ქალი და კაცი

მამაკაცის ბუნებრივი თვისება

№4

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.02, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველი ქალი ნორმალურ კაცს უყურადღებოდ არ დარჩება.

მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალისთვის მნიშვნელოვანი სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, საიმედოობა და მოკრძალება, მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს.

მამაკაცი მთელი ცხოვრება გრძნობს ქალის შექების აუცილებლობას. თუმცა, იმავდროულად, კაცს ეშინია ლამაზი ქალების, რადგან ფიქრობს, რომ ქალი უარყოფს მის თაყვანისცემას და დასცინებს. ამიტომ, ბევრი ქმარი წინააღმდეგია იმისა, რომ მისი ცოლი მიმზიდველი და ლამაზი იყოს, ჩაიცვას ეფექტური ტანსაცმელი და გაიკეთოს მკვეთრი მაკიაჟი.

გასაკვირი არაა, რომ ზოგჯერ მამაკაცები „უბრალო” ქალების თაყვანისცემას ამჯობინებენ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ლამაზი, მიმზიდველი, თანამედროვე ქალი ხშირად მარტო რჩება. ქალის თანაგრძნობა კაცს უფრო თავდაჯერებულს ხდის და შეიძლება, მასთან დასაახლოებელი პირველი ნაბიჯიც კი გადადგას. ზოგიერთ მამაკაცს საერთოდ ავიწყდება, რომ ქალებს სიყვარული უნდათ. ხშირად ისინი ინსტინქტებით მოქმედებენ. ყველა კაცს გულით შეყვარება რომ შეეძლოს, სამყაროში ცალმხრივი სიყვარული არ იარსებებდა.

მამაკაცებს თვალებით თავისებურად უყვართ. თუ ზოგს ქალის მინიატურული ფორმები ხიბლავს, სხვები სრულ ქალებს ამჯობინებენ. ზოგს ახალგაზრდა გოგონები მოსწონს, სხვები კი თავდაჯერებულ და სოლიდური ასაკის ქალებს ანიჭებენ უპირატესობას.

შავი კოლგოტი, ტანზე მომდგარი ჯინსი მამაკაცების უმრავლესობის აღფრთოვანებას იწვევს. შეიძლება ზოგიერთ ქალს ეს უხამსობად და ცუდი ტონის მანიშნებლად მიაჩნია, მაგრამ თქვენ მათ აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

გახსოვდეთ, მამაკაცთა გემოვნების მრავალფეროვნება ყველა ქალს აძლევს შანსს, იმ ერთადერთის ყურადღება მიიპყროს, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

შავი ფერის ხიბლი

შავი ფერის სიყვარულს ზოგი ნაკლად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მას დეპრესიისკენ მიდრეკილი ქალბატონები ირჩევენ, მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალს, რომელიც შავ ტანსაცმელს ატარებს, ფერადი ცხოვრება აქვს. ის მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, ზუსტად იცის, როგორ მოიწყოს საოცნებო ცხოვრება.

კვლევის მიხედვით, ქალი, რომელსაც შავი ტანსაცმელი აცვია, მიმზიდველი, წარმატებული და თავდაჯერებულია. ესაა ძლიერი ქალი, რომელიც უბრალოებით გამოირჩევა და ყველას პატივისცემას იმსახურებს.

ყველაფერზე მეტად, საკუთარი თავის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ეს არ არის ადამიანი, რომელთანაც უნდა იწუწუნო - მისი პასუხები მხოლოდ იმაში დაგარწმუნებთ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი აუცილებლად უნდა დაიბრუნოთ.

იმიტომ, რომ მას არ ეშინია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. არ აინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები. თავისი ცხოვრების ყველა ასპექტს აღიქვამს, როგორც თვითგამოხატვის საშუალებას და არასოდეს გახდება ისეთი, ვინც საზოგადოებრივ აზრს ბრმად მიჰყვება.

ანუ, თუ მას აზრს ჰკითხავ, მართალ პასუხს მიიღებ და არა იმას, რის მოსმენაც გსურს.

ეს ქალი ელეგანტურობისა და იდუმალების ჭეშმარიტი კომბინაციაა, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი!

მოდი, მეტი გავიგოთ ქალზე, რომლის ჩაცმულობაშიც დომინანტი ფერი შავია. მას არ ეშინია ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლის - რადგანაც სჯერა, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ უღიმღამო სიტუაციებში დარჩე.

ამ ქალს არ აინტერესებს, მოგწონთ თუ არა ის - რადგან არ ცხოვრობს იმისთვის, სხვების მოწონება დაიმსახუროს, არამედ - იმისთვის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

მას აინტერესებს როგორ ცხოვრობს და არა ის, თუ როგორ გამოიყურება - დიახ, მას სურს, რომ მთელი ენერგია მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოს. ცხადია, აქვს სურვილი, რომ ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებოდეს, მაგრამ დრო, რომელიც ტრენდული ფერების შეხამებაზე უნდა დახარჯოს, მისთვის ზედმეტად ძვირფასია - მას ურჩევნია, დრო სასარგებლოდ გამოიყენოს - მაგალითად, წიგნების კითხვას დაუთმოს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი