ქალი და კაცი

ეს უნდა იცოდეთ

№29

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 30.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის ქალის მისია – რა მამაკაცის. რა უნდა მას და რა გჭირდებათ თქვენ. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

წარმატებული კარიერა

მამაკაცი – არის მოქმედება და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რასაც აკეთებს, იყოს წარმატებული და აღიარონ სხვებმა. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მამაკაცური წარმატება ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. კარიერული ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ გრძნობს თავს მამაკაცი.

ბედნიერი ცოლი

ქალი კვებავს მამაკაცს ენერგიით. ის ამას აკეთებს არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არამედ მატერიალურ, მენტალურ, ემოციურ და სულიერ დონეზეც. ანუ თქვენი აზრები და გრძნობები პირდაპირ აისახება მამაკაცზე, მის წარმატებებსა და წარუმატებლობებზე. ამიტომ აკონტროლეთ თქვენი აზრები და განწყობა. ბედნიერება ჩნდება საკუთარ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობით.

მოსიყვარულე ოჯახი

ხშირად ქალები ფიქრობენ, რომ კაცებს მხოლოდ სექსი სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ის მათ სჭირდებათ, მაგრამ არა მხოლოდ ის. მამაკაცები სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ მათ მოსიყვარულე ოჯახი და ჩახუტება აბედნიერებთ. სახლში მოსულზე იმის გაგონება, რომ ბავშვებს მოენატრათ, მათთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ ამის შემდეგ მამაკაცს სურს დასვენება. მიეცით საყვარელ ადამიანს დასვენების საშუალება.

ჰობი

თქვენ შეგიყვარდათ მამაკაცი, რომელსაც აინტერესებდა მრავალი რამ, იყო გატაცებული თავისი ჰობით. თქვენ ის ასეთი შეგიყვარდათ და ახლაც, როცა მისი ცოლი ხართ, არ აიძულოთ დათმოს თავისი საყვარელი საქმიანობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ მოვაკლებთ მამაკაცს იმას, რაც მას უყვარს, ჩვენ ვამსხვრევთ მის მამაკაცურობას. შემდეგ კი თავად ვიტანჯებით ამის გამო.

სპორტი

ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, კომფორტულად გრძნობდეს თავს საკუთარ სხეულში, ამიტომ სპორტი ეხმარება ადამიანებს, უფრო ხშირად გაიღიმონ. თუ თქვენი მამაკაცი გატაცებულია სპორტით, მხარი დაუჭირეთ მას.

მეგობრები

კარგი, ნამდვილი მეგობრები მამაკაცებსაც სჭირდებათ, ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება მეგობრები გულახდილი საუბრებისთვის და განტვირთვისთვის. მათ ენერგიას აძლევთ ერთად ყოფნა, ფეხბურთის ყურება, ლუდის დალევა ან, უბრალოდ, საუბარი. ქალები განიტვირთებიან ქალების გარემოცვაში, მამაკაცები კი – მამაკაცების. ასე რომ, ნუ დაუშლით მათ მეგობრებთან დროის გატარებას.

პირადი ზრდა

დღეს სწავლა არ მთავრდება სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულებისთანავე. ინფორმაცია ბევრია და ადვილად ხელმისაწვდომია. მამაკაცებს უყვართ ცოდნის მიღება, ისინი სიამოვნებით უსმენენ ლექციებს ინტერნეტში, უყურებენ რაღაც ახალს, რისი დრო და საშუალებაც ადრე არ ჰქონდათ. კითხულობენ სტატიებს, არჩევენ გლობალურ საკითხებს. მიეცით მამაკაცს სიმშვიდე და პირადი სივრცე, რომ თქვენთან კომფორტულად იგრძნოს თავი.

მომავალი ცვლილებების მოლოდინი

მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის განსაკუთრებულია, რომ ის წინ მიიწევს და რაიმე ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს გააკეთებს. მხარი დაუჭირეთ მას და მოიხიბლეთ მისი ნებისმიერი მიღწევით, მაშინაც კი თუ ეს მიღწევა ჯერ მხოლოდ მის ფანტაზიაშია.

ღალატის ფსიქოლოგია

ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინეს, რატომ ღალატობენ ცოლები ქმრებს. მათ ქალბატონების ღალატის 5 ძირითადი მიზეზი გამოჰყვეს. მათივე აზრით, ქალის ღალატის შემთხვევაში დამნაშავეა არა მარტო ცოლი, არამედ ქმარიც.

• პირველი მიზეზი – ცივი, უყურადღებო და გულგრილი ქმარი, რომელიც არ ფიქრობს იმაზე, რომ ცოლს სითბო და ყურადღება სჭირდება. ქალბატონებს სურთ, მუდამ სექსუალურად და სასურველად იგრძნონ თავი;

• მეორე მიზეზი – ქალები ქმარს სამაგიეროს უხდიან. როდესაც პირველად ქმარი ღალატობს, ბევრი ქალი საპასუხოდ იმავეს აკეთებს. შურისძიების მიზნით, ისინი დაუფიქრებლად იჩენენ საყვარელს;

• მესამე მიზეზი – როდესაც წყვილის სექსუალური ტემპერამენტი ერთმანეთისას არ ემთხვევა. როცა ქმარს არ შეუძლია ცოლის დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში, ცოლი მას აუცილებლად უღალატებს;

• მეოთხე მიზეზი - ბანალურია, მაგრამ ხშირად ხდება: როდესაც ქმარი მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, ქალი სხვა მამაკაცთან ცდილობს, იპოვოს მრავალფეროვნება;

• მეხუთე მიზეზი – ნამდვილი სიყვარულისა და ვნების პოვნა, რაც ყველაფერს გავიწყებს, მათ შორის – ქმარსაც.

თუმცა, ცხადია, არანაირ ღალატს არ აქვს გამართლება. რაც უფრო მეტად უერთგულებენ მეუღლეები ერთმანეთს, მით მეტად გაძლიერდება ოჯახის საძირკველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...