტერესოა, სად და ვისთან ერთად დადიხართ. თქვენნაირ მარტოხელა დაქალებთან ერთად კინოში? გასაკვირი არც არის, რომ არავინ გეკარებათ. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია: შეიცვალეთ სამსახური, გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, ბოლოს და ბოლოს აიღეთ შვებულება და გაერთეთ. ეცადეთ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ერთი სიტყვით, შეეცადეთ აღმოჩნდეთ მამაკაცთა გარემოცვაში.
თუ საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, შეიარეთ ტრენაჟორების დარბაზში, სილამაზის სალონში, შეიცვალეთ იმიჯი, გახდით უფრო თავისუფალი, თავი სასურველად იგრძენით და უფრო პრაქტიკულად იფიქრეთ.
ქალების უდიდესი ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ცუდად მაშინ მოქმედებს, როცა ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების მოგვარებას და აზროვნებასაც მათ ნაცვლად იწყებენ. არ შეიძლება, ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს, მიუთითოს იმაზე, რამდენი დროის გატარება შეუძლია საკუთარ მეგობრებთან. ქალბატონებო, გახსოვდეთ, ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...