ქალი და კაცი

ბედნიერების აუცილებელი პირობა

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ სიყვარული აუცილებელი პირობაა ბედნიერებისთვის. გარდა ამისა, სიყვარულს ბევრი სხვა უპირატესობაც ახასიათებს

• სიყვარული ყველაზე ერთგული თანაშემწე და საუკეთესო მასწავლებელია ცხოვრებაში;

• სიყვარულით შთაგონებული ადამიანი შეუძლებელს შეძლებს;

• სიყვარული საუკეთესო თავშესაფარია ადამიანის სულისათვის, ასევე, მარცხის თავიდან აცილების უტყუარი გზა;

• მიენდე სიყვარულს და ყოველგვარი უბედურებისგან, უნაყოფო ილუზიებისა, სინდისის ქენჯნისა და სინანულისგან საიმედოდ იქნები დაცული.

როცა გიყვარს:

* ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი შესაძლებელია;

* აქციე სიყვარული საკუთარი ქცევის შეფასების კრიტერიუმად და ცხოვრება დაუსრულებელ სასწაულად გადაიქცევა;

• როცა გიყვარს, არსად წასვლა აღარ გინდა, ყველა მიზანი მიღწეულია;

• სიყვარული ყოველთვის მართალია და ყოველთვის იმარჯვებს;

• სიყვარული ერთგულ და ყოველდღიურ მსახურებას მოითხოვს;

• უსიყვარულოდ ადამიანი მხოლოდ თამაშობს ადამიანს.

ღიმილის მაგია

ბედნიერებას ზოგჯერ ერთი გულწრფელი ღიმილი ბადებს. ღიმილი, რომლითაც სხვასაც აბედნიერებ და საკუთარ თავსაც.

ღიმილით უფრო ლამაზდები, უფრო ლაღი ხდები და თურმე, ჯანმრთელდები კიდეც.

არადა ეს „უბრალო“ ღიმილი რა ხშირად გვავიწყდება.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ღიმილის დროს ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი გამოიყოფა და ჩვენს ყოველ უჯრედს დადებითად მუხტავს. ტვინი კი, თურმე, ვერ არჩევს ბუნებრივად ვიღიმით თუ „იძულებით“, მთავარია, 5 წუთით მაინც დავიტოვოთ ღიმილი სახეზე.

ჰოდა, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს გაუღიმეთ.

მერე სარკის გარეშეც გაიღიმეთ, დღეში რამდენიმეჯერ და რაც შეიძლება ხშირად…

ნუ იტყვით, რომ არ იცით, რისთვის გაიღიმოთ.

მიმოიხედეთ ირგვლივ – გაიღიმეთ იმ ყოველი წვრილმანისთვის, რაც ჩვენ გარშემოა, რაც ცხოვრებას გვივსებს და ყოფას გვილამაზებს… გაუღიმეთ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, მოღუშულ უცნობებსაც კი… და ნახავთ, რომ ღიმილი გადამდებია…

წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, გულწრფელად რომ გაუღიმოთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში შემოგეგებებიან.

რა მოხდება?

გაბედნიერდებით – ღიმილი გაგაბედნიერებთ.

სათქმელად ასეთი მარტივი

გაინტერესებთ რა აბედნიერებთ ადამიანებს?! - დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერი ადამიანების ქცევები და ჩვევები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ახლა კი გაეცანით 5 მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა გავხდეთ უფრო ბედნიერი.

აი ისინიც:

• მეტი დრო გაატარეთ მხიარულ ადამიანებთან – შეუძლებელია, იყოთ ბედნიერი, თუ სასიამოვნო ადამიანებთან არ გაქვთ ურთიერთობა. კარგი იქნება, თუ თქვენ გვერდით მეტი ხალისიანი, მოღიმარი ადამიანი იქნება. კარგი განწყობა გადამდებია;

• ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ პოზიტივზე – ბედნიერი ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ისინი წარსულის შეცდომებსა და არარსებულ საშიშროებებზე ფიქრზე დიდ დროს არ ხარჯავენ;

• დაეხმარეთ ადამიანებს – სიკეთის კეთებით არა მხოლოდ სხვებს დაეხმარებით, საკუთარ ბედნიერებასაც შეუწყობთ ხელს. სხვებზე ზრუნვით ჩვენ საკუთარ თავს ვაუმჯობესებთ, რაც სხვა პოზიტიურ ცვლილებებსაც იწვევს;

• იყავით მადლიერი – როგორც ამბობენ, მადლიერების გრძნობას დიდი ძალა აქვს და ის სოციალურ ურთიერთობებში შეუფასებელია. დიახ, თუ ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ ამჩნევთ მათ კეთილგანწყობასა და სიკეთეს, უჩნდებათ მოტივაცია, რომ მომავალშიც თქვენ გვერდით იყვნენ. დააკვირდით და ნახავთ, რომ ბედნიერ ადამიანებს ბევრი კეთილის მსურველი ჰყავთ.

• გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან – თუ ნეგატივისგან და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება გამოგდით, ეს ნიშნავს, რომ ბედნიერების საიდუმლო უკვე ამოხსენით. ირწმუნეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და საკუთარ თავზე მუშაობით ყველა პრობლემა გამოსწორდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი