ქალი და კაცი

ის გირჩევთ თქვენ...

№35

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მამაკაცმა მაინცდამაინც ის ერთი აირჩიოს?!

ინებეთ რჩევები:

• თქვენ უნდა ჩაიცვათ რაიმე ისეთი, რაშიც თავს კომფორტულად, ლამაზად და სექსუალურად იგრძნობთ. ჩაიცვით ის, რაც ისაუბრებს თქვენს პიროვნებაზე და გამორჩეულს გაგხდით. გამოაჩინეთ თქვენი მხრები და კისერი. ბევრი მამაკაცი სწორედ ქალის მხრებსა და კისერს მიიჩნევს სხეულის ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ ნაწილებად. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ლამაზ ქალს უფრო მეტს პატიობენ.

• სწორად შეარჩიეთ სიტყვები

ყველა მამაკაცის კრედოა, სამუდამოდ თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისგან, ჩუმი ისტერიკებისა და მითითებებისგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს. მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს დედობრივ მზრუნველობაში არ გადავა.

საოცნებო ქალი ყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. მას უნდა ჰქონდეს ყურადღების გამომხატველი პატარ-პატარა ნიშნები, რომლებიც მამაკაცს აგრძნობინებს, რამდენად მნიშვნელოვანია. უნდა ახსოვდეს, რა უყვარს მის მამაკაცს, რა სჭირდება და რა აწუხებს. თუ თქვენ ცდილობთ, მამაკაცის შეცვლას, ურჩევთ საკუთარი ცხოვრების წესებს, უცვლით ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მანერას და აკრიტიკებთ მისი ინტერესების სფეროს, თუნდაც ეს მამაკაცისთვის სასიკეთოდ ხდებოდეს, თქვენი საქმე ცუდად არის. ჭკვიანი ქალი მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვით შეხვდება: „კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ იმოქმედე!“

• ემოციური კავშირი

როდესაც მამაკაცი თავის პრობლემაზე გესაუბრებათ. მოუსმინეთ მას და აუცილებლად მიეცით რჩევა, ოღონდ ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრით და რამეს ნუ დააძალებთ, მიეცით არჩევანის უფლება.

• გახადეთ ყოველი დღე დასამახსოვრებელი.

ნუ გექნებათ დიდი მოლოდინები, როცა მამაკაცის გაგებას ცდილობთ, არ აგერიოთ საკუთარი და მისი სურვილები ერთმანეთში.

• ხშირად უთხარით კომპლიმენტები

მხოლოდ ქალებს არ სიამოვნებთ თუ შეაქებთ და მის პლუსებს ხაზს გაუსვამთ, ის სხვა დროსაც ეცდება ასეთი იყოს. ხშირად უთხარით კომპლიმენტი თქვენს საყვარელ ადამიანს, გაულამაზეთ დღე და აგრძნობინეთ თავი ბედნიერად.

რისი სჯერათ მამაკაცებს

შეიძლება, გაგიკვირდეთ, თუმცა ფაქტია, მამაკაცებს უფრო ხშირად სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების.

სასიყვარულო თემაზე მომუშავე კვლევის ავტორებიც ადასტურებენ, რომ ქალებზე მეტად „უიმედო რომანტიკოსები“ სწორედ მამაკაცები არიან.

როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, აი, ეს ცვლილებები მიმდინარეობს კაცის ორგანიზმში:

• ემატება ეიფორია, ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, სიხარული;

• ელოდება პარტნიორის პასუხს. შეყვარებული მამაკაცი ცდილობს გაგაცინოთ, გაჩვენოთ თუ როგორი მხიარულია, სურს ბედნიერს გხედავდეთ;

• უყვარდებათ თვალებით, დიახ, პირველი ეფექტი ვიზუალია;

• „რთულად ხელმისაწვდომის იმიჯი“ პოპულარულია რომანტიკურ ფილმებსა და ლიტერატურაში, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ ამართლებს. პოტენციურად მეტი შანსი აქვთ მათ, ვინც მამაკაცის მიმართ საპასუხო გრძნობას გამოხატავს და ინტერესს ავლენს. დიახ, მცირე დროით გარკვეული თამაში და სტრატეგია კაცის ინტერესს აღძრავს, თუმცა თუ მუდმივად დისტანციას დაიჭერთ, სიყვარულის ძებნას სხვაგან დაიწყებს;

• სიყვარულის გამო მზად არის უკეთესი ადამიანი გახდეს;

• კომუნიკაციას ცდილობს, ინტერესდება ყველა წვრილმანით.

P.S. თუ ამ ყველაფერს მეგობარ მამაკაცში ხედავთ, მას თქვენ უყვარხართ.

იყავით ცოტა მიუწვდომელი

ფსიქოლოგები ქალბატონებს ურჩევენ, როცა მამაკაცის მოხიბვლა სურთ, ცოტათი მიუწვდომლები იყვნენ.

თუ მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მის იქით გზა არ გაქვთ, მაშინ თქვენი სურვილები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. აგრძნობინეთ, რომ დამოუკიდებელი ქალი ხართ და თქვენ შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზეც მოუწევს წასვლა. მაგრამ ეს ყველაფერი ისე, რომ მისი თავმოყვარეობა არ შეილახოს. ხაზი გაუსვით მის დამოუკიდებლობასაც, თორემ თუ მიგიხვდათ, რომ ამდენს ფიქრობთ, თქვენი საქმე დამთავრებულია. თან, არ დაგავიწყდეთ: ქალები თუ ბავშვებივით არიან და „არას“ თქმა უყვართ, მამაკაცებიც ბავშვებივით არიან – მათ სერიოზულად სჯერათ ეს „არა“. გახსოვდეთ, თქვენ მისი საფიქრალი ყოველთვის უნდა იყოთ.

სინამდვილეში იცით, რა არის მთავარი…

ემოციების გარეშე არ იცხოვროთ და იყავით ბუნებრივი – ეს ხომ დღეს ასეთი იშვიათობაა. სწორედ ეს არის ორიგინალური ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მისი და თქვენი იქნება. ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან. თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით და ემოციების გამოხატვა არ გაგიჭირდებათ, მისთვის შეუცვლელი გახდებით. მამაკაცს კი ყოველთვის ეხსომება სამი ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი. ეცადეთ და იყავით თქვენი რჩეულისთვის ერთადერთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა