ქალი და კაცი

დახუჭული თვალები

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ცნობილი ფაქტია, რომ შეყვარებულ მამაკაცს საყვარელ ქალთან ყოფნის სურვილის გამო ძალიან ბევრ რამეზე შეუძლია თვალი დახუჭოს. მაგალითად, მის არაპუნქტუალურობაზე, უდიპლომობაზე და იმაზეც, რომ სამზარეულოსი არაფერი გაეგება. მაგრამ არსებობს ქალში ის თვისებები, რომლებიც კაცებს საშინლად აფრთხობს.

• ფსიქოლოგთა მტკიცებით, „სწერვა“ ქალები მამაკაცებისთვის ინტრიგან, სკანდალების მოყვარულ ადამიანთან ასოცირდებიან, ამიტომ მათთან ურთიერთობას და ნერვების მოშლას თავის შორს დაჭერა ურჩევნიათ;.

• სერიალის საყვარელი ეპიზოდის მილიონჯერ მოყოლა, ფეხსაცმლების მაღაზიები, ახალი ამბები თანამშრომლებზე, გამოძიებები დაქალების ბოიფრენდებზე და გაუთავებელი განხილვები სასურველ მამაკაცს აუცილებლად გაგიქცევთ. შეეცადეთ, ილაპარაკოთ ნაკლები და ისიც, მისი ინტერესების ფარგლებში;

• ქრონიკული ეჭვიანობა მამაკაცისთვის ბორკილების ტოლფასია. ეჭვები, სკანდალები, მუდმივი კითხვები: „სად იყავი?“ „ვინ დაგირეკა?“... ტელეფონის შემოწმება და მსგავსი სცენები ერთხელაც მარტოს დაგტოვებთ. ურთიერთობაში მამაკაცს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს. პირველი – იყოს სასურველი და მეორე – თავისუფალი. ამიტომ, თუკი გასაქანს არ მისცემთ და იგრძნობს, რომ თქვენს კლანჭებში მოხვდება, ზურგს შეგაქცევთ. ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოახერხებს მამაკაცის „კონტროლს“ ისე, რომ ის ამას ვერ მიხვდეს;

• მზრუნველ მამაკაცსაც შეუძლია, მშრალზე დაგტოვოთ, თუკი უმადურობას შეგატყობთ. ამიტომ, იყავით მადლიერები, მიანიჭეთ განსაკუთრებული მნიშვნელობა უბრალო საჩუქარსაც კი. ნუ მისცემთ საყვარელ მამაკაცს იმის უფლებას, თქვენთვის განკუთვნილი ყურადღება სხვისკენ მიმართოს.

ცხოვრება რთულია

ამბობენ, რომ ცხოვრება რთულია. ხშირად გვიჭირს, სამყაროში ჩვენი ადგილის პოვნა, სწორი არჩევნის გაკეთება, გარკვეულ სიტუაციებში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ არსებობს კანონები, რომელთა ცოდნა ძალიან გაგვიიოლებს ამ ყველაფერს.

• ვიბრაციის კანონი

მიიჩნევენ, რომ ვიბრაციის კანონი ცხოვრების მთავარი სახელმძღვანელოა. იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, პირველ რიგში, ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ვიბრაციას. ანუ, უნდა არსებობდეს ენერგიული კავშირი თქვენს აწმყოსა და თქვენს მიზნებს შორის.

მაგალითად, თუ გსურთ მეტი ფული, უნდა გქონდეთ შესაბამისი ფიქრები და განწყობა, იყოთ ღია შესაძლებლობებისთვის და გაუცნობიერებლად ფინანსური წარმატების გზიდან არ გადაუხვიოთ.

ამ კანონის მიხედვით, ის, თუ ვინ ხართ და რა გინდათ როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად, ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

• კარმის კანონი

კარმა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, სამყაროში არაფერი არ იკარგება. ყველა კარგ ქმედებასა და ყველა ცუდ ქმედებას აქვს თავისი ეფექტი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი, აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

თუ თქვენ ირჩევთ სიკეთესა და სიყვარულს, თქვენი მომავალიც ასეთივე იქნება, ხოლო თუ ბოროტ გზას ირჩევთ, მაშინ რეალობა არც მომავალში შეიცვლება.

• მუდმივი მოძრაობის კანონი

ფიზიკის მიხედვით, ყველაფერი ყოველთვის იცვლება და მოძრაობს. მოვლენები უცვლელი არ რჩება და ჩვენ ვერ ვაჩერებთ დროს. შეეგუეთ, რომ ხშირად წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, რადგან ზოგიერთი მოვლენის შეჩერებას მაინც ვერ შეძლებთ. ამისთვის ნერვიულობა არ ღირს.

• ოქროს წესი

ოქროს წესი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრინციპი, რომელიც ურთიერთობებში გამოგადგებათ – მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, თქვენ მოგექცნენ.

• ინერციის კანონი

ფიზიკა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვასწავლის. ინერციის კანონი გვეუბნება, რომ გაჩერებულ ობიექტს, აქვს მიდრეკილება დარჩეს ამ მდგომარეობაში. ანუ, თუ გსურთ, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, უნდა დაიწყოთ მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ერთ ადგილზე დარჩებით, რადგან არავინ მოვა, რათა დაგეხმაროთ თქვენი გეგმების განხორციელებაში – ეს არის ის, რაც თქვენ თავად უნდა გააკეთოთ.

კაცური სოლიდარობა გვჭირდება

როგორც იქნა, მეცნიერებმა დაადგინეს – რა სურთ ქალებს. მაგრამ ამასობაში ქალებმა გადაიფიქრეს... მაგრამ ფაქტია, როცა ქალზე არ ფიქრობ, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს.

ქალებს ყველაზე მეტად უყვართ ბარათი წარწერით: „ძვირფასო, დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე გუშინ “.

ქალებს ღმერთკაცები ურჩევნიათ და არა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცები.

მაგრამ ღმერთკაცებსაც ალოდინებენ. ქალი იტყვის, რომ 10 წუთში მზად იქნება, კაცი იცდის, მიუხედავად იმისა, რომ იცის მისი 10 წუთი რამდენსაც ნიშნავს.

ზოგჯერ ქალები ბავშვებივით არიან, უყვართ უარის თქმა. მთელი დღის განმავლობაში ელოდებიან ზარს იმისთვის, რომ არ უპასუხონ.

იქნებ ეს იმიტომ, რომ მეტი ჟინი უნდათ? როდესაც ქალი გეუბნებათ „არა“, ეს სინამდვილეში სულაც არ ნიშნავს არას.

ახლა იმასაც ამბობენ, მამაკაცებმა არ იციან რა სურთ ქალებსო.

როგორც ამბობენ, საკითხი ასე დგას: ქალს რომ გაუგო, გულით უნდა იგრძნო. არ უნდა მოუსმინო, რადგან ლოგიკით შეიძლება, ვერ გაუგო, მით უფრო, თუ ამას კაცური; „სწორხაზოვანი ლოგიკით“ მიუდგები. უბრალოდ, ის უნდა შეიგრძნო.

არც კი ღირს აღნიშვნა იმისა, რომ ქალები უფრო ემოციური ნატურები არიან, უფრო მეტად მელანქოლიურები. ქალი უანგაროა და ამაყი.

მაშინ რატომ ბრუნდება კაცი შინ თაიგულების გარეშე? სახლში დაბრუნებულ ცოლებს ერთი კოცნა რატომ არ ხვდებათ კარის ზღურბლთან, ჩახუტება როდიდან გახდა ძნელი და დიდი დროის წამრთმევი, რატომ ვერ გრძნობს ქალი თავს იმედიანად, როცა გვერდით ჰყავხართ... ან კიდევ ამდენი წელი გავიდა და რით ვერ დაიმახსოვრეთ, რა ახარებს მას.

ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დააბრალებს ქალს სამოთხიდან გამოდევნას. ნამდვილი მამაკაცი წუხს იმაზეც, რომ სიყვარული ქრება და წვრილმანებზე იხარჯება.

ასეა, ქალბატონებო, სუნამო ორთქლდება, ყვავილები ჭკნება, მაგრამ ყოველთვის დარჩება ბარათი წარწერით: „ძვირფასო, დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე გუშინ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...