ქალი და კაცი

ქალს სურს, რომ....

№27

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სიმშვიდის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღებია იმისთვის, რომ ქალმა იგრძნოს ემოციური კავშირი, სიყვარული და სექსუალური მოთხოვნილებები.

ყოფილხართ ოდესმე ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ერთდროულად მხიარული, სექსუალური და ღიმილიანია და რომელიც გამუდმებით გეფლირტავებათ? დიახ, ეს არის ყველაზე სექსუალური რამ, რაც მამაკაცს შეუძლია, წარმოიდგინოს. თუმცა ქალებისთვის, ბიოლოგიურად შეუძლებელია, იყოს ასეთი, თუ ის ვერ მოდუნდება.

მამაკაცებო, თუ ცოლი მოსაწყენ ქალად გადაიქცა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მას ზოგჯერ მაინც დასვენება სჭირდება, რათა თავი მხიარულ და სექსუალურ ქალად იგრძნოს.

რამდენ რამეზე ზრუნავს ქალი – დასუფთავება, სარეცხი, ბავშვები, კვება, ოჯახი, კერძები, გადასახადები და გაფუჭებული ნივთები – ეს ყველაფერი ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამიტომ, იყავით ყურადღებიანი, „დაეხმარეთ“ თქვენს ცოლს და მიეცით მას დასვენების საშუალება.

დაიმახსოვრეთ: თუ მამაკაცი თანმიმდევრულია, მაშინ ქალი უსაფრთხოდ და საიმედოდ გრძნობს თავს. დიახ, ეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სწორედ ამ გრძნობებთან ერთად მოდის სიმშვიდე.

როგორ უნდა იყოთ „მისი მამაკაცი“? თუ გსურთ, დაეხმაროთ მას იგრძნოს, რომ შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს, უბრალოდ, გადაწყვიტეთ, რას ელოდებით საკუთარი თავისგან. გაარკვიეთ, რაზე ხართ პასუხისმგებელი. ამის შემდეგ კი დაიწყეთ მოქმედება, თანაც, თანმიმდევრულად.

მიზეზი, რის გამოც ქალი მამაკაცის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ისაა, რომ ხშირად, მამაკაცი მოლოდინების შესაბამისად არ მოქმედებს.

ქალს სურს, იგრძნოს, რომ მისი გონება, სული და ემოციები ყურადღების ღირსია. მას სურს, იგრძნოს, რომ არა მხოლოდ მისი სხეულია სასურველია, არამედ მისი ყველა თვისება, ნაკლი და ღირსება.

თუ ქალი მამაკაცის მხრიდან გულწრფელობას გრძნობს, მაშინ ის თავდაჯერებული, მშვიდი და მოდუნებულია. ამ მომენტში თქვენ ხართ ერთადერთი მამაკაცი მთელ პლანეტაზე, რომელსაც აქვს საიდუმლო ძალა, რითაც შეუძლია, საყვარელ ქალს აგრძნობინოს, რომ ის სასურველია.

სიყვარულისა და ემოციების თეორია

ურთიერთობაში ჩვენს ქცევებს ის ემოციური დამოკიდებულებები და კავშირები განსაზღვრავენ, რომელიც გვაქვს ადამიანების მიმართ და რომლებიც ჩვენში ქვეცნობიერად ყალიბდება.

ფსიქოლოგიაში არსებობს შესაბამისი თეორია, რომელიც ხსნის ურთიერთობების თავისებურებებს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს თეორია ადამიანს ეხმარება, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა იპოვოს.

ის, თუ როგორ გიყვართ, რამდენად ერთგული ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორის მიმართ, თქვენს ემოციურ ბუნებაზეა დამოკიდებული და გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამიტომაც, თუ თქვენს ემოციებს კარგად შეისწავლით, შესაძლებელია, ურთიერთობა გაცილებით მყარი გახადოთ.

საკუთარი ემოციების შესწავლა დაგეხმარებათ, გაიგოთ რა გჭირდებათ, რას ითხოვთ ადამიანისგან – შეიძლება, სიახლოვე გსურთ, ან გინდათ თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეთ, ან, უბრალოდ, ეძებთ ისეთ ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ და რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოგშორდებათ.

ფსიქოლოგები სასიყვარულო ურთიერთობების მიხედვით ადამიანთა 4 კატეგორიას გამოყოფენ:

1. ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ საყვარელ ადამიანთან თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ – თუ გაიზარდეთ ისეთ ოჯახში, ისეთ მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ზრუნავდნენ თქვენს უსაფრთხოებაზე, ალბათ, გსურთ, სასიყვარულო ურთიერთობაშიც უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ თავი. იმავდროულად, პატივს სცემთ მის დამოუკიდებლობას და არ ზღუდავთ.

2. თქვენ ზედმეტად ხართ მიჯაჭვული საყვარელ ადამიანზე – ბედნიერებისთვის მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა გჭირდებათ, ამიტომ მიწებებული და მთლიანად დამოკიდებული ხართ თქვენს პარტნიორზე. დიდი ალბათობით, ძალიან დიდ დროს ანდომებთ იმაზე დარდს, რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ.

3. უარყოფილი სიყვარული – ძირითადად, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები ცდილობენ, იზოლირებულები იყვნენ პარტნიორისგან. უყალიბდებათ ინდიფერენტული ურთიერთობა და იმდენად შეიძლება, გაცივდეს გრძნობა, რომ პარტნიორი და მასთან სასიყვარულო კავშირი ძალიან უმნიშვნელო გახდეს. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, არ ჰქონდეთ ემოციური კავშირი სხვა ადამიანებთან.

4. შიშით სავსე ურთიერთობა – ასეთ ურთიერთობებში ადამიანებს სტანჯავთ ორი სახის შიში: პირველი – შიში იმისა, რომ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული იქნება და მის გარეშე ვერ ისუნთქებს და მეორე – იმის შიში, რომ პარტნიორისგან ძალიან დაშორებული იქნება და არ ექნება სიახლოვე. ასეთი ადამიანები ძალიან ემოციურები და არაპროგნოზირებადები არიან.

ამ ოთხ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ვერ აღწევენ წარმატებას სასიყვარულო ურთიერთობაში, რაშიც, უპირველესად, დამნაშავე სწორედ მათი ამგვარი ხასიათია. გამოსავალი კი საკუთარ თავზე მუშაობა და ემოციებთან გამკლავების სწავლაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...