ქალი და კაცი

ასაკობრივი კრიზისი

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.12, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როდის და რატომ ეწყება მამაკაცს ასაკობრივი კრიზისი? მართლა ეცვლება თუ არა ძლიერ სქესს ასაკთან ერთად ქალბატონების მიმართ დამოკიდებულება?

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდული მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, მამაკაცები ხშირად ვარდებიან უკიდურესობაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ეს ის პერიოდია, როცა ახალგაზრდა კაცი პიროვნებად ყალიბდება, ნაკლები გამოცდილება აქვს, ემოციურია და ძალიან უჭირს საკუთარი გრძნობების დამორჩილება.

ქალი მისთვის ამოუცნობი, საშიში სტიქიაა და სწორედ ამაშია მისი მიმზიდველობა. ახალგაზრდები ყურადღებას საინტერესო გოგონებს აქცევენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორი გახსნილი იყოს სიახლეებისა და აღმოჩენებისთვის. ისინი საკუთარი გამოცდილების გამდიდრებას ცდილობენ და ძალიან უნდათ, გვერდით თანამოაზრე ჰყავდეთ. სამწუხაროდ, ამ ასაკში ისინი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან, არ შეუძლიათ გაუგონ გოგონებს და მათ პრობლემებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები: ის ძალიან სერიოზულად აღიქვამს სიყვარულს, ამიტომ ყოველთვის გაიხსენებს პირველ სტაბილურ ურთიერთობას და წლების შემდეგაც დარწმუნებული იქნება, რომ პირველად ყველაფერი სხვანაირად იყო. ამ ასაკში მამაკაცს ისე ძალიან სწყურია ნამდვილი სიყვარული, რომ უჭირს ტყუილისა და ღალატის პატიება. ახალგაზრდების 94 პროცენტი დაუფიქრებლად შორდება პარტნიორს და მხოლოდ 22 პროცენტი ფიქრობს შურისძიებაზე.

35 წელი – თამაში დამთავრდა

ამ ასაკში მამაკაცები ყველაზე ენერგიულები არიან და მთელი ყურადღება კარიერაზე გადააქვთ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირადი ურთიერთობა მათთვის მეორე პლანზე გადადის. უბრალოდ, ისინი ურთიერთობისგან ახლა სულ სხვა რამეს ელიან. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საიმედო ზურგის, ურთიერთგაგებისა და სტაბილურობის შეგრძნება, რადგან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მათ მყუდრო სახლში დაბრუნება და დასვენება უნდათ. 35 წლისთვის მამაკაცების 41 პროცენტი აცნობიერებს, რომ ქალი, რომელსაც გემრიელი საჭმლის მომზადება შეუძლია, უბრალოდ, ბედის საჩუქარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰყავდეს გვერდით ქალი, რომელიც ყველა მოვალეობას კარგად შეასრულებს.

მომწიფებული მამაკაცი დიდხანს ირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. თუმცა, თუ საინტერესო და ერთგულ ქალს მოძებნის, რომელიც მზად იქნება ოჯახური ცხოვრებისთვის, ის თვალს დახუჭავს მის ნაკლზეც. ამ ასაკში მამაკაცს გარეგნობაზე მეტად ქალის ხასიათი აინტერესებს.

55 წელი – საუბარიც შეიძლება

მამაკაცისთვის ასაკობრივი კრიზისი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც ამგვარი კრიზისის პერიოდში მარტო ყოფნა. მამაკაცების 62 პროცენტს ურჩევნია, ჰქონდეს ურთიერთობა სიყვარულის გარეშე, ვიდრე იყოს აბსოლუტურად მარტო.

ამ ასაკში მამაკაცი მეორედ განიცდის ძალების მოზღვავებას და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი შეგრძნებები. მისთვის მარტივია, მიიღოს ქალი ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია და შეეგუოს ყველა მის კაპრიზს. ასაკოვანი მამაკაცი ქალში მუზას ხედავს, რომელიც მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას შთააგონებს.

მამაკაცებო, გაფრთხილდით!

ძვირფასო მამაკაცებო, კარგად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:

* თუ გრძნობთ, რომ ქალი სცენის გამართვას აპირებს, შეეცადეთ, დისკუსია სხვა კალაპოტში გადაიყვანოთ. თუ არ გამოგივათ, უბრალოდ, შეწყვიტეთ საუბარი და გადით ოთახიდან;

* თუ თქვენს მცდელობას – მოაგვაროთ ურთიერთობები, შედეგი არ მოჰყვა და ის აგრძელებს ეჭვიანობას (მიცემული საბაბით თუ უსაფუძვლოდ), ერთადერთი გზა გრჩებათ – დაემუქროთ განშორებით (თქვენს გეგმებშიც რომ არ შედიოდეს). მუქარა ეჭვიანს ცოტა აფხიზლებს;

* უნდა გესმოდეთ, რომ ეჭვიანობის გამოხატვა მისი ხასიათის ნაწილია. გიჟურ ეჭვიანობას, როგორც წესი, პროვოცირებას უწევს შიში, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფის გრძნობა და ის, რომ არ არის დარწმუნებული არც საკუთარ თავში და არც პარტნიორში.

ყველაზე ხშირად ეს ემოციურად დამოკიდებულ ქალებს ახასიათებთ. ამიტომ, თუ საკუთარი ბედის ეჭვიან ქალთან დაკავშირება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ, არასდროს მისცეთ სერიოზული საბაბი სკანდალისთვის, სხვაგვარად ეს, შესაძლოა, მართლა ცუდად დამთავრდეს და ეჭვიანის როლში ყოფნა თქვენ მოგიწიოთ: ქალებს სჩვევიათ საკუთარი პარტნიორების ღალატი, რათა მიყენებული წყენისთვის შური იძიონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული