რჩევები

კითხვა-პასუხი

№39

ავტორი: ანი რევია 16:00 10.10

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი კორექტორია კარგი – თხევადი, სტიკი თუ კრემოვანი?

პასუხი: თხევადი მისაღებია როგორც ნორმალური, ისე კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის. ადვილად ნაწილდება და კარგია სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი გამოიყენება ნორმალურ, მშრალ და მგრძნობიარე კანზე. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი – თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირისა და ტუჩის გარშემო. კრემოვანი მისაღებია ნორმალური, კომბინირებული, სენსიტიური ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი