ქალი და კაცი

არ უნდა აპატიოთ

№44

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.11, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რა უნდა აპატიოს კაცს და რა არა, ამას თითოეული ქალი ინდივიდუალურად წყვეტს. სიტუაციები განსხვავებულია. ხშირად დაპირისპირება მაღალი ტონით მიმდინარეობს და ატმოსფერო უკიდურესად დაძაბულია. თუ მამაკაცის ზოგიერთ ქცევას ურთიერთობის ჩიხში შეყვანა შეუძლია, მასზე თვალის დახუჭვა ქალს ზოგჯერ ძალიან ძვირი უჯდება. საბოლოოდ იშლება ოჯახი და ისინი გატეხილი გულითა და დანგრეული ცხოვრებით რჩებიან.

🔶 თუ კაცმა ერთხელ მაინც გადაწყვიტა ღალატი, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პატიების თხოვნას სხვა მსგავსი შემთხვევაც არ მოჰყვება. აპატიებს თუ არა ღალატს, რა თქმა უნდა, ეს იმ პარტნიორის გადასაწყვეტია. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ძალზე ძნელი იქნება უწინდელი ნდობის დაბრუნება, ასევე, არ გამოვა ცხოვრება მუდმივი ღალატის შიშით;

🔶 თუ მამაკაცი ქალს ნაცნობების ან ხალხის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს, ასეთ ადამიანს მოსიყვარულეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქალი ვითომ ხუმრობით ნათქვამმა დამამცირებელმა ფრაზებმაც უნდა დააფიქროს – ღირს საერთოდ ასეთ მამაკაცთან გაჩერება?

🔶თუ ქალს ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა შეუძლია, არ უნდა დაუშვას ბავშვზე ძალადობა. ბავშვი არ უნდა გაიზარდოს ძალადობისა და შიშის ატმოსფეროში, მას არ შეუძლია, დაიცვას თავი ზრდასრულის თავდასხმებისგან. თუ მამაკაცი ტირანია, ქალმა სერიოზული ზომები უნდა მიიღოს;

ფსიქიკურად ჯანმრთელი, შეგნებული მამაკაცი არასოდეს იყენებს ძალას საყვარელ ქალთან, როგორი დაძაბული სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას. თავდასხმა არა მხოლოდ მორალური დამცირებაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. მშვენიერი სქესის ზოგ წარმომადგენელს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ თუ კაცს ერთ ასეთ შეცდომას აპატიებს, ის გამოსწორდება. მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. როგორც წესი, ეს უკურექციას იწვევს და მამაკაცი დროდადრო იმეორებს ასეთ „სასჯელებს“.

რა აძლიერებს ქალს

არსებობენ თვითკმარი, დამოუკიდებელი და მოსიყვარულე ქალები. რომელთაც სულაც არ ეშინიათ საკუთარი სიძლიერის დემონსტრირების.

წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, რომელთა გამო მამაკაცებს არ შეუძლიათ ძლიერ ქალთან გამკლავება:

ყველა მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ის ვინმესთვის საჭიროა. მამაკაცებისთვის ასევე აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ბრძოლა იმართება მარადიული სიყვარულისთვის და მისი მხრიდან ქალის მოსახიბლად. მაგრამ ძლიერ ქალს შეუძლია, თავად გაუმკლავდეს ყველაფერს და არ სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის მაგივრადაც დაიწყებს ბრძოლას. ქალის ასეთ ტიპს შეუძლია თავად მოაგვაროს პრობლემები. მათ არ ახასიათებთ მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა.

დაიმახსოვრეთ: ასეთ ქალებს არ სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად იღებს.

ძლიერმა ქალებმა კარგად იციან, რა სურთ და ასევე, კარგად ესმით, რამდენად აქვთ მათი რეალიზების შესაძლებლობები. მათ არ ავიწყდებათ, რის ფასად დაუჯდათ სასურველის მიღწევა. თუ შეუყვარდებათ, ასეთი ქალები პირველ ნაბიჯსაც თავად დგამენ და არ ელოდებიან, როდის ეტყვის რამეს მამაკაცი. მათთვის დამახასიათებელია ურთიერთობების სიმყარე, რაც ძალიან ხშირად კაცობრიობის ძლიერ სქესად აღიარებულ წარმომადგენლებს საკმაოდ აშინებთ. ძლიერ ქალებს არ ახასიათებთ მორჩილება. მათ მთელი გულით უყვართ, მაგრამ ამასთანავე ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.

მამაკაცებს არ მოსწონთ რთულ შეკითხვებზე პასუხების მოგონება. ძლიერი ქალის მიზანია, გაარკვიოს სიმართლე მამაკაცის პიროვნებისა და განვილილი ცხოვრების შესახებ. მათ სურთ, მამაკაცი ურთიერთობებში გულახდილი იყოს, რადგან თავიდანვე სწორად დაწყებულ ურთიერთობას ნაკლები გულის ტკივილი მოსდევს.

ძლიერ ქალებს ურთიერთობებში გულახდილობა ახასიათებთ. იმავეს მოითხოვენ რჩეულთაგან. ასეთი ტიპის ქალები მაშინვე იჭერენ ტყუილს, შესაბამისად, თქვენი ნებისმიერი მცდელობა, რამენაირად მოატყუოთ ის, ფუჭი იქნება, რადგან თქვენ წინაშეა ქალის სხეულში ჩასახლებული სიცრუის დეტექტორი. იყავით გულახდილი, რადგან ის არ ეგუება მატყუარა და ანგარებიან ადამიანებს. ვერ იტანს დაპირებებსაც, თქვენი ნეგატიურობის შემთხვევაში, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყოველგვარი ყოყმანისა და პრობლემის გარეშე მიგატოვებთ.

ძლიერი ქალები ვერ ეგუებიან სუსტი ნებისყოფის, მერყევ და წუწუნა მამაკაცებს. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი რჩეულს მტკიცე ხასიათი აქვთ და სიტყვის პატრონები არიან. ასეთი ქალები ურთიერთობას წყვეტენ იმ შემთხვევაშიც, თუ მამაკაცის მხრიდან უპატივცემულობას დაინახავენ.

ძლიერ ქალებს არაფერში სჭირდებათ სუსტებისთვის დამახასიათბელი თამაში და როლის მორგება. აი, რატომ სჯობს თავიდანვე გადაწყვიტოთ და თან, გააცხადოთ, გსურთ თუ არა მასთან ყოფნა – მან უნდა იცოდეს თქვენი სურვილისა და არჩევანის შესახებ. თუ თქვენი პასუხი მისთვის უარყოფითი იქნება და მას ამით გული ეტკინება, ის მზად არის იარები მოიშუშოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ახალ სირთულეებთან შესახვედრად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი