ქალი და კაცი

მამაკაცის 13 დაუწერელი კანონი

№35

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.09, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცით, რას ელის მამაკაცი ყველაზე მეტად ქალისგან? ყურადღებით წაიკითხეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.

✔️მომისმინე, მაგრამ ისე, რომ საყვედური არ მითხრა;

✔️ ყოველთვის გამოთქვი შენი აზრი, მაგრამ ისე, რომ რჩევა არ მომცე;

✔️აუცილებლად გქონდეს ჩემი ნდობა, ოღონდ ზედმეტი მოთხოვნების გარეშე;

✔️ დამეხმარე, მაგრამ ისე, რომ ჩემ მაგივრად არ გადაწყვიტო;

✔️იზრუნე ჩემზე, მაგრამ ისე, რომ არ დამამცირო;.

✔️ იყავი ჩემთან, მაგრამ ისე, რომ ჩემგან გამორჩენას არ ელოდე;

✔️ ჩამეხუტე, მაგრამ ისე, რომ არ დამახრჩო;

✔️ შთამაგონე, მაგრამ ისე, რომ არ მაიძულო;

✔️მხარი დამიჭირე, მაგრამ ისე, რომ ჩემ მაგივრად არ პასუხობდე;

✔️ დამიცავი, მაგრამ ტყუილების გარეშე;

✔️ახლოს იყავი, მაგრამ ისე, რომ პირადი სივრცე დამიტოვე;

✔️მინდა, იცოდე ჩემი ყველაზე არამიმზიდველი თვისებები და მიიღე ისინი ისე, რომ არ სცადო ჩემი შეცვლა;

✔️მინდა, იცოდე, რომ შეგიძლია, უსაზღვროდ გქონდეს ჩემი იმედი.

თუკი არ გტკივათ

სიყვარულს ბევრი ელფერი აქვს. არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული. ვიტყოდი, რომ სიყვარული ბრძოლაა. ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც უნდა იომო. ომი კი ადვილი არ არის, ომი ტანჯვაა, ვნება და წამება. ომი კომფორტის ზონიდან გასვლაა და მსხვერპლის გაღება უკეთესობისთვის. თუკი თქვენ არ ხართ მზად, იბრძოლოთ მისთვის, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის.

მნიშვნელობა არ აქვს, რომანტიკულ გრძნობებზე ვსაუბრობთ, კარიერულ წინსვლაზე თუ ცხოვრებისეულ ოცნებებზე, თუკი თქვენ ხელების გასვრა არ გინდათ, შანსის გამოყენებისთვის მსხვერპლის გაღება არ გსურთ, ეს სიყვარული არ არის.

და საერთოდ, თუკი თქვენ მთელი გულით არ გსურთ რაღაც, მაშინ თქვენ მას არ იმსახურებთ.

ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. ჩვენ გვინდა, ვგრძნობდეთ, რომ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, თუმცა ნამდვილი სიყვარული და კომფორტის ზონაში ყოფნა სრულიად შეუთავსებელია. წარმოუდგენელია, ისინი ერთად არსებობდნენ.

ვერავინ შეძლებს იცხოვროს სრულყოფილად და ბედნიერად, თუ ჩვეულებრივობის ჩარჩოებს ვერ დააღწევს თავს. ამიტომ ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ ჩარჩოებიდან გამოგვაძევებს. მზად ხართ, თქვენი სიყვარულისთვის რინგზე ახვიდეთ და აიტანოთ? მზად ხართ, იაროთ დანაღმულ ველზე? თუ – არა, მაშინ ეს ის არ ყოფილა.

სიყვარული – ეს ერთადერთი გრძნობაა, რომელზეც ყურადღების კონცენტრირებას საკმაოდ დიდხანს ვახერხებთ. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რის გამოც ვიბრძვით, რისთვისაც ბევრი ვეწამეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. თუკი ჯერ არ გიპოვიათ ადამიანი, ვის გამოც ყველაფრისთვის მზად ხართ, ძებნა განაგრძეთ.

ნამდვილი სიყვარული სხვა ადამიანის გულისთვის ბრძოლაა.

ეს კი მხოლოდ კომფორტის ზონიდან გასვლით, ბრძოლის ხარჯზეა შესაძლებელი.

ის შეყვარებულია

არსებობს პატარა ხრიკები, რომლითაც ქალი მამაკაცს აგრძნობინებს, რომ ის შეყვარებულია. ამ მოკრძალებულ ჟესტებსა თუ მანერებს კაცის ჭკუიდან გადაყვანა და მისი გულის დამონება შეუძლია.

ასეთია თმით თამაში, სანამ მას ღიმილით დააჯილდოებთ.

მამაკაცს ასევე ხიბლავს, როცა თქვენს უბრალოებასა და თავისუფლებას ხედავს, ანუ როცა გულწრფელი ხართ.

როცა მას გარეგნობაში რაიმეს უსწორებთ – ეს ძალიან დედობრივი და სასიამოვნო, მზრუნველობის გამომხატველი ჟესტია, ჩათვალეთ, რომ ის მონუსხეთ. გარდა ამისა, ეს მასთან შეხების დამატებითი საშუალებაა;

ასევე, მამაკაცს მოაჯადოებთ, როცა კეკლუცად უკრავთ თვალს.

და კიდევ, მამაკაცებს მოსწონთ:

✔️როცა გოგონა საყვარლად აცემინებს;

✔️უკან ბრუნდებით და მას უმზერთ, ეს აშკარა მინიშნებაა, რომ უკან უნდა მოგყვეთ;

✔️ნაზი შეხებაც აგრძნობინებს მას თქვენს მზრუნველობას და საპასუხოდ გაკოცებთ;

✔️მამაკაცებს ასევე უყვართ, როცა ქალს თმა სველი აქვს. ეს მათთვის იმის მანიშნებელია, რომ ქალი მათ გვერდით თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს;

✔️ქალებს უყვართ მამაკაცები, იუმორის გრძნობით, მამაკაცებს კი ქალები, რომლებიც მათ ხუმრობებზე იცინიან;

✔️მოსწონთ თქვენი გულწრფელი ღიმილი;

✔️მოსწონთ, როცა თავზე ეფერებით, როცა ეხუტებით და ასე ცოტა ხანს შეყოვნდებით, რათა თქვენი გრძნობები გამოხატოთ.

✔️და კიდევ, ნურასოდეს დაგავიწყდებათ, ხელი ჩაკიდოთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი