ქალი და კაცი

მამაკაცის ყურადღებას იპყრობს

№6

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 20.02, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ხანდახან გვავიწყდება ბუნებრივი და უმნიშვნელო დეტალები, რომლებსაც მამაკაცები იმაზე მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. იშვიათია ქალი, რომელიც პაემანზე წასვლის წინ არ ფიქრობს „რა ჩავიცვა?“. საათობით ვარჩევთ ტანსაცმელს, ვხარჯავთ ძალიან ბევრ დროს მაკიაჟსა და აქსესუარებზე. არ ვჩერდებით მანამ, სანამ სარკეში საკუთარი თავი არ მოგვეწონება. მაგრამ რა მოსწონთ მამაკაცებს სინამდვილეში?

👉 ხალები – ბევრ მამაკაცს მოსწონს, როდესაც მათ პარტნიორს ხალები აქვს. მათთვის ეს სინაზესა და ჰარმონიასთან ასოცირდება;

👉 სათვალე – მამაკაცებს ძალიან სექსუალურად მიაჩნიათ სათვალე. მათთვის ეს აქსესუარი ასოცირდება ინტელექტუალურობასა და ორგანიზებულობასთან, რაც იმავდროულად, ძალიან სექსუალურია;

👉 გაჩეჩილი, დასავარცხნი თმა – ალბათ, სასწრაფოდ იწესრიგებთ თავს, თუმცა ზოგი მამაკაცისთვის აბურდული თმა ძალიან მიმზიდველი და რომანტიკულია;

👉 დიდი ზომის სამოსი – ფართო პერანგები, სქელი წინდები და საშინაო, თავისუფალი სამოსი მამაკაცს თქვენდამი თბილ გრძნობებს აღუძრავს;

👉 მადა – როდესაც, თქვენ ცდილობთ, მორიდებით და ფრთხილად მიირთვათ და იმავდროულად, ძალიან გშიათ, რთულია, გააკონტროლოთ ქცევები. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცისთვის შეიძლება, თქვენი ბუნებრივი ჭამის მანერა უფრო სექსუალური იყოს;

👉 სექსუალური თეთრეული – მაქმანებიანი თეთრეულითა და ნაზი ბიუსტჰალტერით ვერც ერთ მამაკაცს ვერ დატოვებთ გულგრილს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ყველაფერი დახურული ტანსაცმლის ქვეშ იმალება;

👉 ბუნებრივი სურნელი – მამაკაცთა უმრავლესობას აღიზიანებს გადატვირთული მაკიაჟი და სუნამოს მძაფრი სუნი. ბიჭებისთვის თმის, კანის ან ტანისსამოსის ბუნებრივი სურნელი ბევრად უფრო სექსუალურია.

2021 წლის გაკვეთილები

2021 წელი არ ყოფილა ადვილი, მაგრამ ის იყო საუკეთესო, რადგან ჩვენ საშუალება მოგვცა გვესწავლა:

1. ცვლილება, თუნდაც არასასურველი ზოგჯერ აუცილებელია

საკუთარი თავის პოვნა ახალ გარემოში, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ძალიან რთულია. წინა გამოცდილების გარეშე რაიმესთან შეხვედრის გაურკვევლობა სტრესის მთავარი წყაროა. თუმცა, ნებისმიერი კრიზისი შესაძლებლობაცაა. მთავარია, რა პერსპექტივიდან შეხედავთ.

2. ყოველთვის არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება

იოგა სახლში, ონლაინ კულინარია, ონლაინ ხატვა, ონლაინ გაკვეთილები, – დიახ, ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი სახლში გაკეთებაც შეიძლება.

3. სწავლის პროცესი არასოდეს ჩერდება

უკანასკნელ ორ წელში განათლების სისტემამ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ბარიერი, რასაც ის ვერ გადალახავს. თუნდაც, ონლაინ სისტემების პირობებში.

4. იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე აქამდე ფიქრობდით

ამ წელს ყველა მივხვდით, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე გვეგონა.

5. ზრუნვა სხვებზე = ზრუნვა საკუთარ თავზე

თუ გსურთ, რომ სხვა ადამიანებზე იზრუნოთ, მაშინ ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ... თუ გსურთ, რომ სხვა ადამიანები დაიცვათ, მაშინ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეთ.

6. „შენ მარტო არ ხარ!“

ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ. ამ ომში ყველა ერთი იარაღით ვიბრძვით. თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ ყველანი ერთად ვართ. სოლიდარობისა და თანადგომის ის ნიმუშები, რაც 2021 წელს ვიხილეთ, უბრალოდ, შეუფასებელია!

7. იყავით ოპტიმისტი, მაგრამ იყავით რეალისტიც

ეს ნიშნავს, რომ უნდა ფოკუსირდეთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. აღიაროთ, რომ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ხართ და ისწავლოთ, რომ ყველაფერი მხოლოდ შავი, ან თეთრი არ არის

სიჩუმე არასწორია

ხშირად სიჩუმე არასწორი რაღაცის თქმაზე უფრო დიდი შეცდომაა. ზოგი შეყვარებული ქალი პარტნიორთან სერიოზულ საუბარს თავს არიდებს. ჩუმდება ან გადის ოთახიდან, რითიც პრობლემას პრობლემად ტოვებს.

ამგვარი ქმედებით ზარალდება ისიც, ვისაც საუბარი უნდა – როცა პარტნიორი ემოციურ კომუნიკაციაზე უარს ეუბნება, ის თავს მიტოვებულად გრძნობს.

ლაპარაკზე უარის თქმა კონფლიქტის დროს ყუმბარას ჰგავს და პარტნიორებს ხშირად გაუგებრობის შეგრძნებით ტოვებს – რატომ მოხდა ეს ან რა უნდა გააკეთონ ახლა. ასე უმეტესად ისინი იქცევიან, ვინც, თუნდაც, ურთიერთობაში სიახლოვეს გაურბის.

პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ საფიქრალად დრო გჭირდებათ, ნორმალურია, თუმცა, მისი დაიგნორება და პრობლემაზე საუბრისგან გაქცევა არასწორია.

საუბრის დროს შეგიძლიათ, შესაბამისი პირობაც მოითხოვოთ – შეწყვეტის გარეშე ლაპარაკი ან მხოლოდ იმის განხილვა, როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი