ქალი და კაცი

ერთი ნაბიჯი სიყვარულამდე

№8

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.03, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალებს ყოველთვის უჭირთ მამაკაცის ხასიათის ამოცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს „აყრუებს“, „ამუნჯებს“ და რაც ყველაზე სახიფათოა – „აბრმავებს“, ამიტომ ვიდრე გულს ამურის ისრებს მიუშვერდეთ, კარგად დააკვირდით თქვენს რჩეულს. უპირველესად, ამოიგდეთ თავიდან ოცნება გოლიათებზე. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ერთგული მამაკაცის საშუალო სიმაღლე, ჩვეულებრივ, 175 სანტიმეტრს არ აღემატება, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს:

ჯერ ერთი – დაბალ მამაკაცში პროცენტულად ნაკლებია ჰორმონ ტესტოსტერონის დონე და ამიტომ ვერასოდეს გადაიქცევა საკუთარი ვნებების მონად.

მეორეც – ქალებში იგი ნაკლებ პოპულარულია, სხვათა შორის, სრულიად დაუმსახურებლად, თუმცა სავსებით მისაღებია მათთვის, ვისაც სიმშვიდე და მყუდროება უყვარს.

ძალიან მაღალ მამაკაცებს თავად ბუნება უბიძგებს ღალატისკენ.

ასევე არსებობს პირდაპირი კავშირი მამაკაცის ვარცხნილობასა და საპირისპირო სქესთან მის დამოკიდებულებას შორის. თუ მამაკაცს საშუალო სიგრძის თმა უკან აქვს გადავარცხნილი, იგი ტრადიციების მიმდევარია და ძნელად ეგუება სიახლეებს. ქორწინებას სერიოზულად ეკიდება. ცოლს იშვიათად ღალატობს და მისგანაც მოითხოვს ერთგულებას.

ტყუილად ფიქრობთ, რომ თუ მამაკაცი გრძელ თმას ატარებს, ის აუცილებლად ქარაფშუტა და მექალთანეა. პირიქით, სწორედ ისინი არიან განსაკუთრებით გულჩვილნი, ერთგულნი და სიკეთით აღსავსენი, რასაც ვერაფრით იტყვი იმ მამაკაცებზე, რომლებიც თმას ძალიან მოკლედ იჭრიან.

თუ მამაკაცს თმა ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი, შუბლზე კი უწესრიგოდ ჩამოყრილი, იგი საშინელი ეგოისტია და საერთოდ არ აინტერესებს, რას განიცდის მისი პარტნიორი.

ეძებეთ მამაკაცი, რომელსაც ერთმანეთთან ახლოს ღრმად ჩამჯდარი თვალები აქვს. თუ ასეთი მამაკაცი გეტყვით, რომ უყვარხართ, ყოყმანი და ზედმეტი შეკითხვები საჭირო არ არის – არ ტყუის, დაუფარავად გეუბნებათ იმას, რასაც განიცდის და ეს გრძნობა მას დიდხანს გაჰყვება.

თუ მამაკაცს ოდნავ წამოწეული ყურები აქვს, იგი ყურადღებიანი და მზრუნველია. თუმცა, თქვენ არ იქნებით გამონაკლისი, სხვების მიმართაც ზუსტად ისევე გამოავლენს ამ თვისებებს, როგორც თქვენდამი.

სქელი, ხორციანი ტუჩები იმპულსურ მამაკაცებს აქვთ, რომლებსაც უყვართ მომენტის გამოყენება. თუმცა შემდეგ შეიძლება, ინანონ კიდეც.

ის, ვინც თავისი რჩეულის ერთგულია, არც იმას დაიზარებს, ხშირად გამოიცვალოს პერანგი, თუმცა ერთგული მამაკაცი იცვამს სადად და კომფორტულად. მას შეუძლია, ხუთ წელს გაუხდელად ატაროს საყვარელი სვიტერი. წარმოიდგინეთ, თუ უბრალო მაისურის მიმართ ასეთი ერთგულია, თქვენ, მით უმეტეს, ვერ შეგელევათ.

აუცილებლად გაიგეთ, რით არის ის დაკავებული. მამაკაცის საქმიანობა ზედმიწევნით ზუსტად მეტყველებს ხასიათზე. ერთგული მამაკაცები უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც მათგან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

თუ თქვენი რჩეულის თანამშრომელთა უმრავლესობა ქალია, ნუ შეგეშინდებათ. ქალების საზოგადოებას მიჩვეული კაცი მათ ყოველგვარი ემოციების გარეშე აღიქვამს. თანაც, ეცდება, მოერიდოს ინტრიგებს.

და ბოლოს, სამუშაო, რომელიც დიდ ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს, მამაკაცს ყოველთვის უჩენს იმის სურვილს, სადმე მოეშვას, მაგალითად – საყვარელთან.

რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ახასიათებს მოღალატე მამაკაცს:

👉მისი მეგობრები, ძირითადად, თავისუფალი, დროსტარების მოყვარული ხალხია, რომლებსაც ოჯახი დიდად არ ეხატებათ გულზე და შინ მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად შედიან;

👉საერთოდ არ არის ეჭვიანი;

👉 პათოლოგიურად ეჭვიანია;

👉 როცა ღალატზე ელაპარაკებით, ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ სხვა ქალები საერთოდ არ აინტერესებს;

👉სპორტზე ჭკუას კარგავს. უყვარს ყველაფერი – წყლის თხილამურებიდან დაწყებული, ბოულინგით დამთავრებული;

👉შვებულების გატარება ხმაურიან და ხალხმრავალ კურორტზე ურჩევნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი