ქალი და კაცი

კონფლიქტის ასარიდებლად

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.12, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თაფლობის თვე გაივლის და ყველაფერი არც ისე იდეალურადაა. იწყება კონფლიქტები და ზურგშექცევით გატარებული ღამეები. რამდენიმე მარტივი რჩევა, როგორ ავირიდოთ უსიამოვნება და შევინარჩუნოთ იდეალური ურთიერთობა:

1. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, მიიღეთ ისეთი, როგორიცაა. თუ დაფიქრდებით არც თქვენ ხართ „ფრთიანი ანგელოზი“, ასე რომ, იდეალს ნუ ეძებთ, ის არ არსებობს.

2. არ მისცეთ შენიშვნა სხვების თანდასწრებით, ეს მას გააღიზიანებს და თავმოყვარეობას შეულახავს, შესაძლოა, კონტროლიც კი დაკარგოს.

3. როდესაც გაბრაზებული ხართ, ნურაფერს ეტყვით. ეცადეთ დამშვიდდეთ, კარგად გააანალიზოთ სიტუაცია და მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. გახსოვდეთ, უკვე ნათქვამ სიტყვებს ვეღარაფერს მოუხერხებთ!

4. დასჯის მექანიზმად ნუ აქცევთ სექსს. არასდროს „დასაჯოთ“ ამგვარად. ჭკვიანი ქალები სწორედ კარგი სექსის შემდეგ აღწევენ წარმატებას – გააკეთონ ყველაფერი ისე, როგორც თავად სურთ.

5. იყავით კორექტული მისი ოჯახის ხსენებისას. ეცადეთ, დედამთილთან კარგი ურთიერთობა ქმრის დასანახავად მაინც შეინარჩუნოთ.

6. ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი, არაა საჭირო, მან ზედმიწევნით იცოდეს თქვენი წარსული. უმჯობესია, დააინტერესოთ და ყოველდღე რაიმე ახალს იგებდეს თქვენ შესახებ.

7. მართეთ, მაგრამ არ აგრძნობინოთ, რომ გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ. მას უნდა სჯეროდეს, რომ უფროსი თავადაა.

8. იყავით ყურადღებიანი, მაგრამ მიეცით ცოტა თავისუფალი დრო. ისევე როგორც თქვენ, ხანდახან მასაც სჭირდება მეგობრებთან განმარტოება.

9. სამსახურიდან დაბრუნებულს დაახვედრეთ ცხელი სადილი. ნუ დააყრით კითხვებს სახლში შემოსვლისთანავე, აცადეთ, ამოისუნთქოს და თავად მოგიყვეთ, როგორი დღე ჰქონდა.

10. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ნუ მოდუნდებით. იყავით ყოველთვის მოწესრიგებული და სასურველი. მამაკაცს სახლში ვნებიანი ქალი სჭირდება და არა ხალათში გამოწყობილი, თმადაუვარცხნელი მომვლელი.

ჰყავს თუ არა სხვა...

დააკვირდით საყვარელ მეუღლეს. ეს ის ნიშნებია, რომლებიც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ გღალტობთ, ან ღალატისთვის ემზადება.

1. გვიანობამდე არ წვება

თუ თქვენი ქმარი ინტერნეტში გვიანობამდე ზის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ უნდა თქვენ წინაშე „დაიწვას“. რა თქმა უნდა, შეიძლება მუშაობს, მაგრამ დარწმუნდით, რომ ეს ასე არ არის.

2. თქვენი ხარჯები შეიცვალა

პარტნიორები, რომლებიც იტყუებიან, ხანდახან მალულად ხარჯავენ ფულს. თვალყური ადევნეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს. ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ნაშრომი დავხარჯოთ, მაგრამ ხარჯებთან დაკავშირებით ქორწინებაში გულწრფელობაა საჭირო.

3. მუსიკალური გემოვნება შეეცვალა

ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მამაკაცს, რომელსაც უეცრად ახალი ჯგუფისადმი სიყვარული გაუჩნდა, შესაძლოა, სხვა ქალი ჰყავს. ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი გვიბიძგებს ახალი სიგიჟეებისკენ - თუნდაც მუსიკალური გემოვნების შეცვლისკენ.

4. ყველა გაჯეტს პაროლი ადევს

პაროლები ტელეფონზე, ნოუთბუქსა და სოციალურ ქსელებში - საგანგაშო ზარია. ყველა ჩვენგანს აქვს პირადი სივრცის ქონის უფლება, მაგრამ ადამიანს, ვისაც არაფერი აქვს დასამალი, როდესაც სთხოვ, უნდა მოგცეს აღნიშნულ სივრცეზე წვდომის უფლება.

5. სარკაზმი საპასუხოდ

მამაკაცი, რომელიც ღალატობს, ხშირად თხზავს ისტორიებს ტყუილის დასამალად. მას შეუძლია სარკასტულ გამონათქვამებს მიმართოს, სიმართლე რომ არ გაამხილოს.

6. დიდ დროს ატარებს თანამშრომელ ქალთან

გეუბნებათ, რომ კოლეგასთან ერთად მივლინებაში მიდის. ასე ახერხებდა ის სახლიდან თავის დაღწევას. თუ თქვენი ქმარი დიდ დროსა და ძალებს ხარჯავს თანამშრომელზე და ირწმუნება, რომ ის მხოლოდ მეგობარია, ფრთხილად იყავით.

7. თავის მოვლა დაიწყო

ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ან წონაში დაკლება გადაწყვიტა? ეს შეიძლება სერიოზული ნიშანი იყოს. თუ, რა თქმა უნდა, მართლა არ სჭირდება ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან გარდერობის განახლება.

8. ერთად ყოფნა სიამოვნებას არ განიჭებთ

თუ ნაპერწკალი გაქრა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ქმარი სხვაგან ანთებს ცეცხლს.

9. ემოციურად გშორდებათ

უკვე აღარ გიყვებათ თავის სამსახურზე, არ გიზიარებთ გრძნობებს, კამათის დროს პასუხს თავს არიდებს და ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა.

და ის ბედნიერია

ბედნიერია ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება. დარწმუნებულია, რომ ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით და არ არის საჭირო, უხილავი ფანტომის ძიებაში დახარჯოს დრო, რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს.

დადებითი ემოციებით მოგვრილი ცრემლი ბედნიერ ქალს არასოდეს ჰგონია მუდმივი და არც იმას ფიქრობს, რომ ეს ხვალაც განმეორდება.

ბედნიერმა ქალმა იცის კარგი იუმორის ფასი და არასოდეს ქმნის ტრაგედიას წვრილმანებისგან – ანუ, ის არ გადააქცევს ბუზს სპილოდ. სიტუაციას ყოველთვის რეალურ ფერებში აღიქვამს და არც მოვლენების საღად შეფასება უჭირს.

ბედნიერია ქალი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ ბედნიერებისთვის არაფერი განსაკუთრებული არ უნდა გააკეთო. უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ ბედნიერება სულაც არ არის მიუღწეველი. მთავარია, გიყვარდეს სიცოცხლე და დააფასო ყოველი ახალი დღე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაჩუქებს და გაძლევს შანსს, მიუახლოვდე შენს ბედნიერებას.

ბედნიერია ქალი, რომელიც არ ელოდება მოწყალებას, რადგან იცის, რომ თვითონ არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი. ეს ბედნიერება უნდა დაიმსახურო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...