ქალი და კაცი

ჰარმონიული ურთიერთობის წესები

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქმრებზე და ურთიერთობაშიც ბევრი რამის შეცვლაც მათ ხელთ არის.

ასე რომ, გაეცანით რამდენიმე წესს ჰარმონიული ცხოვრებისთვის:

* თუ ქალი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ქმრის დადებით თვისებებს და აქცენტს აკეთებს მათზე, ეს თვისებები აუცილებლად განვითარდება და სრულყოფილიც გახდება. თუ ეს თვისებები იშვიათი გამოვლინებაა, წახალისებით ისინი უფრო გახშირდება და სისტემატურ ხასიათსაც მიიღებს;

* თუ ქალი ქმრის მიმართ პატივისცემას იჩენს, მის მიმართ სხვებსაც იგივე განწყობა უჩნდებათ. შესაბამისად, მეგობრები და გარშემო მყოფებიიც მეტად დააფასებენ;

* თუ ცოლი გულწრფელია თავის რჩეულთან, ურთიერთობაში ყველაფერს თავის სახელს არქმევს და გახსნილად შეუძლია ქმართან საუბარი, ისიც იმავეთი უპასუხებს;

* რაც უფრო ხშირად გამოხატავს ქალი სიყვარულსა და სითბოს ქმრის მიმართ, ისიც მეტ მიზეზს მოძებნის, რომ გაახაროს და გააბედნიეროს თავისი რჩეული. თუ ქალი ხშირად გამოიყენებს ფრაზას – „როგორც შენ გინდა“, ძირითადად, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თავად ქალს უნდა.

* საწოლში მიღწეული ჰარმონია აუცილებლად დაალაგებს ყოველდღიურ ცხოვრებას. თუ წყვილს შორის ინტიმურ საკითხში ნამდვილი ნდობა გაჩნდა, ქმარი ცოლის სიამოვნებისთვის არაფერს დაიშურებს;

* თუ ქალი სიყვარულით უძღვება ოჯახს, როგორც წესი, ეს მუხტი ქმარზეც გადადის და ყველაფერში მხარში უდგას ცოლს.

გახსოვდეთ, ქალის ემოციები და დამოკიდებულებები წამყვანია ოჯახურ ურთიერთობებში.

„ეს ის არ არის, რაც გგონიათ“

დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ როდესაც მამაკაცი ღალატობს, ეს მხოლოდ ფიზიკური ღალატია და ამას სიყვარულთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ქორწინებაში ბედნიერი ქალის ღალატი იშვიათობაა, აი, ცოლიანი და თანაც ბედნიერი მამაკაცები კი თავგადასავლებს ხშირად ეძებენ განზე. მამაკაცს ინტრიგა იმისთვისაც სჭირდება, რომ თავი ახალგაზრდა, სექსუალურ და თავის თავში დარწმუნებულ ადამიანად იგრძნოს.

უმეტეს შემთხვევებში ქალები რომანის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, რადგან ისინი პარტნიორთან ემოციურ კავშირს ვერ გრძნობენ. კაცის ტვინს კი სიყვარულისა და სექსის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი აქვს, ეს იმის წყალობით, რომ მისი ტვინი ცალკე უბნებად არის დაყოფილი და ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმით შეუძლია დაკავება.

ჯერ კიდევ უცნობია, ტვინის რომელ ნაწილში თავსდება სიყვარული, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის ტვინში სიყვარულისა და სექსის ცენტრებს შორის ნაერთების მთელი ქსელია, თანაც, სექსის ცენტრის გააქტიურება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სიყვარულის ცენტრი გააქტიურდება. როგორც ჩანს, მამაკაცებს ასეთი ნაერთები არა აქვთ, ამიტომ მათთვის სიყვარულისა და სექსის გაყოფა შესაძლებელია. მამაკაცისთვის სექსი სექსია, ხოლო სიყვარული – სიყვარული, თუმცა ხანდახან ისინი ერთადაც არსებობენ.

ქალი, რომელიც ქმარს ღალატში გამოიჭერს, ემოციურ კითხვას სვამს: „გიყვარს ის ქალი?“ თუ მამაკაცი პასუხობს, რომ მისი ურთიერთობა წმინდა ფიზიკური ხასიათისაა, ის სიმართლეს ამბობს, თუნდაც იმიტომ, რომ მას სექსის სიყვარულისგან გარჩევა შეუძლია. ქალის ტვინი კი ისეა მოწყობილი, რომ ამ პასუხის გაგება და აღქმა არ შეუძლია, ამიტომ ქალებს უჭირთ დაჯერება, როცა კაცი ამბობს, რომ ეს კავშირი მისთვის არაფერს ნიშნავს.

ქალისთვის სექსი სიყვარულია, ხოლო სიყვარული – სექსი. ქალის ტვინისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტორია ემოციური კონტაქტის დარღვევა საყვარელ ადამიანთან, ნდობის დაკარგვა.

თუ ქალმა უღალატა და ამბობს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს, ის, დიდი ალბათობით, ტყუის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ქალის ღალატი და მამაკაცის ღალატი ერთი და იგივე არ არის. ქალი ღალატისას ობიექტის მიმართ ემოციურ კავშირს განიცდის, ხოლო მამაკაცისთვის სულერთია, მთავარია, ქალი ხელმისაწვდომი იყო, მეორე დღეს კი, შესაძლოა, აღარც კი ახსოვდეს, ვისთან გაატარა ღამე.

ამიტომაც ქალის ღალატს მამაკაცის ღალატს არ უტოლებენ. ანუ, თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ ეს ღალატი მისთვის არაფერს ნიშნავს და, საერთოდ, „ეს ის არ არის, რაც გგონიათ“, დაუჯერეთ, რადგან როდესაც მამაკაცს ქალი აღარ აინტერესებს, „გარეთ გასეირნების“ დამალვის სურვილიც აღარ აქვს, მასთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აღარ იბრძვის, ხოლო თუ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ, თავის „გასეირნებას“ დაგიმალავთ, რაც ნიშნავს, რომ მას თქვენთან უნდა ყოფნა და გიფრთხილდებათ (თავისებურად, რა თქმა უნდა).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...