ქალი და კაცი

გამართლება არ აქვს

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.01, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბევრს წერენ იმაზე, თუ როგორ იქცევიან მამაკაცები ურთიერთობებში. თუმცა, მხოლოდ პირადი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ და შემდეგ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ჩვენ, ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი საჭიროებებიც განსხვავებულია. ის, რაც ერთ ქალს ადვილად შეუძლია აპატიოს მამაკაცს, სხვისთვის სრულიად მიუღებელი იქნება.

ყველას აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და ღირებულებების სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ბავშვობაში, შემდეგ კი ზრდასრულ ასაკში გამყარდა.

მაგალითად, ავიღოთ ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ღალატი იგულისხმება. დარწმუნებული ხართ, რომ ვერავის აპატიებთ ასეთ რამეს? - რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდება ხოლმე.

არავინ ფიქრობს, რომ ღალატი კარგი, ან მისაღებია. თუმცა, ამის პატიება შეიძლება მაშინაც კი, როცა თითქოს არ უნდა აპატიო, შენში წყენისა და რისხვის გროვაა, შესაძლებელია ნამდვილი პატიება. და ასეთი მიტევება არ ნიშნავს სისუსტეს, ან დამყოლობას. ადამიანებს უნდათ სჯეროდეთ, რომ არსებობს განსაკუთრებული, ნამდვილი სიყვარული, რომელშიც ღალატი ან სკანდალები შეუძლებელია.

ასაკთან ერთად კი რწმუნდებიან, რომ იდეალური სიყვარული ნამდვილად შეიძლება არსებობდეს… ოღონდ გამოგონილ ადამიანებთან. მხოლოდ ეს წყვილები არ უშვებენ შეცდომებს, ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს და მათ ასევე, შეუძლიათ აზრების კითხვა. ასეთი ტიპები ჯადოსნური ქმნილებები არიან და მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში ან რომანტიკული რომანების გვერდებზე არსებობენ.

ნამდვილი ადამიანი ცოტა სხვანაირია. მათ შეუძლიათ ოფისის წვეულებაზე დალიონ სასმელი, ფლირტი დაუწყონ უცნობ ადამიანს, ან პირად შეტყობინებებში რამე უცნაური მისწერონ. ამავდროულად, მათ შეიძლება ჰყავდეთ მუდმივი პარტნიორი, რომელიც უყვართ და, მართალია, ზოგჯერ ამის დაჯერება ძნელია, მათ ნამდვილად სცემენ პატივს.

ჩვენ ხშირად ძალიან გვინდა, რომ სამყარო შავ-თეთრ ფერებად დავყოთ და ყველაფერი დღესავით ნათელი იყოს. თუ ადამიანი შეიცვალა – ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ უყვარს. თუ ის უხეშად მოიქცა, ესე იგი, პატივს აღარ გცემს. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ხაზები მკაფიო და გასაგები იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი სამყარო ასე არ მუშაობს. ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან იმპულსური ქმედებებისკენ, რასაც შემდეგ ნანობენ. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან.

თქვენ ვერასდროს გაიგებთ ამას მანამ, სანამ არ გამოცდით ამ „რაღაცას”. ეს არის ერთადერთი გზა თქვენი პრიორიტეტების გასაგებად და ჩამოსაყალიბებლად. და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სრულიად ინდივიდუალური.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი პირობები და უთხრათ თქვენს პარტნიორს ამის შესახებ. მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ერთადერთი გამოსავალი არის საკუთარ თავთან გულწრფელობა. თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა არაერთხელ გადალახა ის საზღვარი, რომელიც გვნებთ, მაშინ არ უნდა გააგრძელოთ ასეთი ურთიერთობა. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, განასხვავოთ ის გადასაჭრელი პრობლემები და სიტუაციები, რის შემდეგაც ღირს ადამიანთან დამშვიდობება. პარტნიორი არ უნდა შეინარჩუნოთ, თუკი ურთიერთობა ტოქსიკურია.

ჰარმონიული ურთიერთობის წესები

გამოცდილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. დიახ, ქალს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ქმარზე და ურთიერთობაშიც ბევრი რამის შეცვლა ძალუძს.

არსებობს წესები ჰარმონიული ცხოვრებისთვის:

• თუ ქალი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ქმრის დადებით თვისებებს და აქცენტს აკეთებს მათზე, ეს თვისებები აუცილებლად განვითარდება და სრულყოფილიც გახდება. თუნდაც ეს თვისებები იშვიათი გამოვლინება იყოს, დროდადრო აუცილებლად გახშირდება და სისტემატურ ხასიათსაც მიიღებს.

• თუ ქალი მამაკაცის მიმართ პატივისცემას ამჟღავნებს, სხვებსაც იგივე განწყობა უჩნდებათ მის მიმართ. მეგობრებისა და გარშემო მყოფთა თვალში მეტი დაფასება ექნება.

• თუ ცოლი გულწრფელია თავის რჩეულთან ურთიერთობაში, ყველაფერს თავის სახელს არქმევს და გახსნილად შეუძლია ქმართან საუბარი, ისიც იგივეთი უპასუხებს.

• რას უფრო ხშირად გამოხატავს ქალი ქმრის მიმართ სიყვარულსა და სითბოს, ისიც მეტ მიზეზს ეძებს, რომ გაახაროს და გააბედნიეროს თავისი რჩეული. აზრთა სხვადასხვაობის დროს თუ ქალი ხშირად გაიმეორებს ფრაზას: „როგორც შენ გინდა”, ყველაფერი ძირითადად ისე მოხდება, როგორც ქალს უნდა.

• საწოლში მიღწეული ჰარმონია აუცილებლად დაალაგებს ყოველდღიურ ცხოვრებასაც. თუ წყვილს შორის ინტიმურ საკითხში ნამდვილი ნდობა გაჩნდა, ქმარი ცოლის სიამოვნებისთვის არაფერს დაიშურებს.

• თუ ქალი სიყვარულით უძღვება ოჯახს, როგორც წესი, ეს მუხტი ქმარზეც გადადის და ყველაფერში მხარში უდგას ცოლს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი