ქალი და კაცი

ქორწინება გაყრით დასრულდება

№8

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

და ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად. ან იქნებ ამბავი ასე არ გაგრძელდება და ისინი დაშორდებიან? როგორ უნდა მიხვდე, რომ წყვილს მომავალი არა აქვს და ქორწინება გაყრით დასრულდება? იქნებ არსებობს რამე ნიშანი? როგორც გაირკვა, თურმე, არსებობს.

მაგალითად:

👉თუ მომავალი ცოლი ქორწილამდე ყოყმანობს და ნერვიულობს, განქორინების შანსი ორმაგდება. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მამაკაცის შემთხვევაში ეს ქორწინების მომავალზე გავლენას თითქმის არ ახდენს;

👉ადრეულ ასაკში ქორწინება ოჯახის სიმტკიცის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა. თუმცა ახალი კვლევების მიხედვით, 32 წლის ასაკის შემდეგ, თუ წყვილი დაქორწინებას აჭიანურებს, საბოლოოდ განქორწინების შანსი ყოველწლიურად 5 პროცენტით იზრდება. ამ ფაქტს შეჩვეულ დამოუკიდებლობასა და პირადი სივრცის მოთხოვნილებას უკავშირებენ;

👉 თუ თქვენი მშობლები გაეყარნენ, იმის შანსი, რომ თქვენც იმავე ბედს გაიზიარებთ, 40 პროცენტამდე იზრდება. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თუ მათ მეორედ იქორწინეს, თქვენს შემთხვევაში განქორწინების შანსი 91 პროცენტს მიაღწევს;

👉 იმ მშობლების განქორწინების შანსი, რომელთა შვილსაც ყურადღების დეფიციტი აქვს, 32 პროცენტს შეადგენს;

👉 უფულობა და მატერიალური პრობლემები სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. როდესაც წყვილს ვალები აქვს და კიდევ მეტის სესხება უწევს, ეს მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება, ურთიერთობა ფუჭდება და ერთობლივ ბედნიერ ცხოვრებას დიდი საფრთხე ექმნება. ამასთან, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე უფრო ხელგაშლილი მხარჯავია, ვიდრე მეორე, განქორწინების შანსი 45 პროცენტს აღწევს. ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს ან საგრძნობლად მაღალი ხელფასი აქვს, მეორე კი ხელგაშლილი მხარჯავია. გადასახადებისა და დასაფარი ხარჯების გამო ჩხუბი გარდაუვალია;

👉 ფსიქოლოგებმა წყვილების ბავშვობის ფოტოები და ქორწინებაში მათი ურთიერთობები შეისწავლეს. იმ ადამიანთა შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობის სურათებში წარბშეჭმუხნულნი არიან, განქორწინების შანსი 5-ჯერ მაღალია, ვიდრე იმ ადამიანთა შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობის ფოტოებზე იღიმებიან;

👉 იმ წყვილთა შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთია მწეველი, განქორწინების შანსი 75-დან 91 პროცენტამდე მერყეობს, ვიდრე იმ წყვილების შემთხვევაში, როდესაც ორივე მწეველია. პრობლემა განსხვავებული ღირებულებები და ცხოვრების სტილია;

👉 იმ წყვილთა შემთხვევაში, სადაც ცოლ-ქმარი თანაბარი რაოდენობის თანხას გამოიმუშავებდა, განქორწინების შანსი მეტია, ვიდრე იმ წყვილთა შემთხვევაში, სადაც ქალების ხელფასი ქმრის ხელფასზე გაცილებით ნაკლები იყო. ხოლო როდესაც ქალის შემოსავალი ოჯახური ბიუჯეტის 60 პროცენტს შეადგენდა განქორწინების შანსი ორმაგდებოდა, იმ წყვილებთან შედარებით, სადაც ცოლი საერთოდ არ მუშაობდა;

👉 სამწუხაროდ, როდესაც ქალი ასაკით გაცილებით უფროსია, ვიდრე მისი მეუღლე, ქორწინების წარუმატებლად დასრულების შესაძლებლობა 53 პროცენტს შეადგენს. ამის მიზეზი ხდება ღირებულებებში სხვაობა და ურთიერთობაში ძალაუფლების დისბალანსი;

👉განქორწინების უმთავრესი მიზეზები ერთმანეთის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებებში იმლება. პირდაპირ მომაკვდინებელია, როდესაც ერთი მიიჩნევს, რომ პარტნიორზე ბევრად მეტია. ეს არის მუდმივად აგრესიისა და ზიზღის გამომხატველი მზერით ყურება, ასევე, ყვირილი. თუ პარტნიორი ამას გამუდმებით აკეთებს, დიდი შანსია, თქვენი თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდეს.

მამაკაცური სისუსტეები

ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ეს გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში, ისინი საკმაოდ მგრძნობიარენი არიან.

დაკვირვებულ თვალს შეუძლია, დაინახოს, რას გრძნობს და რას განიცდის მამაკაცი.

იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავში ბევრ შეგრძნებასა და ემოციას ახშობენ, მათ სუსტად აქვთ განვითარებული მათთან გამკლავების უნარი. ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებს საკუთარი ემოციების გამოსახატავად. ამიტომ, ხშირია შემთხვევა, რომ მათი არასწორად ესმით. პირად ურთიერთობებში ვერ არიან მოქნილები, ვერ ლავირებენ შესაბამისად, არ შეუძლიათ, იყვნენ თანმიმდევრულნი.

გახსოვდეთ, მამაკაცები მხოლოდ იქ გამოხატავენ თავიანთ თავს სრულად, სადაც ამისთვის უსაფრთხო პირობებია და დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ.

ზოგადად, ჩახშობილი ემოციების სწორად იდენტიფიცირება ყველა ჩვენგანს უჭირს მიუხედავად სქესისა. მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის და ფიზიკურ სიმპტომებში ვლინდება.

მძაფრი ემოციები მათი მოუმზადებელი ემოციური სისტემისთვის შესაძლოა, დიდი დარტყმა გამოდგეს, მით უფრო, თუ ისინი ვერ ერკვევიან მათ წარმომავლობასა და შინაარსში.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალები მამაკაცებს, ერთი მხრივ, ემოციების ფრქვევას სთხოვენ და მეორე მხრივ, ამ ემოციების გულწრფელად გამოვლენით შესაძლოა, თავად დარჩნენ თავზარდაცემულნი. მაგალითად, ქალი შეიძლება, შოკირებული დარჩეს თუ მამაკაცმა, რომელიც მისი აზრით, დასაყრდენი უნდა იყოს, შიში გამოხატა. მათზე ხომ შთაბეჭდილების მოხდენა არც ისე ადვილია, შესაბამისად, პატივისცემის მოპოვებაც. ბევრი კაცი, თუ მას შესაბამისი პირობები არ გააჩნია, უბრალოდ, გარბის საყვარელი ადამიანისაგან.

მამაკაცები საკმაოდ მგრძნობიარე ნატურები არიან, უბრალოდ, ისინი ამ გრძნობებს ვერ ფლობენ საკმარისად კარგად. ბავშვობიდან დაპროგრამებულებს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ მათთვის დადგენილი კანონი – მამაკაცებს არ აქვთ უფლება, საკუთარი ადამიანური სისუსტეები გამოავლინონ და ამას გულში იმარხავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...