ქალი და კაცი

მამაკაცის ერთგულება

№21

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თანამედროვე სამყაროში პოლიგამია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ლიდერები ამ საკითხში მაინც მამაკაცები არიან. თუმცა, გამოირკვა, რომ ჭკვიანი ქმრები მეუღლეებს ბევრად იშვიათად ღალატობენ.

მიღებულია, რომ მამაკაცის ერთგულება ოჯახში ქალის ქცევაზეა დამოკიდებული. მისი თითოეული „გვერდზე გახედვის“ მცდელობა ცოლის „ცუდი“ ქცევით ან ოჯახურ ურთიერთობებში სექსუალური დაუკმაყოფილებლობით აიხსნება.

ლონდონელმა სოციოლოგებმა სწორედ ეს სტერეოტიპი უარყვეს. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგად დაადგინეს კავშირი მამაკაცის ინტელექტუალურ დონესა და ღალატისადმი მიდრეკილებას შორის. ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალი ინტელექტის მქონე მამაკაცი საყვარელს არ გაიჩენს, რადგან სოციალური თვალსაზრისით, მონოგამია ყველაზე ხელსაყრელი და უსაფრთხო ვარიანტია პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. და ამ ფაქტის გაცნობიერება მხოლოდ მამაკაცების ჭკვიან ნაწილს შეუძლია.

მეცნიერებმა, ასევე, დაადასტურეს, რომ ცოლქმრული ერთგულება ქალისა და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ ქალთან სექსუალური ურთიერთობა ინტიმური ქცევის საუკეთესო და ოპტიმალურ მოდელად მიიჩნევა. ეს მამაკაცს ახალი პარტნიორის მუდმივი ძებნის აუცილებლობისგან ათავისუფლებს, ამცირებს სტრესის, განცდების დონეს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება? მეცნიერების აზრით, მამაკაცური მონოგამია თუ პოლიგამია ბავშვობიდან ყალიბდება. ყველაფერი იმ ოჯახური ურთიერთობების მოდელზეა დამოკიდებული, რომელსაც ბიჭი თვალს ადევნებს. თუ მამა ცოლქმრული ერთგულებით არ გამოირჩეოდა, ვაჟი მოზრდილ ასაკში მონოგამიის პრინციპებს არ უერთგულებს. თუ ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარული და მამის დედისადმი ერთგულება სუფევს, მომავალში ვაჟიც შეეცდება, ეს მაგალითი საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაში დანერგოს.

პარტნიორის ერთგულება არა მხოლოდ მოდური, არამედ სასარგებლოცაა – ცოლქმრული ერთგულება ქალისა და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

რა აღიზიანებს კაცს

ზოგჯერ ქალბატონები საკმაოდ ორიგინალურ მეთოდებს იყენებენ მამაკაცის მოსახიბლად და ვერ ხვდებიან, რომ ხანდახან ზედმეტი მოსდით. საინტერესოა, რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად ძლიერი სქესის წარმომადგენლებს.

„ქურდობა“ მისი თეფშიდან – თუ ფიქრობთ, რომ ამგვარი საქციელით თქვენს უშუალობას უსვამთ ხაზს, ძალიან ცდებით, რადგან ნებისმიერ მამაკაცს აღიზიანებს, როცა მის ულუფას თავს ესხმიან.

დაბალი თვითშეფასება – პარტნიორის კონტროლის მცდელობა მუდმივი კითხვებით – „სად იყავი“, „რატომ მოხვედი გვიან“ – საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულ, დაკომპლექსებულ ქალებს ახასიათებთ, მამაკაცი კი სწრაფად იღლება ამგვარი „დაკითხვებით“ და სხვასთან ეძებს შვებას.

ჭირვეულობა – თუ პარტნიორს მუდმივად კუდში დევნას აიძულებთ და ყველა მაღაზიაში თან დაგყავთ, ჭირვეულობას მაინც დაანებეთ თავი და სწრაფად აირჩიეთ სასურველი ნივთი. კაპრიზებითა და გაუთავებელი წუწუნით ყველაზე მომთმენი ადამიანიც ადრე თუ გვიან დაიღლება.

ჭკუის სწავლება – მუდმივი შენიშვნებითა და გადაჭარბებული მზრუნველობით ნებისმიერ თავმოყვარე მამაკაცს გააღიზიანებთ. არცერთ მამაკაცს არ უყვარს, როცა „სუსტი სქესის“ პარტნიორი მასზე ჭკვიანია და ბევრად მეტი იცის.

ძველი შეცდომების შეხსენება – თუ ნებისმიერი უსიამოვნების დროს, პარტნიორს ძველ შეცდომებს ახსენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ შეძელით მისი პატიება, თუ ურთიერთობის შენარჩუნება გინდათ, კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

მეგობრების რჩევები – თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენი საქმეა. საკუთარ ცხოვრებაში უცხოების მუდმივი ჩარევით პარტნიორის ნდობასაც დაკარგავთ და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული