ქალი და კაცი

დიდი სტრესის მიზეზი

№24

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.06, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ დაქორწინებული ქალი უფრო მეტ სტრესულ სიტუაციაში ხვდება, ვიდრე მარტოხელა. სტრესი კი იწვევს უძილობას, გაღიზიანებასა და თავის ტკივილებს. კვლევებით გამოვლინდა, რომ ქალების 46 პროცენტს ქმრების გამო უფრო აქვს სტრესი, ვიდრე შვილის.

გამოკითხული ხუთი ქალიდან, ერთი ყოველთვის ამბობს, რომ სახლში მოვალეობების არათანაბარი განაწილების გამო ყველაფრის გაკეთება თავად უწევს.

სწორედ იმიტომ, რომ ოჯახში ქალი თავის თავზე იღებს ძალიან ბევრ რამეს, საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩება. იგი პასუხისმგებლობას გრძნობს ყველასა და ყველაფრის მიმართ. და თუ რამე არასწორად გამოვიდა, თავს იდანაშაულებს. ქალებმა აღიარეს, რომ დროის უქონლობის გამო გახდნენ უხასიათოები და აგრესიულები.

ხშირად ცოლებს ისეთი რამეების გაკეთება უწევთ, რაც ქმრებმა უნდა გააკეთონ. მაგალითად, ცოლები თავის თავზე იღებენ საოჯახო საყიდლებზე სიარულს, ონკანის შეკეთებას, მძიმე ნივთების ან ავეჯის გადაადგილებას, რაიმე მოწყობილობის დამონტაჟებას. ქალების 20%–მა აღიარა, რომ ისინი დახმარებას ქმრებს სთხოვდნენ, თუმცა ბოლოს ამ საქმეების შესრულება მაინც თავად უწევდათ.

ისიც დადგენლია, რომ 43 წლამდე მამაკაცი ისე იქცევა, როგორც ბავშვი. ამიტომ ქალებს ქმრებზე ზრუნვა დედასავით უწევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შვილებს ეთამაშებიან, ცოლებმა აღიარეს, რომ ქმრები ისე ერთობიან შვილებთან, სულ ავიწყდებათ პასუხისმგებლობა, სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა. საბოლოოდ ყველაფერი ისევ ქალების მოსაწესრიგებელი ხდება.

ქალბატონებო, თუ არ გინდათ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადოთ, თავიდანვე ნუ დათმობთ პოზიციებს. გადაანაწილეთ მოვალეობები და უბიძგეთ თქვენს ქმარს, თავადაც მოაგვაროს ის პრობლემები, რაც ოჯახში იჩენს თავს. ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი სულაც არაა. პირველ რიგში, იზრუნეთ საკუთარ თავზე, მერე – მეუღლეზე და შემდეგ ერთად – საერთო შვილებზე.

მთავარია ურთიერთგაგება

სულაც არ არის იმის დანახვა რთული, რომ კაცს უყვარს ქალი, რადგან ასეთ დროს მასთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც პატარა ბავშვთან: დაჰყავს ხელჩაკიდებული, კოცნის ცხვირზე და საჩუქრებით ანებივრებს. ცდილობს, არაფერი აწყენინოს. ის მისი პატარა, ერთი ციცქნა ბედნიერებაა. ყიდულობს მისთვის ნაყინს, შოკოლადებს, მოსწონს, როდესაც თავისი ხელით აჭმევს, უწყობს სიურპრიზებს. მზრუნველია – აფარებს საბანს, სთხოვს, რომ თბილად ჩაიცვას, რადგან გარეთ ცივა, თითქოს მის გარეშე დაიკარგება… და ყველაზე მეტად მისი დაკარგვის ეშინია!

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ.

ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისთვის უკვე სულერთია, კაცი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი ან რა მანქანა ჰყავს მის მეორე ნახევარს. თანამედროვე ქალისათვის მთავარია ურთიერთგაგება! სუსტი სქესის წარმომადგენელს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.

ქალებს, რომელთა მეორე ნახევარსაც შეუძლია, გაიგოს, თუ რატომ ბრაზდება მისი პარტნიორი, ურთიერთობით კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება თავად მამაკაცსაც ანიჭებს ბედნიერებას. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეუძლია, ამ ურთიერთობით თავად უფრო კმაყოფილია.

ცხოვრების გაკვეთილები

თუ გინდათ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, გაითვალისწინეთ ცხოვრების გაკვეთილები და ის აუცილებელი პირობები შეასრულეთ, რომელთა გარეშეც წინ ნაბიჯს ვერ გადადგამთ.

✔️ წარსულიდან გამოყოლილი დანაშაულის, თუ სინანულის განცდებს აწმყოში არაფერი ესაქმებათ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ისაა, რომ ხელს გიშლიან დღევანდელი დღით ტკბობაში. კარადის დალაგების დროს ხომ ახარისხებთ იმ ნივთებს, რომელშიც მართალია, ფული გადაიხადეთ, მაგრამ ახლა ან აღარ გიხდებათ, ან აღარ მოგწონთ, ან უკვე ძველმოდურია, ამიტომ, ადგილს ათავისუფლებთ. ზუსტად ასევე, უნდა განსაზღვროთ, რა აღარ გჭირდებათ ცხოვრებაში – მათი გაშვების დროა. თუ საჭიროა, მოიხადეთ ბოდიში, აპატიეთ და აირჩიეთ ცხოვრება დანაშაულისა და სინანულის გარეშე.

✔️ ადამიანები ყიდულობენ იმაზე მეტ ტანსაცმელს, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. აგროვებენ იაფფასიანი კაბებისა თუ ფეხსაცმელების მთელ კოლექციას. ამით ისინი ცდილობენ, სხვა ადამიანებს დაანახვონ, რამდენად ჭკვიანები, ლამაზები, სექსუალურები და მიმზიდველები არიან. მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ, რომ თუ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი თავის ჩვენება და მის გულში ადგილის დამტკიცება გჭირდებათ, ეს სიყვარული არ არის. მოდუნდით, ამოისუნთქეთ და მიეცით სხვებს საშუალება, რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ.

✔️ შვებაა იმის ცოდნა, რომ არ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. როგორც მძიმე და შეუსაბამო ტანსაცმლის ტარებაა დამღლელი, ზუსტად ასევეა სხვების მოლოდინების ტარება. ჩაიცვით ის ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც გსურთ. იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. სხვა დანარჩენი, უბრალოდ, ზედმეტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი