რჩევები

სტაფილოს ეფექტური ნიღბები ყველა ტიპის სახის კანისთვის

№48

ავტორი: ანი რევია 16:37 30.11, 2020 წელი

სტაფილოს ნიღაბი
დაკოპირებულია

სტაფილო მხოლოდ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტი არ არის, ის კოსმეტიკური საშუალების სახითაც საკმაოდ ეფექტურია – ანტიოქსიდანტი რეთინოლი, რომელსაც ის შეიცავს, კანის დაბერებას უშლის ხელს.
სტაფილოს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის სახის კანზეა გათვლილი, იშვიათად იწვევს ალერგიას, არ ტოვებს კვალს და მარტივია მოსამზადებლად. ასვე, ხელს უწყობს კანის გაახალაგაზრდავებას, განახლებასა და დატენიანებას.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი – დაგჭირდებათ 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი, 1 სუფრის კოვზი გვირილა, 3 ჭიქა წყალი. სტაფილო გახეხეთ წვრილად და მარლაში გაწურეთ. შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში დაფქვით და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი. დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი და ერთი კოვზი არარაფინირებული ზეთისხილის ზეთი. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წუთით, შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

სახის დასაჭიმი ნიღაბი – დაგჭირდებათ 1 ცალი სტაფილო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი გვირილა, 3 ჭიქა წყალი. სტაფილო გახეხეთ და მოამზადეთ 2 სუფრის კოვზი პიურე, დაუმატეთ 2 კოვზი თხევადი თაფლი. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით და წაისვით დღის დამატენიანებელი საცხი.
ნიღაბი ქერცვლადი კანისთვის – დაგჭირდებათ 1 ცალი სტაფილო, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი გვირილა, 3 ჭიქა წყალი. მოამზადეთ სტაფილოს პიურე, კვერცხის გული და არაჟანი ათქვიფეთ ერთმანეთში, შეურიეთ ეს კომპონენტები ერთმანეთს და დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ნიღაბი ანთებითი პროცესის მქონე კანისთვის – დაგჭირდებათ 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი კარტოფილი, 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი გვირილა, 3 ჩაის ჭიქა წყალი. გახეხეთ სტაფილო და კარტოფილი და მოამზადეთ პიურე. 2-2 სუფრის კოვზ სტაფილოსა და კარტოფილს შეურიეთ კვერცხის გული. ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
აუცილებლად გამონახეთ დრო, სახლის პიროებებში სცადეთ ამ ნიღბების გაკეთება და შედეგით კმაყოფილი იქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა