ქალი და კაცი

ბედნიერი ცხოვრებისთვის

№18

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 15.05

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბედნიერება ყოველდღიურობაშია, თუმცა ბევრმა ეს არ იცის. ზის და ელოდება, როდის ეწვევა. ცოტას დაგეხმარებით და გთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რაც ბედნიერების აღქმას გაგიმარტივებთ.

1. ივარჯიშეთ რეგულარულად

კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიში დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასე თავიდან აიცილებთ სახსრებისა და წელის/ზურგის ტკივილს, ხოლო თქვენი სხეული, უჩვეულო ენერგიით აივსება.

2. გონივრულად მიუდექით ფინანსებს

თუ ამის საჭიროება არ არის, არ იყიდოთ;

თუ ეს თქვენი შემოსავლის 10 პროცენტზე მეტი ღირს, მაშინ არ იყიდოთ;

თუ ეს ფულის გამომუშავებაში არ დაგეხმარებათ, მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდეთ, თუ ფასს არ უყურებთ.

3. აირჩიეთ ის პროფესია, რომელიც გიყვართ

სიყვარულისა და ინტერესის გარეშე მუშაობა სტრესისა და დეპრესიის წინაპირობაა. თუ უკვე არასწორად აირჩიეთ პროფესია, იფიქრეთ სამსახურის შეცვლაზე, საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ან ახალი კარიერული გზის გაკვალვაზე.

4. იყოლიეთ 3 ნამდვილი მეგობარი

ნამდვილ მეგობრებს უნდათ, რომ წარმატებული და ბედნიერი იყოთ. მათ არა მხოლოდ სურთ ეს, არამედ გეხმარებიან კიდეც. მაშინაც კი, თუკი ცხოვრება აგერიათ, ისინი თქვენთან არიან, რათა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარონ. იპოვეთ ასეთი ადამიანები.

5. გაიჩინეთ შემოსავლის დამატებითი წყარო

თუ ამჟამინდელი სამსახური ვერ აკმაყოფილებს თქვენს ყველა საჭიროებას, იპოვეთ დამატებითი შემოსავალი. დაიმატეთ რამე ისეთი სამსახური, რისი კეთებაც სახლიდან, ან სამსახურის შემდეგ შეგიძლიათ.

ატანა შეუძლებელია

ამბობენ, რომ თუ ქალი შეყვარებულია, ის ამ ურთიერთობისთვის ყველაფერს დათმობს. სინამდვილეში ასე არ ხდება. ყველაფერს აქვს საზღვარი და არსებობს მიზეზები, რის გამოც, ქალს შეუძლია, მიატოვოს საყვარელი მამაკაცი. მაშინაც კი, თუ შეყვარებულია.

მაგალითად, თუ:

👉მამაკაცს არ სურს კომფორტის ზონის დატოვება – სიახლეები ყველა ურთიერთობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუ მამაკაცს არ სურს არაფრის შეცვლა, ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციული ყოველდღიურობა კი ძალიან მოსაწყენია, თუ დაჟინებით მოითხოვს ყოველი შვებულების ერთსა და იმავე ადგილზე გატარებას, არ შეუძლია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაშინ მას აუცილებლად მიატოვებენ;

👉მამაკაცი ქალს ადანაშაულებს, რომ „ზედმეტად მაღალი“ მოლოდინები აქვს – თუ პარტნიორი უარს ამბობს ქალის მოსმენაზე და იმავდროულად, ადანაშაულებს, რომ არარეალური მოთხოვნები აქვს, მაშინ ეს ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება;

👉 მამაკაცი მეგობრებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს – ეს არის სიგნალი იმისა, რომ მამაკაცის ცხოვრებაში ქალს უმნიშვნელო ადგილი აქვს. არც ისე დიდი დრო იქნება საჭირო, რათა ეს ურთიერთობა დასრულდეს, თანაც – სამუდამოდ.

👉მამაკაცი ფარულად მოქმედებს – გულწრფელობისა და გახსნილობის ნაკლებობა ნებისმიერ ქალს გაუჩენს სურვილს გაწყვიტოს ურთიერთობა. არავინ იმსახურებს ტყუილს, ღალატსა და უპატივცემულობას;

👉მამაკაცი არ არის ქალის გვერდით მაშინ, როდესაც ძალიან სჭირდება – მამაკაცი არ იზიარებდეს ქალის ემოციებს – ტკივილსა თუ მწუხარებას, ასეთი ნამდვილად არავის უნდა;

👉მამაკაცი უგულებელყოფს ქალის მოსაზრებებს – როდესაც მამაკაცი გამუდმებით ფიქრობს, რომ ქალის სურვილები და საჭიროებები პრიორიტეტული არ არის. ღირსების შელახვა ქალისთვის ყველაზე მტკივნეულია;

👉ქალი ვერ ხვდება, საერთოდ, რჩეულ მამაკაცს აინტერესებს თუ არა ის – იმის ნაცვლად, რომ მამაკაცმა აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორი, არაფრის გაკეთება არ სურს, მის გვერდით ქალი არასოდეს იგრძნობს თავს კომფორტულად. დაუფასებლობის განცდის გამო, ქალი მას აუცილებლად მიატოვებს.

ყველასთვის სასურველი

არსებობენ ქალები, რომლებიც თითქმის ყველა მამაკაცს მოსწონს. როგორები არიან ისინი?

მოდი, ცოტას გიკარნახებთ..

👉 ისინი იღიმებიან მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობენ

ყველა ელოდება, რომ ქალი მუდამ ლამაზი და მოღიმარი იქნება. ამიტომ, გაიღიმე მაშინ, როცა ბედნიერი ხარ და მაინც გაიღიმე, თუ მოწყენილი ხარ. მამაკაცებს მოსწონთ ქალი, რომელიც იღიმება;

👉 იყავით ლამაზი და იგრძენით თავი ლამაზად

ეს ქალები ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე. ამას ელეგანტურობა ეწოდება. ლამაზად გამოიყურებიან – თუნდაც სუპერმარკეტში. საქმე ეხება არა მამაკაცების მოზიდვას, არამედ უფრო მეტად გარეგანი იმიჯის საშუალებით, სიამაყის გაღვივებას;

👉 მათ არ ეშინიათ მამაკაცების

მართალია, მამაკაცი ფიზიკურად ძლიერია, თუმცა მათი ჩხუბში დამარცხება შესაძლებელია. ფრჩხილების, კბილებისა და გამჭოლი მზერის საშუალებით, ნებისმიერი მამაკაცი ფუმფულა დათუნიად გადაიქცევა;

👉 ისინი საოცრად დამოუკიდებლები არიან

მათ არ სჭირდებათ ვინმე, ვინც გააბედნიერებთ და ასევე, მათ სჭირდებათ პირადი სივრცე. მათი მომხიბვლელობის საიდუმლო, საკუთარი თავის სიყვარულია;

👉გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან

უყვართ ფლიტრი, ღიმილი და ზოგადად, სიცოცხლით ტკბობა;

👉ყოველთვის სექსუალურად გამოიყურებიან, თუმცა გამომწვევად – არასოდეს

სექსუალური ქალი არასოდესაა ზედმეტად შიშველი. გახსოვდეთ ოქროს წესი: „ისე ჩაიცვით, რომ მამაკაცს დაინტერესების საშუალება მისცეთ“.

👉მათ იციან საკუთარი თავის ფასი. იციან, რას ეძებენ. იციან, რას იმსახურებენ და იციან, როგორ იამაყონ საკუთარი თავით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...