ქალი და კაცი

მას არა აქვს ემოციები

№45

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.11, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან. ძველად ზოგიერთი სახის ქცევის დარღვევას მორალურ აშლილობას ან მორალურ იდიოტიზმს უწოდებდნენ. ამგვარი ქცევის მქონე ადამიანებს მკურნალმა ექიმებმა ფსიქოპათები შეარქვეს, მაგრამ შემდგომში ეს ტერმინი უფრო ზუსტმა განსაზღვრებამ – სოციოპათმა ჩაანაცვლა.

ის მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს და სრულიად უგულებელყოფს სხვების აზრს. შეუძლია, „უმანკო“ ღიმილით ადვილად მოგატყუოს და მხოლოდ ერთი გამოხედვით თავზარი დაგცეს. მთლიანობაში, ქარიზმატული და მიმზიდველია. საუბრისას – ლაღი და სასიამოვნო. განსაზღვრულ დისტანციაზე სრულიად ნორმალური ჩანს. მას არასოდეს ქენჯნის სინდისი და არც დანაშაულის შეგრძნება აქვს. სოციუმი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ თოჯინების ჯგუფია, რომელთანაც სპექტაკლი უნდა ითამაშოს და მთავარ როლში თვითონ იყოს.

ინტერაქტიური ემოციების აბსოლუტურ უქონლობას ინტელექტი და რაციონალურობა უცვლის. ნებისმიერ შესაძლო სიტუაციაში ატყუებს ყველას. საუბრისა და მსჯელობისას დეფექტი არ ეტყობა, ის მხოლოდ მის საქციელში გამოიხატება: არ შეუძლია წესრიგის დაცვა, სხვების უფლებების პატივისცემა. როდესაც შენ აღარ იქნები მისი ინტერესის საგანი, ერთიანად გამოგფიტავს, დიდი ხნით წაგართმევს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას. შენ გახდები უფრო სევდიანი და დიდხანს იფიქრებ იმაზე, რა მოხდა და სად დაუშვი შეცდომა. ერთი სიტყვით, ის სოციალურად საზიანოა!

ასეთი ტიპის წარმოდგენა მარტივად შეიძლება, რადგან გასართობი წიგნები და ფილმები სავსეა სოციოპათი გმირებით. რომანის წარმატებისთვის საკმარისია, მთავარი გმირი სოციოპათი იყოს. საინტერესოა, რატომ იზიდავს ასე ძალიან ეს ტიპაჟი პუბლიკას.

ახსნა არის: ემოციების უქონლობა სოციოპათს უშიშარს ხდის. ის ყოველთვის მზად არის რისკისთვის. უკიდურესად თავდაჯერებული და ქარიზმატულია. უსაფრთხო დისტანციიდან ასეთი პიროვნება ფსიქიკურად აშლილი კი არა, ძლიერი ხასიათის გეჩვენება. მაგრამ, ნუ მოტყუვდებით!

პირველმა არ უნდა დაურეკოთ

უნდა დავურეკოს თუ არა მან მამაკაცს პირველმა? – ეს კითხვა ქალს საგონებელში აგდებს. აქ რამდენიმე მიზეზია გასათვალისწინებელი, რაც სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულია.

პირველი მიზეზი:

თუკი მამაკაცი გარკვეული დრო არ გირეკავს, მაშინ მას ან სურვილი არ აქვს, ან, უბრალოდ, არ შეუძლია, რომ დაგირეკოს… ან, სულაც, არ მოეწონე, ამიტომ მიატოვეთ ილუზიები იმის თაობაზე, რომ მისი მობილური უკვე 3 დღეა დასატენია ან თქვენი ნომერი წაეშალა. ასეთი რამ არ ხდება, თუ უნდა, დაგირეკავთ.

მეორე მიზეზი:

შენ მას ძალიან მოეწონე, იმდენად ძალიან, რომ გარკვეული კომპლექსები აწუხებს. არ იფიქროთ, რომ ქალი არასოდეს უნახავს. ზოგჯერ თვე გადის და მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ქალს ის აღარც ახსოვს და ხელსაყრელ შემთხვევას უცდის შესახვედრად. შესაძლოა, მამაკაცმა იფიქროს, რომ ქალი, რომელიც ურეკავს, ამოწმებს, თუ რამდენად ახდენს იგი მასზე გავლენას და ზარს სწორედ ამ მიზეზით არ უპასუხოს.

მესამე მიზეზი:

თავს იფასებს. რაც უფრო მეტი მეტოქე ჰყავს ქალს, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ იგი ამ ბრძოლაში ჩაებმება. ის აზრი, რომ ქალი ასეთ კანდიდატს დაკარგავს, მას მოსვენებას უკარგავს. თუკი თქვენ მას დაურეკავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დაფასების მაქინაცია მის სასარგებლოდ ჩატარდა.

მეოთხე მიზეზი:

მამაკაცს ეშინია, რომ თქვენ ის არ მოგეწონათ. ეს ის შემთხვევაა, როცა მამაკაცმა ვერ იგრძნო ქალის მხრიდან მის მიმართ რაიმე დაინტერესება, ამიტომ მასთან დარეკვა გადაიფიქრა. ის დაუცდის რაიმე დღესასწაულს ან სხვა მიზეზს, რომ მასთან დარეკოს.

მეხუთე მიზეზი:

როცა მამაკაცი ქალთან ურთიერთობის დროს სიმშვიდეს ინარჩუნებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალიც ნორმალურად იქცევა, მაგრამ როგორც კი მამაკაცი აშკარად ავლენს მის მიმართ ინტერესს, მაშინვე იწყება კაპრიზები და კონტროლი ქალის მხრიდან, ამიტომ დასაწყისში არ არის საჭირო ასეთი მამაკაცის სატელეფონო ზარებით შეწუხება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული