ქალი და კაცი

ქალბატონი დეიდა

№2

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.01, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია


ამ  სინდრომზე არაფერი  გსმენიათ? არ იცით, რა არის„ქალბატონი დეიდას“ სინდრომი? ეს არის დაღლილობის, ბუზღუნის, ჭორიკნობის, ჩამქრალი მზერის, ასექსუალობისა და ოცნების არქონის ერთობლიობა, ანუ, ნეგატივის კოქტეილი, რომელიც ძალიან ბევრ ქალს აქვს და ისე იშხამებს ცხოვრებას, თავად მიზეზს ვერ ხვდება. 

სინდრომი იწყება თანდათანობით. მხიარულ, უდარდელ, თავის თავში დარწმუნებულ ქალში ნელ-ნელა სახლდება სხვა ადამიანი – ქალბატონი დეიდა. პირველად ვლინდება დიასახლისობის გამოვლინების დიდი სურვილით, სახლისა და ნივთების ხეხვა-პრიალით და ოჯახის წევრების მიმართ საყვედურებით. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ქალი კარგავს საყვარელ საქმიანობას, ჯდება სახლში, აჩენს შვილებს, იმატებს წონაში, აღარ უვლის თავს. ქალური, მშვენიერი ტანსაცმელი იცვლება „ფართხუნა“ ხალათით. ასე თანდათან ქრება სიცოცხლით სავსე, მშვენიერი ქალი და მის ადგილს იკავებს კრიტიკული მზერა, ყველაფრით უკმაყოფილო განწყობა, შვილებისა და ქმრის მუდმივი კრიტიკა და ყველაფერთან ერთად, მიდის სიყვარული. მამაკაცს ხომ სულ სხვა ქალი შეუყვარდა, რომელიც თვალსა და ხელს შუა სადღაც ქრება, ხელიდან ეცლება.
გთავაზობთ ამ საშიშ სინდრომთან ბრძოლის საშუალებებს.
ფილოსოფოსები ამბობენ, რაც შიგნითაა, ის არის გარეთაც. თუ შენ გახარებს სამყარო, ტკბები სიცოცხლის ყველა წუთით, გარეგნულადაც კარგად გამოიყურები, მიმზიდველი ხარ. შენი კარგი განწყობა გადადის ყველაზე, ვინც შენ გვერდითაა. ბედნიერ დედებს ბედნიერი შვილები ჰყავთ, ბედნიერ ცოლებს კი – ბედნიერი ქმრები.
ვძალადობთ საკუთარ თავზე და ვაკეთებთ საძულველ საქმეს, თან ვბრაზობთ ყველაზე და ყველაფერზე – მთელს სამყაროზე. ამიტომაც შეეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოეთ იმ საქმეს, რაც არ გსიამოვნებთ, დაიტოვეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვისაც, შედეგად იქნებით ბედნიერი და ღიმილიანი.
გახსოვდეთ, ბედნიერი ქალი მხოლოდ საკუთარ კრიტერიუმებს მიჰყვება.
ძალიან ხშირად ქალები მხოლოდ მაშინ იპრანჭებიან, როცა გარეთ გადიან, ქმართან კი ხალათებით, დაუბანელი თავითა და კოსმეტიკის გარეშე დადიან. ბედნიერი ქალები მამაკაცთან ურთიერთობას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დონეზე სწავლობენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალის მოვალეობაა არა მომსახურება, არამედ მამაკაცის მუზად ყოფნა.
დიასახლისი და ცოლი სხვადასხვა მდგომარეობაა. დიასახლისს აინტერესებს მხოლოდ სახლის სისუფთავე და საჭმელების რაოდენობა, ცოლი კი გაცილებით მეტია. შეიყვარეთ საკუთარი თავი, დატკბით ცხოვრებით, არ დაკარგოთ სისულელეების ჩადენის, ასევე გიჟური შენაძენების სურვილი. არ შეიცვალოთ სხვების გამო. თუ უსიამოვნო საქმის კეთება აუცილებელია, მთელ დროს მასში მაინც ნუ დახარჯავთ, ცოტა საყვარელი საქმიანობისთვის მოიტოვეთ, თუნდაც, ფინჯანი ყავის სასიამოვნო გარემოში დასალევად. გააკეთეთ ეს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის.

რატომ ტოვებენ

თუ ქმრის წასვლის მიზეზს ეძებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ სხვა ქალი ყოველთვის არ არის ოჯახის დატოვების მთავარი მიზეზი. ბევრი მამაკაცი ფსიქოლოგებთან გულახდილად აღიარებს, რომ ისინი წავიდნენ, რადგან იყო მიზეზი.
მიზეზი კი მრავალია:
* სიყვარულის ნაკლებობა – დიახ, ადამიანს ძალიან სჭირდება ყურადღებისა და სიყვარულის მკაფიოდ დანახვა. სხვა საქმეა, თუ ის არის ეგოცენტრული და მოითხოვს, რომ მხოლოდ მას მიაქციოთ ყურადღება. ამ შემთხვევაში, სიყვარულის ნაკლებობის პრობლემა სწორედ მასშია;
* საკუთარი მიზნის შესრულების უუნარობა – ზოგიერთმა მამაკაცმა, რომლისთვისაც კარიერა მნიშვნელოვანია, შესაძლოა ოჯახი საკუთარი მიზნის მუხრუჭად აღიქვას. სურს რეიტინგების სათავეში იყოს, თქვენ კი მას ნაგვის გადაყრას აიძულებთ. ცოტა ხანი ნებაზე მიუშვით. საეჭვოა სხვა ქალისკენ გაიქცეს;
* ლიდერი, თუ ცოლი – ზოგი მამაკაცისთვის აქტიური ცოლი სრულიად დამაკმაყოფილებელია. საქმე კეთდება და თანაც, მასზე ნულოვანი პასუხისმგებლობაა. მაგრამ არიან მამაკაცები, რომელთაც ლიდერი ცოლი თრგუნავთ, თითქოს სუნთქვა უჭირთ;
* ნუ გამომიყენებ – ბევრი მამაკაცი მიიჩნევს, რომ ცოლები მათ იყენებენ, ამიტომ იბოღმებიან და მუდმივად ჩხუბობენ. ასეთი ქმარი საერთოდ რაში გჭირდებათ;
* მე მომწონს სხვა – ეს ფენომენი საკმაოდ იშვიათია. მამაკაცს არ უნდა, დატოვოს ცოლი, რომელიც ბოლოს და ბოლოს გაიცნო. ეს მისთვის დისკომფორტია. ფაქტია, რომ თუ გვერდით კარგი მეუღლე ჰყავს, ვიღაც სხვას არავინ ეძებს.
* თუ ქმარმა მიგატოვათ, ამაში მარტო ის არ არის დამნაშავე, თავადაც მიგიძღვით გარკვეული წვლილი. მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს თქვენს თვითშეფასებაზე. ცხოვრება გრძელდება და ის მშვენიერია.

მარტივი არ არის

ორი ადამიანის ურთიერთობა მარტივი არ არის. არის კრიზისული პერიოდები და მნიშვნელობა არა აქვს, რომელს უფრო ძალიან უყვარს. ზოგჯერ საყვარელი ადამიანი უცნაურად იქცევა. ვერაფერი გაგიგიათ და ნერვიულობთ – იქნებ გადაწყვიტა დაგშორდეთ ან თქვენ, უბრალოდ, შინაგანად გრძნობთ, რომ ყველაფერი უკვე ისე არ არის, როგორც ადრე... რა უნდა გააკეთოთ, მით უმეტეს, თუკი ისევ გიყვართ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. გამოგადგებათ.
* გააკეთეთ პაუზა – უნდა დამშვიდდეთ. შიში და პანიკა ცუდი მრჩეველია. იმაზე ფიქრი, რომ თქვენგან წავა, ურთიერთობაში მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. ნუ ჩააცივდებით და ნურც უკან დევნას დაუწყებთ. უკეთესია, დამშვიდდეთ და არ დაატეროროთ. ცოტა მოითმინეთ;
* გადაიტანეთ ყურადღება – ცოტა ხანი არ იფიქროთ თქვენს მამაკაცზე. დაკავდით რაიმე საქმით. მეტი იზრუნეთ საკუთარ სიამოვნებაზე. გაერთეთ და მოეშვით. შეიცვალეთ სტილი – სიახლეები გჭირდებათ;
* აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, როცა ის ეცდება, აღადგინოს ძველი ურთიერთობა;
* თუ მისცემთ დროს, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. საკმარისია გაჩუმდეთ და აუცილებლად დააინტერესებს, რაზე ფიქრობთ. ნუ მივარდებით საკუთარი ნეგატიური ემოციებით – ეს დაგაშორებთ. უფრო, პირიქით, დაანახვეთ, რომ თავს მშვენივრად გრძნობთ, არ არის საჭირო მამაკაცის დასჯა იმისთვის, რომ მას დრო სჭირდებოდა. ეს დაღუპავს თქვენს ურთიერთობებს. თქვენ ხომ მისი საჩუქარი უნდა იყოთ და არა სასჯელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი