ქალი და კაცი

ეს უნდა იცოდეთ

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.09, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დღეს ბევრი რამ შეიცვალა. გოგონები უფრო აქტიურები გახდნენ, ზოგი თვითონ პატიჟებს ბიჭს პაემანზე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ბიჭებს ურჩევნიათ, გოგო დარჩეს პასიურ პერსონაჟად და ურთიერთობის მიმდინარეობა თვითონ წარმართონ. ისწავლეთ ფლირტის ძალიან პოპულარული და მუდამ ეფექტური რამდენიმე ჟესტი.

1. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიარულის მანერას. არ ღირს „თავქუდმოგლეჯილი“ სირბილი მაშინაც კი, თუ სადმე გაგვიანდებათ. იარეთ ნელა და მოხდენილად, თეძოების მცირე მოძრაობით. ყურადღება მიაქციეთ დგომის პოზას და შეეცადეთ, რომ ხერხემალი სწორად გეჭიროთ. ვარჯიშის შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ თქვენ იდეალური სიარულის მანერა გექნებათ.

2. ისწავლეთ მაცდური მზერა, სწორად შესრულებული მოქმედებით შეძლებთ, ნებისმიერი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ. უბრალოდ შეხედეთ მას თვალებში, გაიღიმეთ და ნელ-ნელა გადაიტანეთ თქვენი მზერა მის ტუჩებზე ან კისერზე. მთავარია, რომ ამის შემდეგ თავმდაბლად ჩამოუშვათ თვალები, თითქოს თქვენ არაფერ შუაში ხართ. ასეთი მოქმედების რამდენჯერმე გამეორება ზრდის ეფექტს.

3. ძალიან მნიშვნელოვანია თანამოსაუბრის მოსმენა. მამაკაცთან საუბრის დროს წამოჭერით ისეთი თემები, რომლებიც მისთვის საინტერესო იქნება. არასდროს შეაწყვეტინოთ, პირიქით, შეეცადეთ, განავითაროთ საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგეწონებათ მოცემული საუბრის მიმდინარეობა, ფრთხილად მიეცით მას მიმართულება ისე, რომ სალაპარაკო თემა თქვენი ინტერესის მიხედვით შეიცვალოს.

4. აუცილებლად გაიღიმეთ. რაც უფრო იდუმალი, მორიდებული და გულწრფელი იქნება თქვენი ღიმილი, მით უფრო სწრაფად დაინტერესდება ის თქვენით. იცოდეთ, რომ სწორედ, ღიმილში აისახება თქვენი აზრები. სცადეთ გაუღიმოთ და იმავდროულად, წარმოიდგინოთ, როგორ კოცნით მას. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და გაგახარებთ.

5. არ შეგეშინდეთ ფანტაზიის გამოყენება და წაეთამაშეთ საკუთარ თმას, მაგალითად, შეისწორეთ ვარცხნილობა, თითზე დაიხვიეთ თმა ან ხელით გადაივარცხნეთ. ეს მოქმედებები მამაკაცებში ძლიერ ინტერესს აღძრავს და აიძულებს თქვენთან აქტიურ თამაშში ჩაერთოს.

ზოგჯერ ქალი მიდის

ზოგჯერ ქალიც მიდის.. არა იმიტომ, რომ აღარ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ გაიგოს, რამდენად უყვარს ის მამაკაცს.

მიდის, რომ მამაკაცმა გააცნობიეროს, რამდენად საჭიროა ის მისთვის.

ქალი არასოდეს წავა მიზეზის გარეშე. თუ მამაკაცს ექს-ის იარლიყი მიეკვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააფასა ქალი, ვერ გამოხატა საკმაო სითბო და სიყვარული, რაღაც მომენტში ვერ გაიგო მისი გულისთქმა, გრძნობები და სურვილები. და რაც მთავარია, მამაკაცმა ვერ შეძლო, დაენახვებინა ქალისთვის, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი.

ქალი არასოდეს მოინდომებს, მიატოვოს ისეთი მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს აგრძნობინებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მას უყვარს ეს მამაკაცი. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია, ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ის წასვლისას. ეს ყველაფერი არის გამოცდა ან რაც გინდათ, ის უწოდეთ. თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, ეს გამოცდა აუცილებლად უნდა გაიაროს. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ის არ უყვართ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ, რამდენადაც ძლიერ არ უნდა უყვარდეს ქალს, ამის გარეშე მისი დაბრუნება გამორიცხულია. ოცჯერ რომ გაგაგდოთ, ოცდამეერთედ მიდით მასთან. თუ ყვავილებს არ მიიღებს, რამე დაუწერეთ ფანჯრების წინ. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ, როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი გამოჩენით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩეს.

მაგრამ თუ ხელებს ჩამოუშვებთ და არაფერს გააკეთებთ, ეს მხოლოდ დაარწმუნებს იმაში, რომ სწორად მოიქცა, როცა მიგატოვათ.

თუ სიყვარულია, ეცადეთ არ დაკარგოთ ის. სიყვარულის ღირსი მხოლოდ ის არის, ვინც არ ნებდება. რაც შეიძლება, ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს იმის შეგრძნება, რომ ის თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია.

გამოწვევა მამაკაცისთვის

კაცებისთვის ახალი ურთიერთობის დაწყება ზოგჯერ პრობლემებისგან თავის დაღწევის, წყენისა და უკმაყოფილების დავიწყების საშუალებაა. ასეთ დროს ისინი საყვარელ ქალს მარტო ტოვებენ რთული გამოწვევების წინაშე და ხშირად ღალატობენ კიდეც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არც უნდა ეცადოთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კაცი ქალს გაუცნობიერებლად ღალატობს. ეს ხდება მაშინ, როცა ის ალკოჰოლის ან იმპულსური ემოციის ქვეშაა და უბრალოდ, არც იცის, რას აკეთებს. ცხადია, ეს მის ქმედებას არ ამართლებს.

არის შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს ისეთ ღალატთან, რომელიც მხოლოდ სექსს უკავშირდება და ის ემოციებითა და გრძნობებით არ არის ნაკარნახევი. არის კაცების კატეგორია, რომელიც მიდრეკილია ამისკენ. თუ თქვენს პარტნიორს მსგავსი რამ შენიშნეთ, მისგან თავი შორს დაიჭირეთ, თუ გინდათ, რომ გულნატკენი არ დარჩეთ.

ხშირ შემთხვევაში ღალატის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კაცი ქალს მომხიბვლელად აღარ მიიჩნევს და მის მიმართ ლტოლვა უქრება. ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა პარტნიორებს შორის აღარ არის მიზიდულობა. ამ დროს, პირველ რიგში, მათ მშვიდად უნდა ისაუბრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას სკანდალური დასასრული ელის.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც უჭირთ იმის აღიარება, რომ ურთიერთობაში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობენ, რომ დაშორება უნდათ და მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე მარტივი გზაა ურთიერთობის დასასრულებლად. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია ის, რომ მსგავსი ქცევა არ შეესაბამება მორალურ სტანდარტებს და ყოველთვის სჯობს, ადამიანს გულწრფელად უთხრათ, რომ აღარ გინდათ მის გვერდით ყოფნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი