კამათი? უკვე კარგია
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.07

წარმოიდგინეთ, რა მოსაწყენი იქნება თქვენი ცხოვრება, თუ ორივე ყოველთვის ყველაფერზე თანხმდებით, ასე რომ, კამათი მოწყენილობას მოგიხსნით. გარდა ამისა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წყვილებს, რომლებიც ბევრს კამათობენ, თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. და კიდევ, თურმე, წყვილები, რომლებიც ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ყოველთვის მშვიდობიანად ამთავრებენ კამათს, რადგან ყველა გაუგებრობის მიუხედავად, იციან, რომ მათი სიყვარული ძლიერი და გულწრფელია.
ჩამოვაყალიბოთ მთავარი არგუმენტები:
1. კამათი მყარი, ურთიერთობის გარანტია
კონფლიქტის მუდმივად თავიდან აცილება არ არის კარგი გზა იმისათვის, რომ ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს. ამის ნაცვლად, ეცადეთ კამათის დროს გულწრფელი იყოთ და თქვენი სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება. გამოცდილი წყვილები ცდილობენ, კომპრომისს მიაღწიონ და ჯანსაღი არგუმენტის დახმარებით გააუმჯობესონ ურთიერთობა.
2. კამათი ნიშნავს, რომ გადარდებს
რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, რომ თვალები დახუჭოთ თქვენი პარტნიორის ჩვევებზე, რომლებიც გაღიზიანებთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენ მზად ხართ, თავიდან აიცილოთ ყველა ტკივილი და დისკომფორტი, შეიძლება, ნამდვილი სიყვარულის ნიშანი იყოს.
3. კამათი უფრო კომუნიკაბელურს გხდით
თუ გინდათ, ურთიერთობაში ნდობა გაჩნდეს, არ უნდა იყოთ ჩუმად. მოუსმინეთ ერთმანეთს ყურადღებით. თუ თქვენ შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ფორმა კამათი გახდება, ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს, მეტი ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან, რაც მეტ ნდობას, მეტ ინტიმურ გრძნობებს და შედეგად, კავშირის გამყარებას ნიშნავს.
4. კამათი არის ჯანსაღი ურთიერთობის ნიშანი
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს 7 ძირითადი პუნქტი ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობისთვის და ერთ-ერთი მათგანია კამათი. თუ წყვილები არასდროს კამათობენ, ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ რაღაც არასწორად მიდის.
კამათი წყვილებს ეხმარება მათი ღირებულებებისა და გრძნობების გადახედვაში და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში..
5. კამათი გათავისუფლებთ წყენისგან
როდესაც რაღაცას მოელით მისგან და ის ამას არ აკეთებს, მასზე ბრაზდებით. აჩვენეთ პარტნიორს თქვენი კარგი და ცუდი მხარე, რათა უკეთ გაგიცნოთ, უფრო მეტი ნდობა გაუჩნდეს თქვენდამი და დარწმუნდეს, რომ თქვენი წყვილი შედგა.
6. კამათი ვნებას ამძაფრებს
ზოგიერთი წყვილი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ კამათის დროს ჰორმონების დონე იზრდება, ეს კი ვნების მომატების ნიშანია და განზრახ იწვევენ კამათს.
თუ გსურთ თქვენი ურთიერთობა ძლიერი და წარმატებული იყოს, აუცილებელია, დროდადრო მკაფიოდ გამოამჟღავნოთ თქვენი ემოციები, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერს პოზიტიური დასასრული მისცეთ.
რისი თქმა არ ღირს მამაკაცისთვის
ჩხუბი ყველა ოჯახში ხდება და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. წყვილი სწავლობს ერთად ყოფნას, სწავლობს ერთმანეთის გაგებას, ზოგჯერ ამას კამათი ან ჩხუბიც ერთვის, მაგრამ ამაში არაფერია სადარდებელი. მთავარია, ზღვარს არ გადახვიდეთ. სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. მაგალითად, დღეს ჩხუბის დროს ეტყვით ერთმანეთს გულსატკენს, ხვალ შერიგდებით, მაგრამ ამ სიტყვების დავიწყებას უკვე ვეღარ შეძლებთ.
არის რამდენიმე ფრაზა, რომელიც ქმარს არ უნდა უთხრათ მაშინაც კი, თუ მასზე ძალიან ბრაზობთ ეს ფრაზები და ქცევები ანგრევენ ოჯახს და მამაკაცს ძალიან ტკენენ გულს.
ფრაზები.
* მე შენ გარეშეც შევძლებდი;
* შენ უჩემოდ ვერ გაუმკლავდებოდი;
* შენ არანაირი მამაკაცური ღირსება არ გაქვს;
* შენ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ, შენ წარუმატებელი ხარ, არაფერი არ შეგიძლია;
* ის (მეზობელი, ნაცნობი, ნათესავი) შენზე უკეთესია (ჭკვიანია, მეტს შოულობს, უკეთ იქცევა);
* ყოფილთან გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი.
ქცევები:
* შეაწყვეტინო ლაპარაკი;
* არ მიაქციო ყურადღება მის შენიშვნებს;
* როცა გელაპარაკება, ყურადღება სხვა რამეებზე გადაგაქვს.
თუ გსურთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ასეთ წვრილმანებს, დაე, მსგავსი სიტყვები და ქცევები თქვენთვის ტაბუდადებული იყოს!
მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნოს, როგორ გიყვართ, როგორ ძალიან გჭირდებათ ის და რამდენად ძვირფასია თქვენთვის... ამიტომ, ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს, რომ გიყვართ და ნუ მოგერიდებათ, თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...