ქალი და კაცი

ეს უნდა იცოდეთ

№14

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.04, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცით, რა მნიშვნელობა აქვს ხელების შემოხვევას?

როდესაც მამაკაცი ფრთხილად უახლოვდება უკნიდან საყვარელ ქალს და ხელებს ხვევს, ის წრეს კრავს. სინაზის წრეს, გაგების წრეს. ეს ცოცხალი წრეა, რომლის შუაშიც ქალს აყენებს. ამ გზით გაუცნობიერებლად ეუბნება მას, რომ მისი სამყაროს ცენტრია.

მამაკაცი ეხვევა ქალს და ქალიც გრძნობს, ამ ცხელი და მდუმარე ხელებიდან გამომავალ თბილ სხივებს. როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს, ამ დროს მას ფრთებს ასხამს. ამ წრეში ის მშვიდადაა. მყუდროდ. მდუმარე სინაზეში იძირება. აქ მის მკლავებში – დაცულია. უსაფრთხოდაა. მშვიდად. მყუდროდ.

ეს ყველაფერია, რასაც ყველა ქალი გაუცნობიერებლად დაეძებს. რასაც ელოდება, რისი იმედიც აქვს.

ხშირად მოეხვიეთ ქალს! შეკარით წრე მის გარშემო! აგრძნობინეთ თქვენი სამყაროს ცენტრად თავი გიყვარდეთ! უბრალოდ, გიყვარდეთ! მისთვის ეს აუცილებელია.

მიმაგრებულობის ემოცია

სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. სიყვარული სათნოებაა, რომელიც ყველა ადამიანურ სიკეთეს აერთიანებს, მათ შორის, თანაგრძნობასა და ერთგულებას.

როგორც წესი, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. ქალებს უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.

შეყვარებულ მამაკაცს თავისი ქვეცნობიერი გათქვამს.

✔️ ის უფრო დინჯი და მსუბუქად დაჟინებული ხდება;

✔️შეყვარებული მამაკაცი ხშირად იღიმება. ბედნიერება რადიკალურად ცვლის მისი სახის გამომეტყველებას. როდესაც საყვარელ ქალს ხედავს, მის სახეს მუდამ დასთამაშებს სიამოვნების ღიმილი;

✔️ქვეცნობიერი აიძულებს მამაკაცს, რომ საყვარელ ქალს შეეხოს. ეს შეიძლება, იყოს, თუნდაც, მსუბუქი შეხება საუბრის დროს. თუ მამაკაცი თქვენზეა შეყვარებული, ის რამის სათქმელად შორი მანძილიდან არ დაგიყვირებთ, მოვა ახლოს და მხარზე ხელის დადებით გაგრძნობინებთ, რომ რაღაცის თქმა სურს;

✔️საოცრად იცვლება მამაკაცი, როდესაც შეყვარებულია. პატარა ბავშვივით მოუსვენრობს. ცდილობს, გაგაოცოთ. გიახლოვდებათ, თვალებში გიყურებთ, გიწვევთ, მას უყუროთ და შეამჩნიოთ.

მხოლოდ სტერეოტიპი

გავრცელებული მოსაზრება, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებად ემოციურები არიან, მხოლოდ სტერეოტიპია. ფსიქოლოგთა კვლევებით დამტკიცდა, რომ მამაკაცებსაც მრავალფეროვანი და ემოციური ცხოვრება უყვართ და ქალებზე ნაკლებად არ ავლენენ გრძნობებსა და ემოციებს. მაგალითად, ცოლიანი მამაკაცები ძალზე ძლიერად რეაგირებენ ოჯახის წევრებსა და ცოლთან დაკავშირებულ სტრესებზე.

განსხვავება ისაა, რომ ერთსა და იმავე ვითარებას მამაკაცები და ქალები სხვადასხვაგვარად განიცდიან. მამაკაცები ცდილობენ, შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას. ქალები კი ჯერ ემოციებს ამოაფრქვევენ და მერე იწყებენ ფიქრს. ამის საფუძველი ტვინში მიმდინარე პროცესებია. ქალების ტვინის მარცხენა ლოგიკურ ნახევარსფეროსა და მარჯვენა ემოციურ ნახევარსფეროს შორის კავშირი უკეთესადაა აწყობილი, ვიდრე მამაკაცებისა. სწორედ ამიტომ ქალები უკეთ აღიქვამენ არავერბალურ საინფორმაციო სიგნალებს, მიმიკასა და ჟესტებს, მამაკაცები კი უფრო სწრაფად ივიწყებენ ემოციურ განცდებს.

მამაკაცები მეგობრების წრეში ერთმანეთს საინტერესო თემებზე ესაუბრებიან. ისინი მიჩვეულნი არიან ჯერ ფიქრს და შემდეგ აზრის გამოთქმას. ნორმალურმა მამაკაცმა იცის, რომ საკუთარი ოჯახის უზრუნველსაყოფად და მისი ინტერესების დასაცავად „მთები უნდა გადადგას“. თუ ეს არ გამოსდის, საკუთარ თავში იკეტება. მამაკაცთა უმრავლესობის აზრით, ემოციურობის გამოვლენა სისუსტისა და არადამაჯერებლობის ნიშანია. ის მამაკაცები, რომლებსაც საკუთარი ემოციების დაფარვა შეუძლიათ, სინამდვილეში ყველაზე მგრძნობიარენი არიან. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

✔️ნუ შეგეშინდებათ გულწრფელობის. მამაკაცის ღირსება ისაა, რომ რთულ სიტუაციებში შეძლოს ემოციების აღიარება;

✔️არაფერია სამარცხვინო – შეიძლება, კაცმაც განიცადოს შიში, ტკივილი, დაბნეულობა, სირცხვილი და ეს არ უნდა დამალოს;

✔️მამაკაცებს იმდენივე სისუსტე აქვთ, რამდენიც ქალებს. თუ კაცები მთელი ძალით ცდილობენ მათ მიჩქმალვას, იმიტომ რომ ასეა მიღებული საზოგადოებაში. შინ პრობლემებზე საუბარი კი ეხმარება მათ დაძაბულობისა და სტრესის დაძლევაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი