ქალი და კაცი

მამაკაცები აღმერთებენ

№16

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 30.04, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი გარეგნობით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი, ათჯერ დათვალიერების შემდეგ შეუძლია, წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი უპოვოს საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილს. მერე კი შფოთავენ: „ვაიმე, რა მოკლე თითები მაქვს, ოდნავ გრძელი რომ ყოფილიყო...“, „ეს რა უბედურებაა, ზოგს იმხელა მკერდი აქვს, „ასკდება“, მე კი საერთოდ არ მაქვს“, „მაღალი ფეხები არ მაწყენდა (ზომა არ იგულისხმება)“ და კიდევ რამდენ მსგავს ფრაზას წარმოთქვამენ და ალბათ, ბევრმა საკუთარი თავიც ამოიცნო.

თუმცა, სჯობს, არ დაღონდეთ, რადგან მამაკაცებს ამაზე განსხვავებული შეხედულება აქვთ და ქალის სხეულის რამდენიმე ნაწილს, რომლებსაც ქალები იწუნებენ, სექსუალურსაც კი ეძახიან.

მაგალითად:

ქუსლები

გაგიკვირდებათ და მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ქალის ფეხები და განსაკუთრებით ტერფები საოცრად მოვლილია. ქალის ლამაზი მოყვანილობის ქუსლი და თითები მათ განსაკუთრებით მოსწონთ.

ხელები

მამაკაცებს ასევე, განსაკუთრებით მოსწონთ სუფთა, მოვლილი, სურნელოვანი, რბილი ხელები და ფრჩხილის ლაქით შელამაზებული თითები. ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ 10-დან 8 მამაკაცი ქალს პირველ რიგში თითებზე აკვირდება.

ზურგი

მამაკაცს მიაჩნია, რომ ქალის ლამაზი ზურგი მისი სექსუალურობის სიმბოლოა და ქალის მომხიბვლელად მოშიშვლებულ ზურგს ვერაფერი შეედრება.

ოდნავ მომატებული წონა

მამაკაცების უმრავლესობა სრულყოფილ, ნორმალური წონის ქალბატონებს ანიჭებს უპირატესობას და არა ძვალზე გადაკრულ ტყავს. შესაბამისად, სამოდელო პარამეტრების გოგონები, მათ საერთოდ არ მოსწონთ.

მკერდი

აქ კი აზრი ორად იყოფა: მამაკაცის გარკვეულ ნაწილს დიდი მკერდი მოსწონს, ხოლო გარკვეულ ნაწილს კი – მცირე ზომის. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს თავისი შემფასებელი და დამფასებელი ჰყავს.

ასე, რომ დააფასეთ და მოუარეთ იმას, რაც ბუნებამ გარგუნათ და იამაყეთ საკუთარი გარეგნობით, რადგან ულამაზო ქალი, როგორც დამტკიცდა, არ არსებობს.

ქალებს სიყვარული უნდათ...

საინტერესოა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ცნობილი გამონათქვამი – „მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი – ყურებით“.

დავიწყოთ იმით, რომ ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად შემოსილი ქალი ნამდვილად არ დარჩება მამაკაცის ყურადღების მიღმა. ზოგიერთმა შესაძლოა მათთან ნაცნობობაც კი მოინდომოს. შესაბამისად, მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალის სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და გემოვნება მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს. თუმცა, ამავდროულად, კაცს ეშინია ლამაზი ქალების. რადგან ფიქრობს, რომ ასეთი ქალი უარყოფს მის თაყვანისცემას და დასცინებს. ამიტომ ბევრ მამაკაცს არ სურს, რომ მის გვერდით მყოფი ქალი მიმზიდველად და ლამაზად გამოიყურებოდეს, ჩაიცვას ეფექტური ტანსაცმელი და გაიკეთოს მკვეთრი მაკიაჟი. შეიძლება, ამიტომაცაა, რომ ლამაზი, მიმზიდველი, თანამედროვე ქალი ხშირად მარტო რჩება.

რეალურად - ქალის ნაკვთები და მისი სხეულის უზადო ფორმები მხოლოდ 50 პროცენტით თუ განსაზღვრავს ქალის მიმზიდველობას, დანარჩენი მის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად აქვს სურვილი, იყოს ლამაზი და მამაკაცისთვის სასურველი.

ზოგიერთ მამაკაცს ავიწყდება, რომ ქალებს სიყვარული უნდათ. ინსტინქტებით მოქმედებენ და ქალს მხოლოდ გასართობ ობიექტად აღიქვამენ. ყველა კაცს გულით შეყვარება რომ შეეძლოს, სამყაროში ცალმხრივი სიყვარული არ იარსებებდა.

მამაკაცებს თვალებით თავისებურად უყვართ. თუ ზოგს ქალის მინიატიურული ფორმები ხიბლავს, სხვები სრულ ქალებს ამჯობინებენ. ზოგს ახალგაზრდა გოგონები მოსწონს, ვიღაცას – ბალზაკის ასაკის ქალები.

შავი კოლგოტი და ტანზე მომდგარი ჯინსი ზოგიერთი მამაკაცის აღფრთოვანებას ნამდვილად იწვევს. თუმცა, ისეთებიც არსებობენ, ვისაც ეს ყოველივე უხამსობად და ცუდი ტონის მანიშნებლად მიაჩნიათ.

მამაკაცთა გემოვნების მრავალფეროვნება ყველა ქალს აძლევს შანსს, იმ ერთადერთი მამაკაცის ყურადღება მიიპყროს, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

და გახსოვდეთ, ქალის თანაგრძნობა კაცს მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს და შეიძლება, სწორედ ეს გახდეს ურთიერთობის ჩამოყალიბების საფუძველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი