ქალი და კაცი

კარგად გაიცანი

№27

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.07, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

საყვარელ მამაკაცთან დიდხანს და ბედნიერად რომ იცხოვრო, ის კარგად უნდა გაიცნო, დაინახო, რა განასხვავებს მას შენგან. დიახ, ძლიერი სქესი ჩვენ არ გვგავს – ეს ფაქტია. შესაძლოა, ამაში ქრომოსომების რაოდენობაა „დამნაშავე“ ან ჰორმონები. ასეა თუ ისე, ყოველგვარი მითებისა და სტერეოტიპების გარეშე – ქალები სამჯერ უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე კაცები. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს – ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელიც საუბრისა და მოსმენის იმპულსებზეა პასუხისმგებელი, 12 პროცენტით უფრო დიდია, ვიდრე კაცის.

შურისმაძიებელი ორივეა – ქალიც და კაციც, მაგრამ ასეთ დროს ქალს სპონტანურობა ახასიათებს, ანუ მოქმედებს ემოციისა და გულის კარნახით. კაცი ჯერ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის, ყველა მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებს, გეგმას დასახავს და მხოლოდ ამის მერე დაიწყებს შურისძიებას.

ქალი და კაცი განსხვავებულები არიან სტრესთან მიმართებითაც: ქალს მაშინვე „ჩაერთვება“ ხოლმე ემოცია, ტირის, აქტიურდება და იწყებს ქმედებას. მამაკაცი ჯერ სიგარეტს გააბოლებს, მერე პირველივე შემხვედრზე „გამოუშვებს“ ორთქლს, თუმცა, შესაძლოა, ამან დეპრესიაშიც ჩააგდოს.

ქალი უფრო ხშირად უდგება კრიტიკულად საკუთარ გარეგნობას, ვიდრე მამაკაცი. კაცებს საკუთარ პერსონაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ.

მამაკაცს საკმაოდ მახვილი სმენა აქვს, მაგრამ, როცა რამის გაგონება არ უნდა, „არ ესმის“ – ეს მათი ერთგვარი იმუნიტეტია ქალების ზედმეტი ლაპარაკისგან დასაცავად.

შეყვარებული ქალი

შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია, ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ხმამაღლა, სანამ კარს გაიჯახუნებს. ეს ყველაფერი არის გამოცდა ან რაც გინდათ, ის უწოდეთ. თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, ეს გამოცდა აუცილებლად უნდა გაიაროს.

მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ის არ უყვართ, არ აფასებენ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ. როგორ ძლიერაც უნდა უყვარდეს ქალს, ამის გარეშე გამორიცხულია მისი დაბრუნება. ოცჯერ რომ გაგაგდოთ, ოცდამეერთედაც მიდით მასთან. თუ ყვავილებს არ მიიღებს, რამე დაუწერეთ ფანჯრების წინ. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ, როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი ერთგულებით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩეს.

ქალი არასოდეს წავა მიზეზის გარეშე, ასე მხოლოდ გატუტუცებული ერთეულები იქცევიან. თუ მამაკაცს მიეკვრება ექს-ის იარლიყი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააფასა, ვერ გამოხატა საკმაო სითბო და სიყვარული, რაღაც მომენტში ვერ გაიგო ქალის გულისთქმა, მისი გრძნობები და სურვილები. რაც მთავარია, მამაკაცმა ვერ შეძლო დაენახვებინა ქალისთვის, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი! ქალი არასოდეს მოინდომებს, მიატოვოს ისეთი მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს აგრძნობინებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მას უყვარს ეს მამაკაცი.

სიყვარულის ღირსი არის ის, ვინც არ ნებდება.

ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს შეგრძნება იმისა, რომ ის თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია!

მეტი შანსი დამკვიდრებისთვის

კარგად მოვლილ, თუნდაც ულამაზო ქალს, შეუძლია, კარიერაში გაცილებით წარმატებული იყოს და ბევრსაც მიაღწიოს, ვიდრე ლამაზ, მაგრამ მოუვლელ ქალს. კაცების შემთხვევაშიც, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების უფრო მეტი შანსი იმას აქვს, ვისაც თავის მოვლაზე არც დრო ენანება და არც ფული. ბევრს არავინ ითხოვს თქვენგან, საკმარისია, თავს ზომიერად უვლიდეთ.

ჩნდება კითხვა: სადმე წასვლის დროს რატომ სჭირდებათ ქალებს დიდი დრო მომზადებისთვის? ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ ეს „ქალური სისულელეა“. რეალურად კი ამის უკან წარმატების სურვილი დგას. კვლევებით დადგენილია, რომ ქალები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ თავის მოვლასა და მაკიაჟს, უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, მეტ ფულს შოულობენ და მეტად წარმატებულებიც არიან.

კაცებთანაც მომხიბვლელობა მეტ შემოსავალთანაა ასოცირებული, მაგრამ კორელაცია ისეთ მყარი და ძლიერი არ არის, როგორიც ქალების შემთხვევაში.

არავინ დაობს იმაზე, რომ ჩვენ ყველას მოგვწონს ლამაზი ადამიანები. ამიტომ ქალის ყოველი დამატებითი დახარჯული წუთი სილამაზის სალონსა თუ ბუტიკებში ან ტანსაცმლის მოსინჯვისას, უნდა განვიხილოთ, როგორც ინვესტიცია, მიაღწიოს იმაზე მეტ წარმატებას, ვიდრე აქვს. გამოდის, რომ ქალების საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო, ესაა შანსი შექმნას უკეთესი მომავალი. გახსოვდეთ, ქალის გარეგნობაში უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოვლისა და მაკიაჟის შედეგად მიღებული სილამაზე, ვიდრე ბუნებრივი.

ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ მომხიბვლელ ადამიანებს უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პოზიციები აქვთ. თანაც ამ საკითხში ქალებსა და კაცებს შორის სხვაობა არ არის.

იზრუნეთ საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებაზე და წარმატებაც არ დააყოვნებს. არასოდეს იფიქროთ იმაზე, ბუნებრივად ლამაზი დაიბადეთ თუ არა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი