ქალი და კაცი

მამაკაცები ამას არ გეტყვიან

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.12

ადამი და ევა
დაკოპირებულია

მამაკაცებს უჭირთ საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა. საერთოდ, დაფიქრებულხართ, რა სურთ კაცებს?

1. იმის ცოდნა, რომ თქვენ ამაყობთ მისით

შეცდომებზე ყოველთვის ადვილია ყურადღების გამახვილება, მაგრამ დადებითი რეაქცია, თუნდაც უმნიშვნელო მიღწევებზე, აუცილებელია. თქვენ უნდა დააფასოთ მისი ყოველი ღირსება და აგრძნობინოთ, როგორ გეამაყებათ.

2. თანადგომა, მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოსდის

ხშირად მამაკაცისთვის ძალიან დიდი სტრესია, როცა რაიმე არ გამოსდის. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს საყვარელ ქალს უკავშირდება. ამიტომ, ყოველი მარცხისას გამოუცხადეთ ნდობა და თანადგომა, ეს ურთიერთობას გაამყარებს და შემდეგში აუცილებლად ეცდება სიტუაციის გამოსწორებას.

3. ჩხუბის დროს სიმშვიდის შენარჩუნება

როდესაც რამეზე კამათობთ, ემოციების ფონზე შეიძლება, ისეთი რამ თქვათ, რაც საერთოდ არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. კაცებს სძულთ ისტერიკები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ადანაშაულებთ. ამიტომ, სჯობს, დაწყნარდეთ და ისე ესაუბროთ.

4. პატივისცემის გამოხატვა

ორის ურთიერთობა აუცილებლად პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, მაგრამ განსაკუთრებით კაცები განიცდიან უპატივცემლობას. მაგალითად, როცა მას უნდა, რომ თქვენ მისი აზრი გაითვალისწინოთ, იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა, ეს ისე უნდა დაანახვოთ, რომ უპატივცემლობაში არ ჩაგეთვალოთ.

5. უნდა იგრძნოს, რომ ის თქვენ გჭირდებათ

ეს ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. დღეს ქალები დამოუკიდებლები არიან. კაცს კი უნდა ქალისათვის გმირი იყოს. ის არასდროს მიატოვებს ქალს, რომელთანაც თავის საჭიროებას გრძნობს.

როგორ მოვანატროთ თავი მამაკაცს

მოდი, ვისწავლოთ როგორ მოვანატროთ თავი საყვარელ მამაკაცს:

1. არ დათანხმდეთ ყოველთვის ყველაფერზე. როდესაც უარს ეუბნებით, ის ფიქრობს, რომ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვთ, რომელთაც უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებთ. შემდეგზე ის გაითვალისწინებს, თადარიგი დაიჭიროს და წინასწარ გაცილებით ადრე შეგითანხმდეთ შეხვედრაზე.

2. იყავით ოდნავ იდუმალი

ეს იმას ნიშნავს, რომ არაა საჭირო, მას ყველანაირი დეტალი გაუზიაროთ. არაა სასურველი ყველაფერი, რასაც აკეთებთ დაწვრილებით მოუყვეთ. დაუტოვეთ ცოტა ინტრიგა, თანდათან, ნელ-ნელა გაუზიარეთ თქვენი ცხოვრების დეტალები, ისე, რომ თითქოს მას სჭირდებოდეს თქვენი ნდობის მოპოვება. მაგალითად, თუ თქვენ მიდიხართ სავახშმოდ თქვენს მშობლებთან ერთად, უთხარით, რომ უბრალოდ, სავახშმოდ მიდიხართ.

არაა საჭირო უთხრათ ყველაფერი, თუ თავად არ გკითხავთ. თუ უკვე დაგეგმილი გაქვთ მეგობრებთან შეხვედრა და მან ბოლო წუთს გადაწყვიტა თქვენთან ერთად გასეირნება, არ დათანხმდეთ და არ შეცვალოთ საკუთარი გეგმები, მან უნდა იფიქროს, რომ თქვენ ადვილად ხელში ჩასაგდები არ ხართ, გყავთ მეგობრები და გაქვთ საკუთარი წრე, რომელსაც იგი პატივს უნდა სცემდეს.

3. გამოიყენეთ სოციალური ქსელი თქვენი საინტერესო, პერსონალური ცხოვრების წარმოსაჩენად

გააგებინეთ, რომ თქვენ დამოუკიდებელი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. ეს საუკეთესო გზაა მისი ყურადღების მისაპყრობად. თანაც როცა დაინახავს, როგორ ხართ მოქცეული სხვების ყურადღების ცენტრში, მას უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება.

4. არ დაეკონტაქტოთ პირველი, როცა გენატრებათ

ეს ძნელად შესასრულებელია, მაგრამ როდესაც ამას შეძლებთ, მისგან უფრო მეტ ყურადღებას იგრძნობთ. მიხვდება, როგორი მნიშვნელოვანი ხართ თქვენ მისთვის და კიდევ, არ უპასუხოთ მაშინვე, როცა მოგწერთ ან დაგირეკავთ.

5. პირველ ადგილზე ყოველთვის თქვენი საჭიროებები და თქვენი თავი დააყენეთ

ზოგჯერ ადამიანები პარტნიორის გამო საკუთარ მოთხოვნებს აღარ ითვალისწინებენ და იმას აკეთებენ, რაც პარტნიორს მოეწონება. მათ არ უნდათ, პარტნიორს იმედი გაუცრუონ – ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში არა, თუ თქვენ გინდათ მას თავი მოანატროთ.

დაიმახსოვრეთ: აუცილებელია, გქონდეთ თქვენი ჰობი, არ შეწყვიტოთ მეგობრებთან შეხვედრები და როცა ის დაგირეკავთ, აგრძნობინეთ, რომ დაკავებული ხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა