1 დღეში მინუს 1 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 10:00 20.10
ამ ერთდღიანი, დაბალკალორიული დიეტის მენიუ სულ 1 635 კილოკალორიას შეიცავს. ამიტომ, ადამიანი ერთ დღეში ერთ კილოგრამს იკლებს და თანაც, არ შიმშილობს.
პირველი საუზმე: 100 გრამი ხაჭო, 200 გრამი მოშუშული სტაფილო, უშაქრო რძიანი ყავა.
მეორე საუზმე: 170 გრამი კომბოსტოს სალათა არაჟნით, მარილის გარეშე.
სადილი: 200 გრამი ვეგეტარიანული წვნიანი, 90 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი მწვანე ბარდით და 1 ცალი ვაშლი.
სამხარი: 100 გრამი ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარში, შაქრის გარეშე.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, 120 გრამი ბოსტნეულის სალათა.
ძილის წინ, 1 საათით ადრე, 180 გრამი კეფირი.
თუ პურის გარეშე ვერ ძლებთ და შიმშილის გრძნობა გეძალებათ, მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ 150 გრამი ჭვავის პური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




