ქალი და კაცი

ეს უნდა დაიმახსოვროთ

№20

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.05, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

აბა, ვინ იცის, რა უნდათ ქალებს სინამდვილეში?

მოდი, დავიწყოთ:

✔️სპონტანურობა

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი ღამე მისი ფანჯრის ქვეშ უნდა დაუკრათ. უბრალოდ, აჩვენეთ თქვენს საყვარელ ქალს სპონტანურობა პატარა რაღაცებში: გამოიწვიეთ საცეკვაოდ სეირნობის დროს ან მისწერეთ მოულოდნელად... ქალებს მოსწონთ იმაზე ფიქრი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

✔️მეტი დაჟინება

როცა ქალი ამბობს „არას”, ყოველთვის უარყოფას არ გულისხმობს. ზოგჯერ ქალის სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს. მათ სურთ, საყვარელმა მამაკაცმა აჩვენოს და დაუმტკიცოს, რომ ერთადერთი შესაძლებელი პასუხი მის შეთავაზებაზე „კი“ იქნება.

✔️ ინსპირაცია

რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, აუცილებელია, გამოიჩინოთ გულწრფელი ინტერესი მისი საქმის მიმართ. მსახიობობაზე ოცნებობს? საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა? სურს, რომ მარათონზე ირბინოს? ყველა საკითხში მისი შანსები გაორმაგდება, თუ ბევრჯერ გაუმეორებთ ერთ მარტივ ფრაზას: მე შენი მჯერა!

✔️საჩუქრები

ღრმააზროვანი საჩუქრები ქალების გულისცემას აჩქარებს! უბრალოდ, ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობს. ადრე თუ გვიან, მისი საუბრიდან აუცილებლად გაიგებთ, რა უყვარს – ქოთნის იები, სათამაშო, რომელიც ბავშვობას ახსენებს თუ რომელიმე მწერლის წიგნი.

ახლა უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ.

✔️ იუმორის გრძნობა

მეცნიერებმაც კი დაამტკიცეს, რომ სიცილი მიმზიდველობას ზრდის. იცინეთ და იხუმრეთ ბევრი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, მაგალითად: საყვარელი ქალის კაბაზე, ვარცხნილობაზე ან ოჯახზე.

✔️ყურადღება და ზრუნვა

ნუ დაურეკავთ დღეში ასჯერ და ნუ გაუგზავნით მილიონ წერილს, ნუ მოაბეზრებთ თავს. რამდენიმე მარტივი და გულწრფელი კითხვით აგრძნობინეთ, რომ მართლა ზრუნავთ მასზე. არ დაგავიწყდეთ, ჰკითხოთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, როგორ გრძნობს თავს, რა სურს და რაზე ფიქრობს. ქალებს ასეთი შეკითხვები ჰაერივით სჭირდებათ.

✔️ პოზიტივი

ფსიქოლოგების აზრით, ქალი და მამაკაცი ერთად შეკავშირებულ ჭურჭელს ჰგვანან, თუ ერთი კარგ განწყობაზეა, დიდხანს მეორეც ვერ იქნება ცუდზე. სტაბილური კარგი ხასიათი ერთ-ერთია იმ ძვირფას საჩუქართაგან, რის მიცემაც კაცს ქალისთვის შეუძლია. უბრალოდ, გაიღიმეთ უფრო ხშირად, გაუზიარეთ მას კარგი ემოციები და შედეგიც არ დააყოვნებს.

✔️მხარდაჭერა

ყველას გვაქვს პერიოდი, როცა გვინდა, შევეშვათ ყველაფერს, თავი ჩავრგოთ ბალიშში და მთელი დღე ვიტიროთ. მეცნიერების მტკიცებით, ქალები ბუნებით ბევრად უფრო ემოციურები არიან და უფრო ხშირად არიან მოწყენილები, აქვთ დეპრესია ან მელანქოლია, ვიდრე კაცებს. ესაა, რატომაც ქალებს მუდმივად სჭირდებათ ვიღაც, ვის მხარზე ტირილსაც შეძლებენ და ვინც დაჰპირდება მათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

✔️ გულწრფელობა

შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, როგორი შეუფასებელი რამ არის გულწრფელობა ქალებისთვის. თუ თქვენ საღამოს მეგობრებთან ყოფნა გირჩევნიათ, უთხარით მას ეს. არ მოიგონოთ სულელური არგუმენტები და არ უთხრათ, რომ ბევრი სამუშაო გაქვთ. ქალების უმეტესობა ხვდება, როცა ატყუებენ.

✔️პატივისცემა

თუ თქვენ ქალები ისევ სუსტ არსებებად მიგაჩნიათ, მაშინ არაფერი გცოდნიათ მათ შესახებ. თავში გრანდიოზული იდეები მოსდით და ახორციელებენ კიდეც. ქალებმა იციან საკუთარი თავის ფასი და მამაკაცებისგანაც მოელიან დაფასებას. ბედნიერება თქვენთანაა და ისწავლეთ მისი დაფასება.

გვზღუდავს ჩვენი აზროვნება

ფიქრები ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ის მთლიანად ცვლის თქვენს დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, მოქმედების გეგმას და შესაბამისად, შედეგებს.

როცა გრძნობთ, რომ რაღაც არ გამოგდით და ყველაფერი თითქოს იმას განიშნებთ, რომ ეს თქვენი საქმე არ არის, თქვენ არასწორ გზაზე ხართ, უდიდესი ალბათობით, თქვენ დაწყებისთანავე დანებდებით.

არასოდეს იფიქროთ იმაზე, რომ რაღაც უკვე გვიანაა, ასაკით არ ხართ შეზღუდული. თქვენ, უბრალოდ, საკუთარი აზროვნება და იდეები გზღუდავთ.

ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს საზღვრებს, განსაკუთრებით კი მანამ, სანამ არ ეცდებით. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს დადებით მხარეებზე. შრომისა და ძალისხმევის დახარჯვის სურვილზე. ისე იმოქმედეთ, არ ინერვიულოთ. დაწყებამდე არ იფიქროთ, რომ უკვე წარუმატებელი ხართ. შეინარჩუნეთ პოზიტიური და კონსტრუქციული აზროვნება, რადგან ესაა მთავარი, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

დაივიწყეთ თქვენი ასაკი – მას იშვიათად აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც თქვენ ფიქრობთ. ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილეთ ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ესაა წარმატების საიდუმლო.

გახსოვდეთ – არასდროს არის გვიან, გახადოთ თქვენი ცხოვრება შესანიშნავი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი