ყაბაყის წვნიანის დიეტა
ავტორი: ანი რევია 12:00 05.10
ყაბაყის წვნიანის დიეტა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასუფთავებს და ამდიდრებს ორგანიზმს მიკროელემენტებით, გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, ძალას მატებს სხეულს და რასაკვირველია, ზედმეტ კილოგრამებსაც ეფექტურად ებრძვის.
თუ ამ დიეტას ერთი კვირის განმავლობაში დაიცავთ, შედეგს თავად დაინახავთ. მთავარია, ყოველდღიურად ახალი მოამზადოთ. დიეტის პერიოდში წვნიანთან ერთად შეარჩიეთ დაბალკალორიული მენიუ. მაგალითად, მიირთვით ზეითუნის ზეთით მომზადებული ბოსტნეულის სალათა, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, ხილი და ასე შემდეგ. რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული და შემწვარი პროდუქტები.
წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 4 ცალი კარტოფილი, 2 კბილი ნიორი და 2 ცალი ყაბაყი.
ქვაბში ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ. როგორც კი წყალი ადუღდება, ჩაუმატეთ ცოტა მარილი და ჩაყარეთ საშუალო ზომებად დაჭრილი კარტოფილი. ცალკე ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. როცა კარტოფილი მზად იქნება, დაამატეთ მსხვილად გახეხილი ყაბაყი და სტაფილო, შემდეგ – ნიორთან ერთად მოშუშული ხახვი. 10 წუთით წამოადუღეთ, გადაანაწილეთ და მიირთვით დღის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



