ქალი და კაცი

არავითარი ეკონომია

№17

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.05, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალი, რომელიც, ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში ერთადერთ სურვილს იწვევს — ეკონომია გააკეთოს მასზე. საკუთარი თავის პატივისცემაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ხშირად ხდება, რომ ჩვენ საკუთარ საჭიროებას სამომავლოდ ვდებთ და იმას ვყიდულობთ, რაც ბავშვს, მეუღლეს, შინაურ ცხოველს ან ნებისმიერ სხვა ვინმეს – მეგობარს, ნათესავს, ნათლიას, ნათლულს... სჭირდება.

თუ თქვენ გამუდმებით ასე იქცევით და სხვა ადამიანების ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი ქმედება, ადამიანში შინაგან პროტესტს იწვევს და ცხოვრებიდან ნელა, მაგრამ აუცილებლად აქრობს სიხალისეს, ოპტიმისტურ განწყობას, მომავლის რწმენას და იმედს.

რაზე არ უნდა გააკეთოთ ეკონომია:

👉ლამაზი კბილები — ეს მხოლოდ კარგი ჯანმრთელობის გარანტია კი არა, თავდაჯერებულობაც არის. მოუვლელი კბილები, კარიესი, უსიამოვნო სუნი პირიდან — აუფასურებს ქალის ყველა ძალისხმევას, რომ ღირსეულად გამოიყურებოდეს. იდეალური ღიმილი, მსოფლიოში ყველაზე კარგ სამოსსაც კი ბევრად ჯობია,

👉კარგი დასვენება — ეს საზრუნავებისგან თავის დაღწევისა და შიდა ენერგიის რესურსის შესავსები საუკეთესო გზაა. იმისთვის, რომ შვებულება მართლაც ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია მისი ისე გატარება, როგორც ამას გული გკარნახობთ. ნუ გამოეკიდებით სოციალური ქსელების მოდას — ისე დაისვენეთ, როგორც თავად გინდათ;

👉გატაცება — რეალური დასვენებაა სულისთვის და თვითგამოხატულების საუკეთესო საშუალებაა. უამრავი მაგალითია, როდესაც ჰობი კონტროლიდან გამოდის და ის წარმატებული ბიზნესი ხდება;

👉 საბაზისო ნივთები — საიმედო ინვესტიციაა, რადგან მოდიდან არასდროს გამოდის. რჩევა თუ გინდათ: აირჩიეთ კლასიკური მოდელები და ფორმები და შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი სამოსი. უმჯობესია, ცოტა გქონდეთ და საუკეთესო;

👉როგორც წესი, სახლში ის გვაცვია, რისი გადაყრაც გვენანება, მაგრამ ამაში გარეთ გასვლა უკვე სირცხვილია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ძველი და ფორმადაკარგული სამოსი ცუდად მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და ჩვენდამი შინაურების დამოკიდებულებაზე. სახლში ლამაზად ჩაცმისას ჩვენ ტვინს ვუგზავნით სიგნალს, რომ ყოველთვის საუკეთესოს ვიმსახურებთ. სახლში წესიერი და კომფორტული სამოსის ჩაცმით, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვიპრანჭებით;

👉ნამდვილი ცხოვრება მას შემდეგ იწყება, რაც ადამიანი საკუთარ სახლს მოაწესრიგებს... და აუცილებელი არ არის, რომ იქ ბევრი ნივთი იყოს. უბრალოდ, ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს და სახლის პატრონს სიამოვნებას ანიჭებდეს;

👉ფულის დაზოგვა არ შეიძლება საწოლის თეთრეულზე და აქ საქმე ესთეტიკაში არ არის. შეიძინეთ კარგი ლეიბი და ორთოპედიული ბალიში, მაგრამ გაითვალისწინეთ – სწორედ თეთრეული ეხება თქვენს კანს. თეთრეული სხეულისთვის სასიამოვნო უნდა იყოს.

ბედნიერების ქიმია

ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდად არავინ ფიქრობს ჰორმონების არსებობაზე, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი არსებობენ. ისიც გვსმენია, რომ არის „ბედნიერების ჰორმონებიც“, რომლებიც ჩვენს განწყობას ამაღლებენ.

მოდი, მეტი გავიგოთ მათ შესახებ:

ოქსიტოცინი

ოქსიტოცინს ხშირად „დამაკავშირებელ ჰორმონსაც” უწოდებენ. ის გამოიყოფა მაშინ, როცა თავს დაცულად გრძნობთ და იმ ადამიანებთან ხართ, რომლებსაც ენდობით. მისი დანიშნულებაა, გააძლიეროს ემოციური კავშირები, დაეხმაროს მშობლებს ჩვილებთან ურთიერთობაში და უბრალოდ, დაახლოვოს ადამიანები.

ოქსიტოცინის ბუნებრივად სტიმულირების გზებია:

👉შინაური ცხოველის ჩახუტება;

👉მეგობრების ან ოჯახის წევრების მოსიყვარულება;

👉კომპლიმენტების გაცემა;

👉 ხელის ჩაკიდება;

👉მასაჟის გაკეთება;

👉კერძების ან ნამცხვრების მომზადება და საყვარელ ადამიანებთან გაზიარება.

სეროტონინი

სეროტონინი ყველაზე ხშირად ასოცირდება განწყობის რეგულირებასთან, დაბალანსებულ ძილის რეჟიმთან, ბედნიერების განცდის გაძლიერებასა და შფოთვის შემცირებასთან.

მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:

👉 მზის აბაზანები;

👉სირბილი, ცურვა, ან იოგას ვარჯიშები;

მედიტაცია;

👉 ბუნებაში დროის გატარება.

დოპამინი

ეს არის ქიმიური ჯილდო, რადგან მისი გამოყოფა ძლიერდება ისეთი მოვლენების დროს, როგორებიცაა: შექება, დადებითი შედეგების მიღება, გამარჯვება და კვება.

მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:

👉თქვენი საყვარელი კერძის მიღება;

👉ყოველდღიური პატარა გამარჯვებების აღნიშვნა;

👉თავის მოვლა;

👉 სასიამოვნო მუსიკის მოსმენა;

👉 დაწყებული დავალების ან პროექტის დასრულება.

ენდორფინი

ენდორფინი სინამდვილეში ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. ის გვეხმარება ტკივილის მართვაში, სტრესის შემცირებასა და სიამოვნების შეგრძნებაში.

მისი ბუნებრივად სტიმულირების გზებია:

👉ვარჯიში;

👉 შავი შოკოლადის ჭამა

👉და რა თქმა უნდა, სექსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი