რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ სახის კანს მისი ტიპის მიხედვით

№41

ავტორი: ანი რევია 40 წუთის წინ

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

საკმაოდ მარტივია იმის დადგენა, როგორი კანი გაქვთ – ნორმალური, მშრალი თუ ცხიმიანი. უბრალოდ, დილით პირის დაბანამდე, სახეზე სუფთა ხელსახოცი მიიდეთ. თუ მას ცხიმის ლაქა აჰყვა, ესე იგი, ცხიმიანი კანი გაქვთ. თუ ლაქებს მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში შენიშნავთ, კომბინირებული ტიპისაა, ხოლო თუ ხელახოცი მშრალია, მშრალი კანი გაქვთ.

როცა გაარკვევთ თქვენი სახის კანის ტიპს, შეგიძლიათ მის მოვლაზეც იზრუნოთ. მოვლა კი მხოლოდ საცხის ხმარებას არ გულისხმობს, წესად უნდა აქციოთ, რომ მას დრო დილითაც დაუთმოთ და საღამოსაც.

ნორმალური კანი

ნორმალური კანი ხავერდოვანია, არ ჩანს ფორები და ფერისმჭამელები. ნაკლებია თმიანობა. 30-35 წლამდე არ ჩნდება ნაოჭები. კანი ადვილად იტანს ცუდ კლიმატურ პირობებს.

ნორმალური კანის მოვლა

დილით სახე გაიწმინდეთ შესაფერისი კოსმეტიკური რძით ან ლოსიონით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ, სასურველია, გადაივლოთ გვირილის ნაყენი. წაისვით მკვებავი კრემი და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, აუცილებლად შეიმშრალეთ ჰიგიენური ხელსაწმენდით. წაისვით დამატენიანებელი კრემი და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ, შეიმშრალეთ ხელსაწმენდით. წაისვით დამცავი კრემი მაკიაჟის გაკეთებამდე 15 წუთით ადრე.

საღამოს აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი, გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალება. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით. გადაივლეთ გრილი წყალი ან გვირილის, ოხრახუშის, ნიახურის, კამის ნაყენი. შემდეგ წაისვით ტონიკი. სახე არ უნდა შეიმშრალოთ და არც ჩამოიბანოთ, ტონიკი სახეზე უნდა შეშრეს. როცა შეგაშრებათ, წაისვით მკვებავი კრემი 20 წუთით. შემდეგ კი შეიმშრალეთ ხელსახოცით.

მშრალი კანი

არ ჩანს ფორები, ფერისმჭამელები და არ პრიალებს. ასაკში შესვლისას, მშრალი კანისთვის დამახასიათებელია ბადისებრი დანაოჭება. ძნელად ეგუება კლიმატურ პირობებს.

მშრალი კანის მოვლა

დილით სახე რძით ან ლოსიონით გაისუფთავეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეისხით ოთახის ტემპერატურის წყალი. წაისვით მკვებავი, დამატენიანებელი კრემი ან დღის დამცავი კრემი.

საღამოს მაკიაჟი მოიცილეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებით, სასურველია, ნუშის რძით. მშრალ კანზე ლოსიონის გამოყენებას არ გირჩევთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გადაივლეთ სოდიანი წყალი – 1 ლიტრ წყალზე 1 ჩაის კოვზი სოდა. წაისვით ღამის მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.

ცხიმიანი კანი

ასეთი ტიპის კანს მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სიპრიალე. გახსნილია ფორები, მიდრეკილია შავი ფერისმჭამელებისკენ. ადვილად იტანს სიცივეს და გვიან ბერდება.

ცხიმიანი კანის მოვლა

დილით სახე გაიწმინდეთ ლოსიონით. ჩამოიბანეთ ცხელი წყლით. გადაივლეთ სახეზე მჟავის შემცველი საშუალებები. შემდეგ შეისხით გრილი წყალი. წაისვით მკვებავი ან დამცავი კრემი.

საღამოს მოიცილეთ მაკიაჟი რძით, საპნით ან ლოსიონით. სახე დაიბანეთ თბილი წყლით. გადაივლეთ ძმრიანი ცივი წყალი. შემდეგ შეისხით ცივი წყალი და წაისვით ღამის მკვებავი კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი