ქალი და კაცი

კომპლიმენტები მამაკაცებისთვის

№22

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

უკვე სულერთია, ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რა მანქანა ჰყავს მის მეორე ნახევარს ან რამდენი აქვს შემოსავალი. თანამედროვე ქალისათვის მთავარია ურთიერთგაგება. ქალს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას. საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება თავად მამაკაცსაც ჰგვრის ბედნიერებას. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეუძლია, ურთიერთობით უფრო მეტად კმაყოფილია, ვიდრე სხვები, ვისაც ამის უნარი არ აქვთ.

კომპლიმენტების მიღება ქალებისა და კაცებისთვის ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შეიძლება, ეწყინოს, მესამემ კი არც მოგისმინოთ. ალბათ, გაგიგიათ, ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი – თვალებითო. მაგრამ ასე არ არის. თბილი სიტყვა ყველას სიამოვნებს. რაც უფრო გულწრფელია კომპლიმენტი, მით დადებით ემოციებს იწვევს ის.

კომპლიმენტები მამაკაცებისათვის:

„შენ ყველაფერს შეძლებ!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა: სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურსა თუ საწოლში. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის.

როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მხრები, კუნთები ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.

„მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ!“ – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო.

„კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისათვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს.

გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვს. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“... ესენი ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ თუ ეტყვით, შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.

უბრალოდ, მიხვდით

თუ მამაკაცს პირველივე პაემანზე საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა მოუწევს, მაშინ იცოდეთ, რომ მეორე პაემანზე შესაძლოა, საერთოდ აღარც კი იფიქროს. და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ კაცს უფლება, პირველივე შეხვედრისას საყვარელი წიგნივით ამოგიკითხოთ.

ძალიან კარგია, ქალს რომ არ შეუძლია კაცის აზრების კითხვა, რომლებიც პირველ შთაბეჭდილებასა და მის გარეგნობასთან არის დაკავშირებული.

როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც ხშირად კარგავენ მეორე ნახევარს იმის გამო, რომ უარს ამბობენ პაემანზე. გარკვეული დროის შემდეგ კი, უბრალოდ, ხვდებიან, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, როცა პაემანზე იმ მამაკაცთან ერთად წახვალთ, რომელმაც ეს ნაბიჯი მხოლოდ მოწყენილობის გამო გადადგა. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ მამაკაცები რომანტიკასა და სიყვარულზე ნამდვილად არ ფიქრობენ, მათ გული გართობისკენ მიუწევთ.

ურთიერთობების გაწყვეტა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან შესაძლოა, უპირველეს სასაუბრო თემად იქცეს. ეს არის საკითხი, რომელიც არც პირველ, არც მეორე პაემანზე და არც დაქორწინების შემდეგ აქტიურად არ უნდა განიხილოთ. მამაკაცმა შეიძლება, იფიქროს, რომ თქვენ ძველებურად გიყვართ ყოფილი პარტნიორი.

ხშირად არის შემთხვევები, როცა კაცს იმდენად უყვარს ქალი, შიშით, რომ რამეს ისე ვერ იტყვის, საუბარიც კი არ უნდა. შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში მას გახსნაში დაეხმაროთ. რა თქმა უნდა, მოზღვავებული ენთუზიაზმი მას შეაშინებს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე საუბარს აუცილებლად დაიწყებს.

კიდევ ერთხელ სიყვარულზე

ქალსა და მამაკაცს სიყვარული სხვადასხვანაირად ესმით.

სიყვარულის ქალისეული გაგება საკმაოდ ნათელია: სრულყოფილი ერთგულება სულითა და სხეულით, ყოველგვარი პირობისა და უკანდახევის გარეშე. ქალის სიყვარული იგივდება რწმენასთან. მას სხვა რწმენა არ გააჩნია. მისთვის საშინელებაა იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთგულება რაიმე პირობასთან იყოს კავშირში.

ქალს უნდა, რომ იყოს მფლობელობაში, პარტნიორს იღებს, როგორც ბედნიერებას. ქალი საყვარელ კაცს საკუთარ თავს აძლევს, მამაკაცი კი იძენს.

ამ ბუნებრივ განსხვავებულობას ვერანაირი საზოგადოებრივი ხელშეკრულება და სამართლიანობისკენ სწრაფვა ვერ აღმოფხვრის. რაც უნდა დიდი იყოს სურვილი, მუდამ თვალწინ გვექნება ამ ანტაგონიზმის სიმყარე და „ამორალურობა“.

ამგვარად, ერთგულება ქალურ სიყვარულში მდგომარეობს, მამაკაცებში კი ის მხოლოდ ქალის მისადმი სიყვარულის შედეგად შეიძლება, აღიძრას, მაგალითად, როგორც მადლიერების გრძნობა.

მამაკაცის სიყვარულის არსი არის ფლობის სურვილი და არა საკუთარი თავის უარყოფა და ერთგულება. მაგრამ ფლობის სურვილი ყოველთვის არ მთავრდება სასურველის მიღწევის შემდეგ. კაცისთვის ადვილი არ არის, დანებდეს აზრს, რომ ქალისგან ყველაფერი მიიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული