ქალი და კაცი

ხმას დააკვირდით

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.01, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ღალატი არის ის, რისი განცდაც და გადატანაც ურთიერთობებში არავის სურს.

შესაძლებელია კი, წინასწარ განვსაზღვროთ, არის თუ პარტნიორი მოღალატე? არა, შეუძლებელია. მოღალატე და ერთგული ადამიანები რომ განვასხვავოთ, მაშინ ჩვენი ყველა თუ არა, ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა.

თუმცა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არსებობს გზა, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ, არის თუ არა ვინმე ღალატისკენ მიდრეკილი. და ეს მის ხმაზეა დამოკიდებული!

2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მატყუარას გამოჭერის საუკეთესო გზა მისი ხმის ტემბრზე დაკვირვებაა. როგორც ჩანს, ნამდვილად არსებობს კავშირი ღალატის რისკსა და ჰორმონების დონეს შორის როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

გოგონები მამაკაცების დაბალ ხმის ტემბრს ტყუილს უკავშირებდნენ, ხოლო ბიჭებისთვის მოღალატის ინდიკატორი ქალის მაღალი ხმაა. ახლა კი, ალბათ, გაინტერესებთ, როგორ შეუძლია ხმამ ზუსტად გამოავლინოს მოღალატეა თუ არა, ეს ადამიანი.

როგორც გაირკვა, ადამიანის ხმის სიმაღლე დაკავშირებულია სქესობრივ ჰორმონებთან, რაც მეტი ტესტოსტერონი აქვს მამაკაცს, მით დაბალია მისი ხმა. ქალის შემთხვევაში კი დიდი რაოდენობით ესტროგენი ქალში მაღალი ხმის მაპროვოცირებელია. და რაც უფრო მეტი ასეთი ჰორმონი აქვს ადამიანს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის მოღალატეა.

ხმა დაგვეხმარება იმის გარკვევაშიც, იქნება თუ არა მამაკაცი შესანიშნავი მშობელი.

ასე რომ, ხმაზე დაკვირვება გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გამოგადგებათ.

ძლიერი ქალი მოითხოვს


თუ თქვენი რჩეულის გვერდით თავს დაცულად არ გრძნობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ის თქვენი მეორე ნახევარი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ის უნდა იყოს, ვისაც ყოველთვის დაეყრდნობით. ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება მშვიდი და კომფორტულია.

უმჯობესია, სხვის თვალში ფრთხილი ადამიანი ჩანდეთ, ვიდრე უაზრო ურთიერთობებმა ჭრილობები შეგმატოთ.

რეალური ცხოვრების გათვალისწინებით, აუცილებლად მოგიწევთ პარტნიორთან კომპრომისებზე წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკზე მიდიხართ და მუდმივ ძიების პროცესში ჩაერთვებით, რომ სრულყოფილი პარტნიორი მონახოთ.

არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ძლიერ ქალს შეუძლია საყვარელი ადამიანისგან „მოითხოვოს“.

მოთმინება – ეს არის მთავარი ფუნდამენტი იმის, რასაც აშენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ცხოვრება კონფლიქტებითა და ბრალდებებით სავსე აურზაურად გადაიქცეს.

პატივისცემა დადგენილი საზღვრების მიმართ – ყველა ადამიანი ადგენს საკუთარ საზღვრებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საზღვრები იყოს ნათელი და ადვილად გასაგები. ნუ დაელოდებით, რომ ადამიანი გამოიცნობს იმას, რაც თქვენთვის არასასიამოვნო ან მიუღებელია. შესაძლოა უჭირს თქვენი აზრების წაკითხვა. თუ აუხსნით და მაინც რეგულარულად დაარღვევს თქვენს საზღვრებს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობა.

სიცილი – თუ ერთად სიცილი არ შეგიძლიათ, მაშინ ურთიერთობა დაძაბულია. თუ თქვენს პარტნიორს საერთოდ არ გააჩნია იუმორის გრძნობა, სიტუაცია აუცილებლად გამოსასწორებელია. თქვენ ბევრი რამ გაქვთ ერთად გასავლელი. მათ შორის იქნება ბედნიერი მომენტები და რთულია მათი დამახსოვრება ღიმილის გარეშე.

რაც შეეხება პატიოსნებას – რაც უნდა მოხდეს, მან სიმართლე ყოველთვის უნდა გითხრათ. ხშირად ეს სიმართლე მწარეა, მაგრამ ეს მიდგომა ერთადერთი ჭეშმარიტი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობას და ურთიერთობას გაანადგურებთ.

განსხვავებულები

არის თუ არა ფსიქოლოგიური განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის? რა თქმა უნდა, არის და მუდმივად იქნება.

ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ამ განსხვავებულობების გაგება და გააზრება.

ქალი ბუნებით კონსერვატორია, ეს მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. მან ბავშვი უნდა გააჩინოს, რომელსაც ყურადღება და მოვლა სჭირდება. ასე რომ, მას ინსტინქტში აქვს სტაბილურობის განცდა და მისი შენარჩუნების სურვილი. ქალი ცდილობს, თავისი შვილისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. რისთვისაც მას აქვს მრავალი საფრთხის ერთდროული აღქმის უნარი. კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პარტნიორებად იმ კაცებს ირჩევენ, რომლებიც სანდო არიან. ხანმოკლე ურთიერთობისთვის შესაძლებელია, აირჩიონ ის, ვინც მიმზიდველია, მაგრამ თუკი საუბარია ქორწინებაზე, ეს პარამეტრი არ მუშაობს. მუშაობს, თუ რამდენად სტაბილური ურთიერთობა ექნება კონკრეტულ პარტნიორთან.

ქალს შეუძლია ყურადღების სწრაფად გადანაცვლება, ჩვენ გვგონია, რომ ის პარალელურ რეჟიმში აკეთებს სხვადასხვა საქმეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს გამორიცხულია, ეს არის სწრაფი გადანაცვლების უნარი. რაც კაცისთვის წარმოუდგენელი პროცესია.

დეტალების მიმართ ორიენტირებული უფრო ქალია, ყურადღების უკეთ კონცენტრირებას კი კაცი აკეთებს. ესეც ბუნებრივი მომენტია. კომუნიკაციის დროს ქალი ნებისმიერ საუბარში ცდილობს კონტექსტი დაინახოს ან მიხვდეს, რას გულისხმობდა მოსაუბრე, განსხვავებით მამაკაცისგან. ესეც გენეტიკური კომპონენტია. ქალს ხომ უწევს ჩვილთან კომუნიკაცია, ბავშვს კი ამ დროს ლაპარაკი არ შეუძლია – ამიტომ, ქალი ინსტინქტურად მომართულია და საუბრის დროს ცდილობს, ნათქვამის, გამოხატულის იქით კიდევ ჩასწვდეს რაღაცას. ამ დროს კი კომუნიკაციაში პრობლემაა – კაცს არაფერი არ უგულისხმია, მან უბრალოდ თქვა ის, რაც თქვა. ორივე სქესს აქვს თავისი ნიუანსები, სწორედ ამის გაუცნობიერებლობა ბადებს კონფლიქტებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი