ისეთი, როგორიც არის
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.02

ამბობენ, პარტნიორის შერჩევისას ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში, მამაკაცთან შედარებით, უკეთ არის გარკვეული.
იმისთვის, რომ მამაკაცმა არ მიატოვოს, ქალი კარგად უნდა დაუფიქრდეს საკუთარ ნაკლოვანებებს და ეცადოს, გამოასწოროს. კაცები თავიანთი რჩეულებისგან ლოგიკურ საქციელს ელიან. ქალმა ისე უნდა მომართოს და გაწვრთნას მამაკაცი, რომ მან თვითონვე მოინდომოს სამუშაოდან საყვარელ ქალთან დაბრუნება, ხშირად დაურეკოს და მოიკითხოს, მხოლოდ მასთან ერთად იაროს გასართობად, სიამოვნებით გადაიხადოს ქალის დანახარჯი, გამუდმებით გამოხატოს სიყვარული და პატივისცემა, უბრალოდ, დაუმტკიცოს ქალს, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ყოველივე ამის მისაღწევად ქალს ერთადერთი რამ სჭირდება – დაემორჩილოს მამაკაცს და ამავე დროს შეუმჩნევლად დაიმორჩილოს იგი.
თუ მამაკაცმა ურთიერთობის 6 თვის თავზეც არ გთხოვათ ხელი, შესაძლოა, მისგან ამას ვერც ეღირსოთ – ის მამაკაცთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც ძალიან ეშინიათ თავისუფლების დაკარგვის. მამაკაცები ძალიან ეჭვიანები არიან – ისინი ხომ შინაგანად მესაკუთრენი ბრძანდებიან; სილამაზე მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა. ქედმაღალი და მკაცრი ქალებიც დიდად არ უყვართ.
ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცის ამოცნობა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, შეიძლება, მამაკაცი პერანგით ამოვიცნოთ, რადგან მას ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკუთარი გემოვნებისა და წარმოდგენისამებრ ირჩევენ.
მაგალითად, ამბობენ, რომ: კაცს, რომელიც კოპლებიან პერანგს ამჯობინებს, ძალზე ენერგიული და მიზანსწრაფულია. თუ თავისი ოცნების ქალს შეხვდა, მისი ერთგული იქნება. ასეთს დიდი ერთგულება და ნამდვილი მეგობრობა შეუძლია.
მამაკაცი, რომელსაც უყვარს მცირეორნამენტებიანი პერანგები, მშვიდია, თუმცა აქვს იუმორის ხალასი ნიჭიც. ისინი ყოველ ნაბიჯს გონებით განსჯის, რაც ხშირად აღიზიანებთ ქალებს, განსაკუთრებით – მეუღლეებს.
მამაკაცი, რომელსაც უყვარს დიაგონალური ხაზებით, კლასიკური ორნამენტებით გაწყობილი პერანგები, კორექტული და ერთგულია, იდეალური მეუღლე და მამა, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც კარიერაა.
წაგრძელებული და ფართონიკაპიანი მამაკაცი ქედმაღალია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. ჩამოთლილი ნიკაპი ფრთხილ და მერყევ ხასიათზე მიუთითებს. გრძელნიკაპიანი ადამიანი უმეტესად მატყუარა და ძუნწია. ცდილობს, ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. ბრტყელნიკაპიანი მამაკაცი კი დაუნდობელი პრაგმატიკოსია. ღაბაბი აქვს ჭამის მოყვარულ მამაკაცს. ის ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ პირად გამორჩენას ყველაზე მაღლა აყენებს. წვეტიანი ნიკაპი სულსწრაფ, ეგოისტ პიროვნებას ამხელს.
მთავარია, ქალმა უარი თქვას პარტნიორის გაიდეალებაზე. ნუ ეცდებით პარტნიორის გადაკეთებას. ნამდვილი სიყვარული ღირს იმად, რომ ისეთი მიიღოთ, როგორიც არის.
როგორ უნდა მიუხვდეთ ქალს სიყვარულს
მამაკაცებო, გაინტერესებთ, გაიგოთ, მხოლოდ ფლირტი უნდა ქალს თუ სერიოზული ურთიერთობა?
წარმოგიდგენთ ქმედებებს, რასაც ქალი აუცილებლად გააკეთებს, როცა მართლა უყვარხარ და თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა სურს!
• თუკი ქალს უყვარხარ, ის ყოველთვის მოგისმენს
როცა საქმე თქვენს საყვარელ ქალს ეხება, ის ნამდვილად გისმენთ და ყველა სიტყვას ისე იგებს, როგორც ამბობთ. თუ ქალს უყვარხართ, ის აუცილებლად დაინტერესდება, რას ეუბნებით. ჩაგეკითხებათ დეტალებს და თუ რაიმე პრობლემაა, მათი გადაჭრის გზებსაც შემოგთავაზებთ.
ქალს, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ ეცოდინება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მასთან ფიქრების გაზიარება და გექნებათ განცდა, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო არასდროს დარჩებით.
•ის აუცილებლად მიგითითებს არასწორ საქციელზე
გჯერათ, რომ ყოველთვის, ყველაფერში მართალი ხართ? არავინაა იდეალური!
ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მას უყვარხართ, სწორედ ისაა – როცა არასწორად იქცევით, ის აუცილებლად გეუბნება. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ის, უბრალოდ, გიყენებთ და არ უყვარხართ, არც კი ეცდება თქვენთან ერთად პრობლემის განხილვას და თქვენი საქციელის გამოსწორებას. რადგან როცა ქალს უყვარხარ, ის მოტივაციას გაძლევს, რომ უკეთესი გახდე.
ის გაძლევთ ძალას, განვითარდეთ. სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება როდია! თქვენ ერთმანეთს უნდა ედგეთ მხარში, რათა გახდეთ უკეთესები და ერთად მიაღწიოთ თქვენს მიზანს. ქალი, რომელსაც უყვარხართ, თქვენთან ერთად ეცდება, გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და ყოველთვის თქვენთან იქნება, როცა ეს ნამდვილად დაგჭირდებათ. ის მოგცემთ ძალას, შეძლოთ შეუძლებელი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.
შეიძლება, სიტყვებით არ გეუბნებოდეთ, მაგრამ მისი ქცევით მიხვდებით, როგორ უყვარხართ. ეს შეიძლება, იყოს თქვენთვის მომზადებული საუზმე ან სადილი, მოკლე შეტყობინება ანდა რაიმე ქცევა, რაც მოტივაციას შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან