ქალი და კაცი

ყურადღების ცენტრში

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.12, 2020 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალები კაცის გარეგნობაში რაღაც დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაღაცებზე კი შეიძლება, საერთოდ არც იფიქრონ.

გაინტერესებთ, რას უნდა მიხედოთ, რომ მათთვის სასურველნი იყოთ? წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:

➡️ხელები და კერძოდ, ფრჩხილები, მხოლოდ ქალის სავიზიტო ბარათი არ არის. ქალი აუცილებლად უყურებს კაცის თითებს და ფრჩხილებს. რა თქმა უნდა, მას ზოგადად ნანახი აქვს ფრჩხილები, მაგრამ ის აუცილებლად კიდევ ერთხელ დააკვირდება თქვენს თითებსა და ფრჩხილებს. ქალებს მოსწონთ მოვლილი და კარგად დაჭრილი ფრჩხილები. თვითონაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ ფრჩხილების მოვლას. ეს არა მხოლოდ ჰიგიენურია, არამედ ლამაზიც;

➡️ქალი ასევე უყურებს მამაკაცის ფეხის ფრჩხილებს;

➡️ყურადღებას აქცევს თქვენს წვერს – როგორ იპარსავთ ან არ იპარსავთ. საერთოდ, წვერი მკვეთრად გემოვნების ამბავია, ზოგი ქალი მას სექსუალურად მიიჩნევს, ზოგი – პირიქით;

➡️ქალი იმედოვნებს, რომ მას პარტნიორის სუნი მოეწონება, ვინაიდან ტვინის ის ნაწილი, რომელიც სექსუალობას განსაზღვრავს, ახლოსაა ყნოსვის ცენტრთან და იმ ნეირონულ ბირთვებთან, რაც ყნოსვაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ თქვენს სუნს ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს;

➡️ის ყურადღებას აქცევს დეტალებს – ქალები ადვილად ამჩნევენ და იმახსოვრებენ ყოველ დეტალს კაცის სხეულზე. ქალებს ხომ დეტალების შემჩნევა და დამახსოვრებაში ბადალი არ ჰყავთ;

➡️ქალებს მოსწონთ საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცები. რაც უფრო თავდაჯერებით იმოქმედებთ, მით უფრო სექსუალური იქნებით მისთვის;

➡️ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა თვალებში უყურებთ, განსაკუთრებით, თუ თქვენს თვალებში კითხულობენ – „მე შენ მინდიხარ“.

კიდევ ერთი ინსტინქტი

ადამიანი სოციალური არსებაა და საზოგადოება მისგან ინსტინქტების მოთოკვას მოითხოვს. სწორედ, ამ მიზნით იქმნება კანონები, ყალიბდება იდეალები და მორალური ფასეულობები.შექმნილია ქორწინების ინსტიტუტი. თუმცა მამაკაცის სურვილის ობიექტად ისევ ქალი რჩება, მაგრამ ისეთი ქალი, რომელიც მამაკაცს უსხლტება – რაც უფრო მოუხელთებელია ქალი, მით უფრო სასურველია კაცისთვის. მშვენიერი ქალი ხშირად მამაკაცის ოცნებად რჩება და მასში ჯერ იმედგაცრუებას წარმოშობს, მერე კი – აგრესიას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კაცის ბუნებაში დევს კიდევ ერთი ინსტინქტი – ძალაუფლებისკენ სწრაფვა. პირველყოფილ საზოგადოებაშიც კი ბელადს ჰქონდა საუკეთესო საჭმელი და ჰყავდა ყველაზე ლამაზი ქალი. ძნელად მოძებნით მამაკაცს, რომელიც უარს იტყოდა ბელადის როლში ყოფნაზე. თანამედროვე მამაკაცისთვის სამსახური ის ადგილია, სადაც იგი ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილების – ძალაუფლების რეალიზებას, რათა ყველას დაუმტკიცოს, რა შეუძლია.
ქალის ბუნებრივი სურვილია, საკუთარი სქესი მთელი თავისი შესაძლებლობებით წარმოაჩინოს. მამაკაცის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. იმისათვის, რომ მამაკაცი მამაკაცად იქცეს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს.
და მაინც, მამაკაცის ფსიქოლოგია მშვენიერი სქესისთვის ჯერ კიდევ რჩება ამოუხსნელ საიდუმლოდ. მაგრამ იქნებ არც ღირდეს შეუცნობლის შესაცნობად დროის დაკარგვა? ქალსა და მამაკაცს ხომ ერთმანეთისკენ ეს განსხვავებულობა იზიდავს.

მამაკაცებს აქვთ კონკრეტული, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები, რომლებიც, სასურველია, ქალმა დაუკმაყოფილოს: მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის მზრუნველობა; დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცს კი ქალის ქება თვითრწმენის მოპოვებაში ეხმარება.
თავისი ბუნების გამო მამაკაცი იძულებულია, კრიტიკის დროს თავდაცვის რეჟიმში გადავიდეს, ხოლო ქება მას ძალას, სტიმულსა და შთაგონებას აძლევს. წყვილმა კმაყოფილება უნდა განიცადოს ერთად ყოფნისას. მამაკაცისთვის კი ინტიმური სფეროს დაკმაყოფილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მოთხოვნილებაა, საყვარელი ქალი იყოს ახალგაზრდა, მიმზიდველი და ჯანმრთელი, ამიტომ ქალიც უნდა ეცადოს, დიდხანს შეინარჩუნოს თავისი იმიჯი.

მამაკაცს სურს, იამაყოს თავისი რჩეულით. როდესაც ქალი არ უვლის თავს, ამით ქვეცნობიერად პარტნიორის უპატივცემულობას ამჟღავნებს, რასაც მამაკაციც გრძნობს. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, როგორ უძღვება ცოლი მეურნეობას, მნიშვნელოვანია თბილი, ნაზი ურთიერთობები, ბავშვების აღზრდა, საგარეო პრობლემების მოგვარება, ერთგულება, ტაქტი. მამაკაცს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად მხარში დგომა სჭირდება.

მხოლოდ პლუსები

ცოლქმრული კავშირი ტვინს ჭკუასუსტობისგან იცავს. როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ამტკიცებენ, ქორწინებაში მყოფ ადამიანს დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის, სკლეროზის) განვითარების რისკი 30 პროცენტით დაბალი აქვს. მეცნიერებმა ეს დასკვნა ევროპის, აზიის, ამერიკის 800 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემის გაანალიზებით გააკეთეს. ამტკიცებენ, რომ ხანგრძლივი ქორწინება ტვინს ტონუსის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
საქმე ისაა, რომ ბედნიერი ქორწინებისას მეუღლეები, ძირითადად, სწორად იკვებებიან, რეგულარულად იღებენ წამლებს და მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის. ქორწინებაში სოციალური ურთიერთობა აქტიურია. ხშირია კამათი, მსჯელობა; აქტივობები და ყველა ეს ფაქტორი საგრძნობლად ამცირებს გონებრივი ჩამორჩენის განვითარების რისკს.

დადგენილია, რომ ქვრივებში ალცჰაიმერის დაავადების რისკი 20 პროცენტით მაღალია. სტრესული მოვლენა – პარტნიორის დაკარგვა აჩქარებს გონებრივი უნარების დაქვეითებას. აქედან გამომდინარე, ექიმებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მარტოხელა პაციენტების მიმართ. ზიგადად მარტოხელობა უკვე დიაგნოზია და საკმაოდ მძიმე სტრესიც.

ქორწინება, როგორც სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, ასევე, ამცირებს მაღალი წნევის, ქოლესტერინის მომატებისა და ორივე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ასე რომ, იფიქრეთ სტაბილური ოჯახის შენარჩუნებაზე, ის თქვენი ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი