ქალი და კაცი

მართლა უყვარხარ, თუ არა

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დავიწყოთ იმით, რომ შეყვარებულობის დროს პარტნიორს აიდეალებთ, მიაწერთ ყველა ღირსებას, თვალები გიბრწყინავთ სიყვარულის ობიექტის ყველა ქმედებაზე და გიჩნდებათ შეხების სურვილიც. საქმე ისაა, რომ შეყვარებულობა საკმაოდ მოკლევადიანია. ამბობენ, რომ მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წელია.

სიყვარული, შეყვარებულობისგან განსხვავებით, გაცილებით ხანგრძლივი და სტაბილურია, რომელიც ყალიბდება ადამიანის შეცნობის საფუძველზე, პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის და იციან სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ნამდვილი სიყვარული სულაც არ არის ბრმა.

თუ ჩვენ მცდარი წარმოდგენა გვაქვს ადამიანზე, ბუნებრივია, გველის იმედგაცრუება და სიყვარულის დასრულებაც.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცს უყვარხართ?

პირველი ნიშანი თვალებით კონტაქტია: თუკი ის მუდამ თვალებით გეძებთ და თვალებით ლაპარაკს ცდილობს, ესე იგი, შეყვარებულია.

მეორე ნიშანი – თქვენთან ერთად, რაც შეიძლება, დიდხანს ყოფნის მოთხოვნილებაა. როცა წყვილს ერთმანეთთან საუბარი, გარკვეული თემების განხილვა ყოველგვარი მიზეზების გარეშე სიამოვნებას ანიჭებს – ეს სიყვარულია.

როგორც წესი, მამაკაცები არ არიან მიდრეკილი, ისაუბრონ გრძნობებსა და ურთიერთობებზე. თუ ამ საკითხზე ალაპარაკდა და მით უმეტეს, თავისი ინიციატივით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მასში განსაკუთრებული ინტერესი გააღვიძეთ. თუ ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე სიყვარულის ახსნას ახერხებს ან ძალიან გაბედულია, ან ყალბი.

სიყვარულის გამოვლინების მესამე ნიშანი არის მზრუნველობა, რაც კარგად იკითხება დეტალებსა და მარტივ ქმედებებში. შეყვარებული ადამიანი ძალიან ცდილობს, საყვარელ ადამიანს თავი, რაც შეიძლება, უკეთ აგრძნობინოს, ცდილობს გაამხიარულოს.

მეოთხე ნიშანი ყურადღებაა – შეყვარებული ადამიანი დაინტერესებულია საყვარელი ადამიანის ცხოვრებით: როგორ გაატარა დღე, რამ გაახარა, რამ გააბრაზა... თავის მხრივ, გაზიარების სურვილიც უნდა აღვიქვათ სიყვარულის, გაგებისა და ნდობის ნიშნად. თუმცა მამაკაცები ამას გაცილებით ლიმიტირებულად აკეთებენ, ვიდრე ქალები.

მეხუთე და უტყუარი ნიშანი – დიდხანს ვერ რჩება გაბრაზებული!

და კიდევ: კაცებს მომავალზე საუბარი არ უყვართ, მაგრამ თუკი სამომავლო გეგმების გაზიარებისას თქვენც გახსენებთ და მოგიაზრებთ, ესე იგი, მართლაც არ აპირებს თქვენს დაკარგვას.


გვიყვარდეს და გვენატრებოდეს


როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში – ადამიანებისა და საგნების შესახებ ყველას საკუთარი წარმოდგენები გვაქვს, გვიყვარს ისინი ისეთები, როგორებიც ჩვენ გვგონია, რომ არიან.

ეს გარემოება ნამდვილად შემაშფოთებელია, თუმცა ის ძალიან ზუსტად ხსნის იმას, თუ რატომაა ჩვენი სიყვარული და, ზოგადად, გრძნობები ასე მერყევი და ცვალებადი.

დიახ, ადამიანები განსჯიან – ამას ყველა აკეთებს. ასეა ჩვენი ბუნება მოწყობილი და ამის შეცვლა ძნელია. ამ განსჯის პროცესში ჩვენ ჩვენს წარმოდგენებსა და რწმენას ვიქმნით სხვადასხვა ინდივიდის შესახებ. მაგრამ პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ურთიერთობა გაღრმავებას იწყებს.

ჩვენი ინტერპრეტაციები ხსნის ასევე, ამა თუ იმ ადამიანის გადაყვარების მიზეზებსაც. ადამიანებს უნელდებათ გრძნობები მათ მიმართ, ვისაც, ეგონათ, რომ იცნობდნენ, სინამდვილეში კი ასეთი არ აღმოჩნდა.

ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ჩვენი წარმოდგენები ძალიან ახლოსაა რეალურ პიროვნებასთან, მაგრამ უფრო ხშირად რომანტიზება გვიყვარს. ფოკუსირება იმაზე მოგვწონს, თუ რა და როგორ გვაგრძნობინა ვინმემ და არა იმაზე, თუ როგორ მოიქცა ან მოგვექცა ის ადამიანი. ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს მათ გვერდით. მერე ეს იმას იწვევს, რომ არა თავად ადამიანი, არამედ ამ ადამიანზე შეთხზული იდეა.

იმედგაცრუებას აუცილებლად ავიცილებთ თავიდან, თუკი ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ და კარგად გავიაზრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა