ქალი და კაცი

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები...

№38

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.10, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

* გაცილებით ხშირად ცვლიან გეგმებს და მეტი კორექტივებიც შეაქვთ;

* კონკრეტულ მიზანს ყოველთვის არ ისახავენ და ამის გამო მუდამ აქვთ შინაგანი წუხილი და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა;

* თავიანთი მისამართით კრიტიკას ნაკლებად მტკივნეულად აღიქვავენ;

* ყველაფერ ახალს მამაკაცებზე უფრო სწრაფად ეგუებიან, არ ეშინიათ და თამამად მიდიან ავანტიურაზე;

* ხშირად იწყებენ საუბარს არა მთავარით, არამედ არამნიშვნელოვანის დეტალურად აღწერით;

* ზეპირ ინფორმაციას გაცილებით უკეთესად იგებენ და აღიქვამენ.

სილამაზის სტანდარტი


სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც არ გულისხმობს სრულყოფილებას, ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად და სუბიექტურად, რომელიც აუცილებლად კავშირში უნდა ყოფილიყო სრულყოფილებასთან. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით, ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. ის, აგრეთვე, ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ კავშირი დაინახა სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ. მაგრამ სილამაზის სტანდარტები ნელ-ნელა, ეპოქალურად იცვლებოდა. ის, რაც უწინ ულამაზოდ ან ადამიანის ნაკლად მიაჩნდათ, დღეს სილამაზის ეტალონია.

ჩვენ მხოლოდ ჩამოვთვლით. თქვენ კი შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

* ჭორფლები;

* მრგვალი და „მადიანი“ ფორმები ეს სულაც არაა სიმსუქნე და შეიფერეთ.

* ხალი ან თანდაყოლილი ლაქა;

* ძალიან ხვეული თმა;

* სივრცე კბილებს შორის ძალიან ლამაზი და საყვარელია;

* პატარა მკერდი – მას თავისი ხიბლი აქვს და მერე როგორი.

ეს სიყვარულია...

როგორ უნდა გაიგოთ, რომ ეს ის ადამიანია, ვინც ასე ძალიან გიყვართ?

დააკვირდით საკუთარ თავს და იმას, თუ როგორ იქცევით:

* თვალს ვერ აცილებთ – თუ ერთხელ მაინც გიგრძნიათ მცირედი უხერხულობა, რომ ჩვეულებრივზე დიდხანს გიყურებთ, ან უყურებთ თვალებში, ეს ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ თქვენ შორის ნაპერწკალი გაჩნდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ურთიერთობა, რომლის დროსაც პარტნიორები ხშირად უყურებენ ერთმანეთს სიყვარულით, გაცილებით მყარი და ძლიერია;

* ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს – თუ თქვენი რჩეულის გვერდით „ღრუბლებში დაფრინავთ“ და ვერ აკონტროლებთ საკუთარ თავს. ეს ნორმალურია. ეს უკვე დასტურია იმისა, რომ შეყვარებული ხართ;

* გამუდმებით მასზე ფიქრობთ – როდესაც ვიღაც გიყვარს, სხვა ვერაფერზე ფიქრობ. ეს ნაცნობი სიტუაციაა. შეყვარებული ადამიანის ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელსაც სხვანაირად „სიყვარულის ნარკოტიკსაც“ ეძახიან. სწორედ, ეს ჰორმონი გხდით მეორე ადამიანზე დამოკიდებულს;

* გინდათ, რომ ის ბედნიერი იყოს – ეს ჯანსაღი გრძნობის არსებობაზე მიუთითებს. როდესაც მისი ბედნიერება გახარებთ და მზად ხართ, გააბედნიეროთ:

* სტრესი – ეს გრძნობა შესაძლოა, ზოგჯერ სტრესის წყაროც იყოს. სიყვარული ხშირად სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამომუშავებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ უჩვეულოდ გაღიზიანებული ხართ ან სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებთ, შესაძლოა, ვიღაც გიყვარდებათ. ჩატარებული კვლევების მიხედვით, შეყვარებული ადამიანები ფიზიკურ ტკივილს შედარებით ნაკლებად აღიქვამენ – ძლიერი ტკივილი მათ 40 პროცენტამდე უმცირდებათ, საშუალო დონის ტკივილი კი 15 პროცენტამდე;

* სიახლეები გიზიდავთ – შეყვარებული ადამიანები ხშირად აკეთებენ ისეთ რამეს, რაც მანამდე არ გაუკეთებიათ. იმისთვის, რომ ასიამოვნონ მას, ვინც უყვართ. მეტიც, კვლევების თანახმად, შეყვარებული ადამიანების გულები ერთ რითმში იწყებენ ფეთქვას;

* აღარ გაღელვებთ ისეთი რაღაცები, რაზეც ადრე თვალს არ დახუჭავდით – თუ მზად ხართ, საყვარელ ადამიანს გაციების ან ვირუსის დროსაც კი აკოცოთ, თქვენ ის ნამდვილად გიყვართ;

უცნაური დამოკიდებულება – როდესაც ადამიანს გაიცნობთ, შესაძლოა, ძალიან მცირე დეტალებით მიხვდეთ, რომ ის თქვენთვის უნიკალურია, მაგალითად, უბრალო ქცევითი მანერებით ან მისი ენამოსწრებულობით. ეს დეტალები ქმნის დამოკიდებულებას, რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი