ქალი და კაცი

„გუგლი“, მამაკაცები და ქალები

№47

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.12, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის გონება სამყაროს ათას საიდუმლოს ჩასწვდა და ტექნიკური პროგრესის სასწაულები მოახდინა, მისთვის ჯერ კიდევ გამოცანად დარჩა სრულიად მარტივი რამ – რა სურთ ქალებს? ქალური ალგორითმები გაცილებით რთულია, ვიდრე მამაკაცური, ამიტომ დაბნეული კაცები ეძებენ კითხვებზე პასუხს. ბევრი მამაკაცი კითხულობს პოპულარულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას. ისინი სწავლობენ ქალურ სისუსტეებს და ცდილობენ მათ გამოყენებას.

გარდა ლიტერატურისა, მამაკაცები ხშირად „გუგლსაც“ მიმართავენ. რას ეძებენ მამაკაცები „გუგლში“? აი, რამდენიმე ყველაზე ხშირად დასმული და უცნაური კითხვა, რაც გუგლმა გაგვიმხილა:

რატომ კითხულობს ქალი „როგორ ხარ?“ და არ ელოდება შენს პასუხს?

როგორც ჩანს, მამაკაცებმა არ იციან, რომ ქალები ამ სიტყვებს, უბრალოდ, მისალმებისთვის იყენებენ და სინამდვილეში მათ სულაც არ აინტერესებთ როგორ ხართ. რადგან მამაკაცები იბნევიან ამ შორიდან მოვლის ტაქტიკით, იქნებ ჯობია, მოაცილოთ ეს შესავალი და პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ.

რატომ დადიან ქალები ტუალეტში წყვილად?

იმიტომ, რომ ქალი უფრო სოციალური არსებაა, ვიდრე მამაკაცი და მას უფრო მეტი ურთიერთობები ესაჭიროება. ქალი ნაკლებად ზიზღიანი არსებაა ბუნებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების მიმართ, მას ხომ ბავშვების აღზრდა უწევს. ამიტომ საპირფარეშო, იქამდე მიმავალი გზა და ასევე, უკან დასაბრუნებელი, კიდევ ერთი შანსია, იჭორაოს. ეს ქალების ძალიან უნიკალური სუპერთვისებაა.

რატომ ადანაშაულებს ქალი ყველაფერში მამაკაცს?

ფსიქოლოგიაში ამას კაზუალურ ატრიბუციას უწოდებენ – დაადანაშაულონ ყველაფერში სხვა, გარე ფაქტორები და არა საკუთარი თავი. ჩვენს პატრიარქალურ სამყაროში ქალი სუსტ და დაუცველ არსებად ითვლება. ქალი, რომელიც იზიარებს ამ შეხედულებებს, ყველაფერში დამნაშავედ ძლიერს თვლის – ანუ მამაკაცს. ასე რომ, მამაკაცებო, ან ითმინეთ, ან ისეთი ქალი შეარჩიეთ, რომელსაც თავად შეეძლება თავის შეცდომებზე პასუხის გაცემა.

რატომ არიან ქალები მუდამ უკმაყოფილოები?

ქალების უმეტესობა პერფექციონისტია და „კმაყოფილების მდგომარეობა“ უცხოა მათთვის. ისინი მუდამ ან წონას იკლებენ, ან ლამაზდებიან, ან კიდევ ერთი დიპლომის აღებაზე ზრუნავენ.

რატომ ცოცხლობენ ქალები უფრო მეტხანს, ვიდრე მამაკაცები?

ის, რომ ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, დადასტურებული ფაქტია. ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისაზე 5 პროცენტით მეტია. ამის მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ ბავშვების გამო ქალები მეტად უფრთხილდებიან ჯანმრთელობას, უფრო ნაკლებად მიდიან ავანტიურებზე, ნაკლებად ეწევიან და სვამენ.

ფრთხილად, მამაკაცი გაგექცევათ!

ფილოსოფიურ კონტექსტში სიყვარული სათნოებაა, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.

საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა კი არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.

როგორც წესი, ქალებს გრძნობებთან აშკარა და ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ. მამაკაცები, ქალებისგან განსხვავებით, ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. ასე რომ, თუ ამ ჩვევებიდან რომელიმე ან ყველა მათგანი გახასიათებთ, შეიძლება, ვერც მიხვდეთ, მამაკაცი ისე გაცივდეს თქვენ მიმართ, რომ გაგექცეთ კიდეც.

მოუსვენრობა – თუ მუდმივად ცმუკავთ, მოუსვენრობთ, ეს მამაკაცს აგრძნობინებს, რომ ნერვების გაკონტროლება არ შეგიძლიათ.

თმით თამაში – თუ ხშირად გახასიათებთ საკუთარი თმით თამაში, იცოდეთ, რომ ამ ჩვევით მამაკაცს უთუოდ დააფრთხობთ.

თავდაცვითი პოზა – თუ მკერდზე ხელების გადაჯვარედინება თქვენი საყვარელი პოზაა, ცუდია, რადგან ამით თქვენს პარტნიორს ნამდვილად გააღიზიანებთ.

ჩლატუნით სიარული – თუ, ასე რომ ვთქვათ, დაჩლატუნობთ, დარწმუნებული იყავით, რომ ამით მამაკაცის ნერვებზე თამაშობთ. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და სიარულის ჩვევა გამოასწოროთ.

ღიმილის ნაკლებობა – ღიმილი გამოხატავს თავდაჯერებულობას, გახსნილობასა და კეთილგანწყობას, ამიტომ მანდილოსანი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა. მოღუშული სახის გამომეტყველება ნებისმიერს უკარგავს გაცნობისა და საუბრის სურვილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი